ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ კლიენტებზე ჟურნალისტული გამოძიება ჩატარდა.
10:51
„ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ კლიენტებზე ჟურნალისტული გამოძიება ჩატარდა.
ხვალ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში, „სტუდია მონიტორის"ს მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება. 

ფილმი ეხება კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ კლიენტებს, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანების პრობლემები, რომლებმაც "ცენტრ-პოინტს" 2005 -2008 წლებში თანხები გადაუხადეს, კომპანიამ კი მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რამდენიმე ათასი ადამიანი კომპანიისგან ბინების გადაცემას ან ფულის დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ელოდება.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ კომპანია „დექსუსი", რომელსაც გასულ წელს „ცენტრ-პოინტი" მართვაში გადაეცა, დაზარალებულ მოქალაქეებს კაბალურ პირობებს უყენებს. 

ფილმში ნაჩვენებია "ცენტრ-პოინტის" მუშაობის სქემა, ამ სქემით ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათ დიდ ნაწილს კუთვნილი თანხების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობითაც უჭირთ. 

დღეს "ცენტრ პოინტ" ჯგუფის ქონების დიდი ნაწილი დაყადაღებულია, კომპანიის მდიდარი დამფუძნებლები საკუთარი ქონებით კლიენტების გასტუმრების ვალდებულებას არ იღებენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1033 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები