ოთხშაბათი, 24.04.2024, 07:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » გიორგი თარგამაძე პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიის გამართვას ითხოვს
10:45
გიორგი თარგამაძე პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიის გამართვას ითხოვს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიის გამართვას ითხოვს.

როგორც თარგამაძემ პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, "კარგი იქნება, თუ პარლამენტში გარკვეული მოთელვის სახით საკომიტეტო ფორმატში დისკუსია მოეწყობა, რომელზეც ქვეყანაში ინფლაციური პროცესების განვითარებას განიხილავენ".

ზოგადად კი თარგამაძე პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის ტრადიციას მიესალმება.

"წლის დასაწყისშივე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თავად საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი სააკაშვილიც კარგად ითვალისწინებენ, რამდენად დიდია მოლოდინები დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და პოლიტიკური სისტემის შემდგომი განჯანსაღების კუთხით", - განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 976 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები