ოთხშაბათი, 24.04.2024, 18:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » ეგვიპტის ოპოზიცია „მუბარაქის უკანასკნელი დღისთვის“ ემზადება.
10:34
ეგვიპტის ოპოზიცია „მუბარაქის უკანასკნელი დღისთვის“ ემზადება.
ეგვიპტის ოპოზიცია თავის მომხრეებს მოუწოდებს, პარასკევი „მუბარაქის უკანასკნელ დღედ" აქციონ. აქციის ორგანიზატორები ქვეყნის დედაქალაში მილიონამდე დემონსტრანტის შეკრებას გეგმავენ. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკი მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამშვიდობო მსვლელობას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. 

პრემიერ-მინისტრმა არეულობებისა და შეტაკებების გამო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რაც ტაჰრირის მოედანზე მოხდა, რაციონალური და ლოგიკური ახსნა არ აქვს. 

პრემიერის თქმით, დამნაშავეები განურჩევლად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, პასუხს უმკაცრესად აგებენ. 

ეგვიპტეში ფიქრობენ, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმებისა და პროვოკაციების უკან ყოფილი შს მინისტრი ჰაბიბ-ალ ადლი დგას. 

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, თუკი მომხდარში ჰაბიბ ადლის კავშირი დადასტურდება, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. 

ამ წუთებში ქაიროს ქუჩებში ვითარება შედარებით მშვიდია. წუხანდელი შეტაკებების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 975 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები