პარასკევი, 19.04.2024, 20:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » ეგვიპტეში ევროპული ბანკების მილიარდები საფრთხის ქვეშაა.
10:48
ეგვიპტეში ევროპული ბანკების მილიარდები საფრთხის ქვეშაა.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ Societe Generale–ია. 

ეგვიპტეში მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციები და არეულობები, რომლებიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, ევროპის უმსხვილესი ბანკების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საერთაშორისო ანგარიშების ბანკის მონაცემებით, ევროპის საკრედიტო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტელებს მნიშვნელოვანი სესხები გამოუყო. 

იანვრის ბოლოს მონაცემებით, უცხოეთის ბანკებმა ეგვიპტეში 49,4 მილიარდი დოლარის სესხი გასცეს, ამ თანხის დიდი ნაწილი – 40 მილიარდზე მეტი კი სწორედ ევროპული სტრუქტურების მიერაა გამოყოფილი. 

კერძოდ, ეგვიპტელების უმსხვილესი კრედიტორები არიან საფრანგეთის ბანკები, მათ მოსდევს ეგვიპტის ყოფილი მეტროპოლია – დიდი ბრიტანეთი. ასევე მნიშვნელოვანი სესხები აქვთ ეგვიპტელებზე გაცემული იტალიურ და ამერიკულ ფინანსურ ორგანიზაციებს. 

ეგვიპტის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ბაკნი ფრანგული Societe Generale–ია, რომელიც ქვეყანაში National Societe Generale Bank–ის სახელითაა წარმოდგენილი. 

ამ ორგანიზაციის დეპოზიტებზე ამჟამად 6,2 მილიარდი დოლარი ინახება, გაცემული კრედიტების რაოდენობა კი 4 მილიარდს აჭარბებს. ეგვიპტის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციის შესაბამისად, Societe Generale–ი, ისევე როგორც სხვა ბანკები კლიენტებისთვის კარის გახსნას ჯერჯერობით არ აპირებენ. 

შექმნილი მდგომარეობის ფონზე. Societe Generale–ის აქციები 1%–ით გაუფასურდა. მისი ეგვიპტური შვილობილის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 10%–ით დაეცა.



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 934 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები