პარასკევი, 26.04.2024, 01:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » ტყიბულის მაღაროებში სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.
10:53
ტყიბულის მაღაროებში სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.
ტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში დღეს, დილის 06.00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.

მაღაროელები ითხოვენ შპს „საქნახშირის" თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას; „საქნახშირის" თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად; მაღაროში 2010–2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას; „საქნახშირში" დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „საქნახშირის" ხელმძღვანელობა მაღაროელების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. 

მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ორშაბათს გამართეს. ისინი 27 იანვარს მაღაროელთა კრებაზე მიღებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მათ მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციას წაუყენეს. 

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა დარგების პროფესიული კავშირები. ტყიბულში მიემგზავრებიან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1028 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები