პარასკევი, 19.04.2024, 09:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » ბანკი „რესპუბლიკა“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ერთობლივ აქციას გამართავენ.
10:31
ბანკი „რესპუბლიკა“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ერთობლივ აქციას გამართავენ.
დღეს, ბანკ „რესპუბლიკის" სათავო ოფისში (გრ. აბაშიძის (ატენის) ქ. #2), მეხუთე სართულზე ჩატარდება პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ბანკისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ახალი აქციის კონკრეტულ პირობებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. 

დღეიდან, ბანკი „რესპუბლიკა", „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან" ერთად მომხმარებელს ახალ საინტერესო აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია „ჰუნდაის" მარკის ახალი ავტომობილების მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით შეძენა პირდაპირ ავტოსალონიდან. 

აღსანიშნავია, რომ სესხის პირობები და სესხის გაცემის პროცედურა ძალიან კომფორტულია მომხმარებლისათვის. სესხის მაქსიმალური ვადა შეადგენს 5 წელს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი 0%-დან იწყება. 

აღსანიშნავია, რომ 0%-ით მომხმარებელი რეალურად ისარგებლებს, თუ იგი თანამონაწილეობის თანხასა და სესხის ვადას სწორად შეარჩევს, რაც შესაძლებელია, მაგალითად, 30%-იანი თანამონაწილეობით, 11-თვიანი ვადით განვადების შემთხვევაში. თუმცა, ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში, 1-წლიან განვადებაზე მაქისმალური საპროცენტო განაკვეთი აღწევს მხოლოდ 4%-ს, 2-წლიანზე - 9%-ს, ხოლო გრძელვადიანზე - მაქსიმუმ 12%-ს.

აქციაში ჩართულები არინ ბანკის პარტნიორი კოპანიები: სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი", რომელიც აქციის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას ავტომობილის სადაზღვევო პაკეტზე. გარდა ამისა, სავაჭრო ქსელები „ევროტექნიქსი", „სმაილი" და „მაგელანი" მომხმარებლებს ფასდაკლების ბარათებს შესთავაზებენ.

ავტომობილების განვადების აქცია „ჰუნდაი ავტოსთან" ერთად 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ წლის განმავლობაში ბანკი „რესპუბლიკა" კიდევ მრავალ საინტერესო და ხელსაყრელ აქციას შესთავაზებს საზოგადოებას. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1217 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები