ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » ნოდარ ჯავახიშვილი: თურქეთის ხელისუფლებასაც, ჩვენი, გაჭირვებული ხალხი ინახავს.
10:49
ნოდარ ჯავახიშვილი: თურქეთის ხელისუფლებასაც, ჩვენი, გაჭირვებული ხალხი ინახავს.
ქვეყანაში კორუფცია კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება. საქართველოს სხვადასხვა საჯარო სამსახური, ამას საკუთარი მეთოდებით ებრძვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კორუფციული საქმიანობის შემცირების ახალი გეგმა შეიმუშავეს. მათი გადაწყვეტილებით, ქვეყნის საბაჟოზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც საბაჟოზე ტვირთის გადმოტანას მხოლოდ სატვირთო ავტომობილით ითვალისწინებს. 

ბაინდურაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეზღუდვები კორუფციასთან ბრძოლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

თუკი მოქალაქეებს აქამდე ხელითა და მსუბუქი ავტომობილებით შემოჰქონდათ კონტრაბანდული საქონელი, ეს შესაბამისი სამსახურების პასიურ მუშაობაზე მიუთითებს. 

ახალი ინიციატივით, შესაძლებელია შემცირდეს დაუბეგრავი საქონლის ბაზარზე მოხვედრის წილი. ახალ ინიციატივას, უკვე მოჰყვა კრიტიკა საზოგადოებასა და ეკონომიკურ წრეებში. კერძოდ, თუკი მოვაჭრე ტვირთს მხოლოდ სატვირთო ავტომობილით შემოიტანს, მას ამისთვის ზედმეტის გადახდა მოუწევს, რაც პირდაპირ აისახება შემოტანილი საქონლის ფასზე. ამას გარდა არსებობს საფრთხე, რომ იმპორტიორი ინდმეწარმეების რიცხვი შემცირდეს, რაც მონოპოლიის წამახალისებელია. 

ფინანსისტი ნოდარ ჯავახიშვილი ,,პრესა.ჯი’’– სთან საუბარში განმარტავს, რომ ახალი გეგმა სწორი მიდგომაა და ნებისმიერ ქვეყანაში, საბაჟოზე ტვირთის გადმოტანა სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. თუმცა ექსპერტი იმ უარყოფით მხარებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც, მოქალაქეები ახალი წესების ამოქმედებისთანავე დადგებიან. 

,, შავი ბიზნესი როგორც წესი, მუშაობს საცალო ქსელზე. ეს ადამიანები ქარხანაში კი არ ყიდულობენ პროდუქციას, ყიდულობენ მაღაზიაში დაბეგრილ პროდუქციას. თურქეთში, რომ იყიდი დაბეგრილ პროდუქციას, ეს ნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლებასაც ჩვენი გაჭირვებული ხალხი ინახავს. ფასები იმიტომ არის მაღალი’’-ამბობს ჯავახიშვილი. 

ყველა რეფორმისა და ახალი ინიციატივის წარმატების განმპირობებელი, დროის კარგად შერჩევაა. თუკი დადგენილი ნორმები ქვეყანაში ცხოვრების დონისა და პირობების არაადექვატურია, მაშინ ხშირად აქვს ადგილი წესებიდან გადახვევის ფაქტებს. 

ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მმართველ გუნდს, დროის არასწორად შერჩევაში ადანაშაულებს. 

,,ხელისუფლებას, ფაქტობრივად ერთი ნორმალური სამუშაო ადგილიც არ შეუქმნია შვიდი წლის განმავლობაში. როცა ხალხს მუშაობის საშუალებას არ აძლევ, მაშინ უნდა მისცე შესაძლებლობა, რამე დააშავოს. აბა, როგორ იარსებოს? პოლიტიკა ზოგადად სწორია და ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საბაჟო ტვირთის გადმოტანა ასე ხდება, მაგრამ არა დღეს და დღევანდელ ქვეყანაში’’– ამბობს ჯავახიშვილი. 

კიდევ ერთი საფრთხე, რაც ახალი წესებში შეინიშნება, არის, მონოპოლისტი იმპორტიორი კომპანიების წახალისება. ფასებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიმატებს, თუკი ამ ბიზნესში ინდმეწარმეების რაოდენობა შემცირდება. თუ არსებული ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული იმპორტიორები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, შემოტანილი საქონლის ფასი დღევანდელის შესაბამისად შენარჩუნდება, ვინაიდან ჩემოდნით და ჩანთებით გადმოტანილი საქონელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარს. მოვაჭრეებისთვის კი შესაძლებელი იქნება გადავიდნენ საბითუმო ვაჭრობაზე, საწარმოებიდან შეიძინონ პროდუქცია და შემოიტანონ თვითღირებულების ფასით და არა დაბეგრილი გადასახადით. 

შეგახსნებთ, აქამდე საბაჟოზე ტვირთის გადმოტანა ხელით, მიკრო და სატვირთო ავტომობილებით იყო შესაძლებელი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 960 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები