შაბათი, 20.04.2024, 12:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » სახელმწიფო, რომელსაც არაყი მართავდა.
10:44
სახელმწიფო, რომელსაც არაყი მართავდა.
ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ისტორიის შექმნაში. ისინი გავლენას ახდენენ კონკრეტული პერიოდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ზოგჯერ ისინი სულაც არ თამაშობენ დადებით როლს, თუმცა თავიანთი ლიდერული თვისებებით მნიშვნელოვან და დაუვიწყარ პიროვნებას ქმნიან. 

მნიშვნელოვანის რა მოგახსენოთ, მაგრამ დაუვიწყარია ბორის ელცინის სასმელისადმი მიდრეკილება და განსაკუთრებული მექალთანეობა რუსეთში. თუკი ყველაფერი პრობლემას გიქმნის და ამ პრობლემების მოგვარებაში არაყი გეხმარება, რთული გამოსაცნობი არაა არჩევანი რომლის სასარგებლოდ გაკეთდება. ელცინიც სწორედ სასარგებლოს, სასიამოვნოს ამჯობინებდა და არაყით გაბრუებული მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა. თუმცა ელცინის ცხოვრებისეულ დეტალებზე ქვემოთ, მანამდე მცირე ბიოგრაფია ადამიანისა, რომელსაც ,,დიდი რუსეთის’’ ბედი 10 წელი ებარა. 

დღეს რუსეთის პირველი პრეზიდენტის 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი 80 წლისთავის აღსანიშნავად რუსეთში სპეციალური სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა. ჯგუფს ეკატერინბურგის გუბერნატორი, ალექსანდრე მიშარინი უხელმძღვანელებს. საზეიმოდ იქნება აღნიშნული ასევე ელცინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის 20 წლისთავიც. 

ბორის ელცინი 1931 წელს სვერდლოვსკის ოლქში დაიბადა. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ, კალათბურთმა გაიტაცა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისთვის პოლიტიკა გაცილებით საინტერესო იყო და სპორტულ ცხოვრებაზე უარი თქვა. ან როგორ არ ეთქვა უარი, არაყზე სიგიჟემდე შეყვარებულ ახალგაზრდას? სპორტი და არაყი ვერ მეგობრობენ, რაც საერთოდ არ ითქმის პოლიტიკასა და ალკოჰოლზე. 
ბორის ელცინი რუსეთის პირველი სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ.

რუსმა ხალხმა ნდომა მას პირველად 1991 წელს გამოუცხადა. 

"ბავშვობიდან ასეთი ვარ. როდესაც მეუბნებიან, "არ შეიძლება", ამით სურვილი კიდევ უფრო გამიღვივდება ხოლმე, როდესაც ამბობენ, "თავი დაანებე, შარია", მეძალება გრძნობა, ყოველგვარი შარი ფეხებზე მკიდია", – ამბობდა ელცინი. ამ სიტყვების შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ,,ყოველგვარი შარი ელცინმა ფეხებზე დაიკიდა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა? არც მორიგ შარს მოერიდა და საომარი მოქმედებები წამოიწყო ჩეჩნეთში. 

ელცინის სახელს უკავშირდება კომუნისტური სისტემის დემონტაჟი რუსეთში. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ შეძლო ძლიერი ხელისუფლების შექმნა.

მისი მმართველობის პერიოდში, რუსეთის ფართო ფენები სიღატაკემ მოიცვა. ის ვინც მმართველ წრეებთან იყო დაკავშირებული გამდიდრდა. 
ელცინი წარუმატებლობის გრძნობას ალკოჰოლის მიღებაში კლავდა. მისი ნუგეში მხოლოდ არაყი იყო, ამის გამო ექსპრეზიდენტი არაერთხელ აღმოჩენილა უხერხულ მდგომარეობაში. ტელეკადრმა, რომელშიც გალეშილი ელცინი ორკესტრს დირიჟორობდა, მთელი მსოფლიო მოიარა.
იშვიათობაა კადრი, როდესაც ტრუსების ამარა მყოფი ,,დიდი სახელმწიფოს’’ მეთაური მეგობარი ქვეყნის დედაქალაქში დადის. ცნობილი ფაქტია, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბორის ელცინი თეთრი სახლის წინ, ტრუსების ამარა ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. 

სარდაფში მძინარე პოლიტიკოსი, თავს ნამდვილ მამაკაცად მიიჩნევდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის როგორც მამაკაცი ბედნიერი იყო. 
რატომ არ იქნებოდა ბედნიერი, როცა სხვადასხვა ვიზიტების დროს ქალის უკანალი არ დარჩენილა, რომ არ შეხებოდა.

13 წლის წინ სტოკჰოლმში ვიზიტად ყოფნის დროს, საზეიმო ვახშამზე ნასვამმა ელცინმა გადაწყვიტა შვედეთის პრინცესა ვიქტორიასთან გაარშიყება და ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევით, მიეჭრა მონარქს, ხელი გადახვია და ტუჩებში აკოცა.

უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პრეზიდენტმა თავის საქციელის ახსნა დაიწყო და განაცხადა, რომ ის ცდილობდა ბორის ნემცოვისთვის ვიქტორიას გაცნობას, რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ. ,, ხანუმა’’ ელცინმა არ იცოდა, რომ ვიქტორია გათხოვილი იყო. 

ბორის ელცინი განსკუთრებით სტიუარდესებს სწყალობდა. ლამაზმანი სტიუარდესების უკანალზე ჩქმეტა, პრეზიდენტისთვის ვიზიტის შედეგიანად დასასრულს მოასწავებდა. ამის გამო ელცინს ყოველთვის სურდა თავისი ვიზიტები კონკრეტული შედეგებით დასრულებულიყო. უკანალჩალურჯებული სტიუარდესები კი ტკივილნარევი სიხარულით ელოდნენ პრეზიდენტის უკან გამომგზავრებას. 

ელცინს ბავშვობაში მიღებული ტრავმების შემდეგ ხელზე თითები აკლდა, თუმცა მას ეს ხელს საერთოდ არ უშლიდა პრეზიდენტების თავზე ჩანგლებით დაეკრა. 

ალექსანდრ კორჟაკოვი იხსენებდა, რომ ერთხელ, ნასვამმა ელცინმა კოვზებით ყირგიზეთის პრეზიდენტის ასკარ აკაევის გადაპარსულ თავზე დაუკრა. შესრულებული კომპოზიციის შემდეგ კი, ასევე ნასვამმა აკაევმა მას ტაში დაუკრა. 

ელცინის მოღვაწეობა ომსა და არაყს უკავშირდება. ათასობით გაღატაკებული მოქალაქე საკუთარი ცხოვრების დონის გაუარესებას სწორედ ამ პოლიტიკოსს უკავშირებს, თუმცა ელცინს ჰყავს მადლიერი მოქალაქეებიც, ძირითადად კი ისინი, ვინც რუსეთის ამჟამინდელ პოლიტელიტაშია. ასეთები კი მრავლადაა კრემლში. 

მათ ხომ სწორედ ელცინის პრეზიდენტობის დროს მიეცათ შანსი, პოლიტიკურ ელიტაში გარეულიყვნენ. განსაკუთრებით მადლობელი კი რუსეთის პრემიერი მინისტრი ვლადიმერ პუტინია, რომელსაც ელცინმა მმართველობა გადააბარა. 

გული ესაა ფენომენი, რომელიც უამრავ დარდს, ემოციას და ტკივილს იტევს, თუმცა დგება ზღვარი, რომლის მიღმაც უსასრულობა იწყება... ბორის ელცინს გულის პრობლემა ყოველთვის აწუხებდა, მან ხუთჯერ მიიღო გულის შეტევა, თუმცა უკანასნელს ვეღარ გაუძლო, ის 77 წლის ასაკში 2007 წელს გარდაიცვალა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 986 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები