პარასკევი, 29.03.2024, 15:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება.
10:54
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება.
პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, 1400 მმ-იან მე-6 წყალდენზე დაგეგმილია საპროფილაქტიკო სამუშაოების II ეტაპის განხორციელება. სამუშაოები ჩატარდება აღნიშნული წყალდენის იმ მონაკვეთზე, რომელიც ზაჰესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის.

საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დრეს, 11:00-დან 3 თებერვლის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, სერგო მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს. სოფლებს: წყნეთი, ახალდაბა, კოჯორი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი და შინდისი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებსდიდი დიღმის დასახლება, მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 945 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები