ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » გია ოკუჯავა – ქართველური ენები თუ ქართული ენის დიალექტები.
11:53
გია ოკუჯავა – ქართველური ენები თუ ქართული ენის დიალექტები.

ღია წერილი ბატონ დავით პაიჭაძეს, 18 იანვრის "დიალოგში" არ გამოცხადებულ რესპოდენტთან დაკავშირებით.

ბატონო დავით,

დიდი ინტერესით ველოდი თქვენს გადაცემას 18 იანვარს, უპირველესად იმიტომ, რომ მოხდებოდა იმ თემის განხილვა, რომელიც უკვე კარგა ხანია მუსირებს ქართულ საზოგადოებაში და ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბიც გახდა.

გასულ წელს მეც ვიყავი ჩართული ამ დისკუსიებში და გამოვთქვი კიდევაც ჩემი აზრი ინტერნეტ სივრცის საშუალებით : „ქართველური ენები და "ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ" (ქართველი "ფუტლინგვისტები" და „ერთობილი საქართველოსთვის" მებრძოლი მათი ისტორიკოსი მიმდევრები) „ www.scribd.com/doc/30758966/Put-Lingv…

ერთმა ქართველმა მწერალმა, რომელსაც ჩემი გულისტკივილი გავუზიარე ამ პრობლემის გარშემო, პასუხად მომწერა: „…ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი იყო იმ უცნაური ხალხის (იგულისხმა ფუტ-ლინგვისტები -გ.ო.) უცნაური აზრების გაცნობა, რადგან მართლა არ ვიცოდი თუ ჩვენი სიბეცე უკვე აქამდე იყო მისული. თუმცა მეგონა და ახლა მითუმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტ პრობლემას, ჩვენ თვითონ ვუქმნით საკუთარ თავს„.

მადლობა მინდა მოგახსენოთ ამ თემის სერიოზული განხილვისთვის, იმიტომ რომ დღემდე ეს განხილვები მიუწვდომელი იყო ფართო საზოგადოებისთვის და ის ვერ გასცდა რეგიონალური ტელევიზიებისა თუ ბულვარული გაზეთების ფარგლებს. განსაკუთრებით მაინტერესებდა ბატონ ტარიელ ფუტკარაძის მოსმენა. ბევრჯერ დაუჩივლია ბატონ ფუტკარაძეს წერილობითი ფორმითაც, თუ როგორ „ჩაგრავენ" მას კოლეგა ლინგვისტები, მისი მეცნიერული შეხედულებების გამო და საჯარო ინტერნეტ სივრცეშიც განუთავსებია შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილი წერილებიც კი.

ციტატა მისი „სააპელაციო განცხადებიდან": „მიმაჩნია, რომ ავთანდილ არაბულის სუბიექტურობამ ზეგავლენა იქონია თქვენი კომისიის მუშაობაზე, რამაც განაპირობა ჩემ მიმართ პოლოტიკური და არა აკადემიური გადაწყვეტილების მიღება" მე არ ვიცი უკეთესი საშუალება, ვინემ ცენტრალური ტელევიზიის არხი, სადაც შეგიძლია საკუთარი მოსაზრებები მართლაც მთელ ქვეყანას გააგებინო.

გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე ვნახე ანონსი, რომ ბატონი ფუტკარაძე არ მიდიოდა „დიალოგზე"… ლაშა გახარიას ერთი ლექსი გამახსნდა რატომღაც:

თენერ კოჩი ჟინ ლეხი რე,-
ართი აფუ „ხი" დო „ორე"
დუდ დიკაკენ, იშ წამალი
დიხაშ გორგალც ვაგაგორე.
ვართ ოხვამეს იხვამე დო
ვართ შელორსათ მიშიმორე,
დოღურუნი-საფლეს გორთანც,
ვანთხორი და თიში მორე!

ბოდიშს მოვუხდი მკითხველს ამ სტრიქონების ართარგმნისთვის, მაგრამ ბატონი ფუტკარაძის აზრით ხომ გაგებინება არ არის უმთავრესი კრიტერიუმი. ამ ლექსის მაგალითზეც შეუძლია იგრძნოს მაგ თეზის „სისწორე". დასანანია, რომ ბატონ ფუტკარაძეს არ ეყო იმის ვაჯკაცობა, რომ ტელეკამერების წინ დამჯდარიყო და ეკამათა ოპონენტებთან, მიზეზად კი „რაინდობას" იბრალებს: „საჯაროდ, ტელევიზიით ქალის მხილება არ მიმაჩნია კარგ ტონად"-ო წერს თქვენდამი მიწერილ წერილში, რომელიც მეორე დღესვე განათავსა ინტერნეტში, თითქოსდა ინტერნეტი არ იყოს საჯარო. http://www.scribd.com/doc/47159549/Tariel-Putkaradze-Tserili-B-n-David-Paichadzes-Da-Chemi-Komentarebi-18-Ianvris-Gadacemis-Gamo

ყველამ, ვინც იცნობს ბატონ ფუტკარაძეს, იცის მისი თავმდაბლობისა და რაინდობის შესახებ: ასეთი მაგალითები ინტერნეტში მის მიერ განთავსებულ წერილებშიც მრავლად მოიპოვება. ციტატა: „მე, ფილოლოგიის მეცნიერთა დოქტორი ( 1998) და პროფესორი (2001), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, საერთაშორისო კონფერენციებისა და ექსპედიციების ხელმძღვანელი, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და მრავალი სხვა გამოკვლევის ავტორი – ციტირების მაღალი ინდექსის მქონე ქართული ენის მკვლევარი…….."

ბარემ აქვე ვკითხავ ბატონ ფუტკარაძეს ამ საერთაშორისო კონფერენციებს რომელ „საერთაშორისო ენაზე" უძღვებოდა? რაც შეეხება მის რაინდობასა თუ ტაქტიანობას, ქალბატონებისა თუ კოლეგების მიმართ, ამის მაგალითებიც უხვადაა მის ნაწერებში: ციტატა:"არ ვაპირებ ჩემი შემდგომი მსჯელობა ავაგო გოგოლაშვილ-დობორჯგინიძე-ფურცხვანიძეების საეჭვო ღირებულების მასალების მიხედვით. მკითხველისათვის აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ დასახელებული ავტორები ბოლშევიკური პათოსითა და ხელისუფლებისადმი პოლიტიკური „ ბეზღობის ნაცადი სტილით ითხოვენ…"

ან კიდევ: „აშკარაა ამათ კომუნისტური რეჟიმის ნოსტალგია შემოაწვათ"… ქართველებს ვინ დაეძებს, უცხოელი კოლეგებიც თუ ევროპული ორგანიზაციებიც, რომ რუსი იმპერიალისტების სამსახურში დგანან, ამასაც მედგრად უმხელს ხოლმე ბატონი ფუტკარაძე საზოგადოებას: ციტატა: „ უცხოეთიდან კარგად დაფინანსებულმა მღვრიე საინფორმაციო თუ „სამეცნიერო" დეზინფორმაციებმა ვინმე რომ არ დააბრკოლოს"… უცხოელი კოლეგების მიმართ, კიდევ უფრო „მორიდებულია" ბ-ნი თეიმურაზ. გვანცელაძე:

ციტატა: „ვ. ბოედერმა არ თუ ვერ დაინახა ა. ონიანისა და კ. გაბუნიას სისუსტე, ა. ონიანის ტაქტის ნაკლოვანება, გვერდი აუარა ტ. ფუტკარაძისა და ამ სტრიქონების ავტორის არგუმენტებს და ნებსით თუ უნებლიედ, თანამზრახველად მოევლინა საბჭოთა რუსეთის იდეოლოგებსა და მათ ევროპელ მსახურებს… ."

კი მაგრამ თქვე დალოცვილებო, აგერ ასეთ სერიოზულ გადაცემაში მიგიწვიათ კაცმა, დამჯდარიყავით და გემხილებინათ ჩვენი სამშობლოს შინაური თუ გარეული „მტრები", ვინ გიშლიდათ, ან რა დროს რაინდობა იყო, როცა ქვეყანა თავზე გვექცევა თურმე და თქვენს მეტი მშველელი არ გვყავს?

ბატონო დავით, ყველაზე დამაფიქრებელი ბ-ნ ფუტკარაძის მიერ თქვენდამი მიწერილ საჯარო წერილში, არის მისი დასაწყისი და დასასრული. ეს გახლავთ სწორედ ის ინსტიტუციონალიზაცია საკითხისა, რომელიც ასე მორიდებულად აღნიშნეს თქვენმა რესპოდენტებმა ბატონმა კახა გაბუნიამ და ქალბატონმა ნინო დობორჯგინიძემ თქვენს გადაცემაში და არ ჩაღრმავებიან მას. სამაგიროდ ბატონ ფუტკარაძეს არ ერიდება არავისი და არაფრის. იმისათვის რომ თავის ნააზრევს მეტი „დამაჯერებლობა" მისცეს ბატონი ფუტკარაძე შემდეგ ამპლუაში წარმოგვიდგენს თავს თქვენდამი მიწერილ წერილში : პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი. ბატონი ფუტკარაძე, მისივე ვებ-გვერდის ინფორმაციით, იმავდროულად ქუთაისშიც მოღვაწეობს, მაგრამ „დაავიწყდა" რატომღაც აღნიშვნა, თორემ ამხელა თანამდებობები რა გამოსატოვებელი იყო: -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; – ქსუ ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის სრული პროფესორი.

"ჩაგვრაზე" გამახსენდა: „ ვიღაცის" ხათრით საქართველოს კანონი საჯარო მოხელეების შესახებაც კი დაურღვევიათ მგონი ბატონი ტარიელისთვის,თანაც ორჯერ, ის კი გაიძახის „პოლიტიკურად" მჩაგრავენ-ო. თავის წერილს კი ბატონი ფუტკარაძე ამთავრებს შემდეგი სიტყვებით : საქართველოს ბრძენი პატრიარქი ჰყავს. გარდა ამისა, მან კარგად იცის საქართველოსეკლესიისა და ქართველი ერის ისტორია; სწორედ ამიტომ ამბობს ის, რასაც ამბობს: ქართული წერილობითი კულტურა ყველა კუთხის ქართველმა შექმნა ზოგად ეროვნულ ქართულ ენაზე; ამიტომაა ეს ენა ყველა ქართველის დედაენა…".

მისი უწმინდესობა, რომ ბრძენი ადამიანია ფუტკარაძის შეხსენების გარეშეც იცის და იცოდა ქართულმა საზოგადოებამ. ეს ფუტკარაძე -გვანცელაძეს აეხილათ ეხლა თვალები როცა დასჭირდათ ეტყობა, თორემ 90 -იან წლებში მიტინგები რომ იმართებოდა საპატრიარქოსთან , მაშინ რატომღაც ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან: არ არის საჭირო ასეთი მიტინგები, ორივე მხარე საქრთველოსა და მისი ეკლესიის ცოდვილნი შვილები ვართ ჩვენ: არა აქვს მნიშვნელობა რომელია მართალი – არ ეგების საპატრიარქოს ჩარევა პოლიტიკურ გარჩევებში და რომელიმე მხარეზე დგომა-ო.

სწორედ ეს ინტიტუციონალიზაცია, გნებავთ პოლიტიზაცია, ენათმეცნიერული საკითხებისა, რომელშიც უწმინდესი და უნეტარესიც კი გარიეს ბატონმა ფუტკარაძემ, მისმა მიმდევრებმა და მათმა მფარველებმა სასულიერო წრეებში, არის გულსატკენი და შემაშფოთებელი და არა მათი ფსევდო ლინგვისტური გამოხტომები: რამდენი წიგნიც არ უნდა გამოსცენ ფუტკარაძემ და მისმა მომხრეებმა, როგორც არ უნდა ატრიალონ ენათმეცნიერული თეორიები მეგრული და სვანური არის ის, რაც არის: ენები!!!

რაც შეეხება ამ ენების მეგრულ -ლაზურისა და სვანურის დიალექტობისა თუ ენობის ყველაზე მთავარ არგუმენტს , თვითონვე წერს ბატონი ფუტკარაძე: „როგორც წესი, – სოციოლინგვისტური კრიტერიუმების საფუძველზეა ჩამოყალიბებული ენათა სტატუსი – მეტიც, მსოფლიოს ენათა უმრავლესობა ენად "მოინათლა” ენათმეცნიერების ჩამოყალიბებამდე ". აბსოლუტურად სწორია აზრია, რომელიც ნამდვილად არ არის ბატონი ფუტკარაძის კალმის ნაყოფი , ბატონი ტარიელის ამ წინადადებაში მხოლოდ ბრჭყალები გახლავთ, რომლითაც ის სათავისოდ „ატრიალებს" ამ თეზისს და ნათლობის აქტს აუფასურებს. ენათმეცნიერული თეორიებით ჯერ არცერთი ენა არ შექმნილა დედამიწაზე . ლინგვისტიკა არსებული ენის კვლევას მისდევს და არა მის შექმნას. მოლაპარეკენი თვითონ განსაზღვრავენ რა არის მათი მეტყველება: ენა თუ დიალექტი.

1. "მარგალურ დო ლაზურ მიჩქუ, შონურ ვამიჩქუ დო ოკო ქიდიბგურუე" – იტყვის მეგრელი და გულისხმობს მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენას!
2. "კახური და აჭარული ვიცი, იმერული არა და უნდა ვისწავლო " – იტყვის კახელი?

არც არჩილ მეფე გახლდათ ლინგვისტი, მაგრამ დაწერა რატომღაც„ ყველა გვითქვამს რაც ენაა, მეგრულიცა, სომხურიცა ……." დავუჯეროთ არჩილ მეფეს? ბატონი ფუტკარაძის ლოგიკით რა თქმა უნდა არა და აი რატომ: საკმაოდ დიდი ხანი გაატარა არჩილ მეფემ მეფის რუსეთის კარზე და იქ ჩაუნერგეს მას შორსმჭვრეტელმა ცარიზმის მოხელეებმა მეგრულის ენობის იდეა, თან ურჩიეს სომხურთან კონტექსტში ეხსენებინა ეგ ამბავი…

ბატონ ფუტკარაძის ციტატა: "სამაგალითოდ შევეხები მხოლოდ ნ.დობრჯგინიძის დეზინფორმაციას„ ქალბატონ ნინო დობორჯგინიძის წიგნები, დეზინფორმაცია კი არ გახლავთ, რომლის საჯარო მხილებასაც „განერიდა" ვითომ ბატონი ფუტკარაძე და შეიძლება არც ბატონი ტარიელის ნაშრომებივით ციტირების მაღალი ინდექსი ჰქონდეთ , მაგრამ ქალბატონ ნინოს ნაშრომები, ნამდვილად წარმოადგენენ ლინგვისტური კვლევის სამაგალითო ნიმუშებს და არაერთხელ გამოუციათ ევროპაში . ციტირების ინდექსს რაც შეეხება, რაოდენობრიობა რომ ყოველთვის ხარისხობრივობის ნიშანი არ არის, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა.

მშვენივრად იცის ბატონმა ფუტკარაძემ ეს და ამიტომ ვერ მივიდა „დიალოგში" მონაწილეობის მისაღებად, იცოდა ვერ იმსჯელებდა ისე მედგრად, როგორც თუნდაც ამ თქვენდამი მიწერილ უსტარში. ასე კი ადვილია , ინდულგენციასავით აიფარო საპატრიარქოს სახელი და მერე წერო რაც გინდა!

მივყვეთ თანმიმდევრობით: ფუტკარაძის ციტატა – სათაური- „თანამედროვე სეართაშორისო საინფორმაციო ქსელში არსებული ინფორმაციები ქართველთა იდენტობის შესახებ (მეცნიერული და პოლიტიზებული კვალიფიკაციები) „ჯერ რომ ემსჯელა და მკითხველისთვის მიენდო დასკვნა ბატონ ფუტკარაძეს არ ჯობდა /პრეზუმფცია / , ან შეემზადებინა მაინც მკითხველი ასეთი დასკნისთვის და ბოლოში ეთქვა , პოლიტიზებულია ეს კვალიფიკაციები და ამიტომ არის საშიში-ო. შიში თვითონ აქვს ბატონ ფუტკარაძეს იმისი, ვაითუ მთლად ჩემსავით არ "წაიკითხონ" ეს ტექსტები-ო, ამიტომ მაშინვე აყენებს მკითხველს "სწორ" გზაზე.

Ethnologue – languages of the world
ბატონ ფუტკარაძის ციტატა: მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2010 წლის მდგომარეობით), საქართველოში არის შემდეგი ეთნოსები: აზერბაიჯანელები – 308 000, ასირიელები (აისორები) – 3 000, აფხაზები – 101 000, ბაცბები – 3 420, ბერძნები – 38 000, ლაზები – 2 000, მეგრელები – 500000, ოსები – 100 000, რუსები – 372 000, სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) – 15 000, სომხები – 448 000 , ურუმები – 97 746, ქართველები – 3 901 380 სრულიად გაუგებარია, რას ერჩის ბატონი ფუტკარაძე ამ ენციკლოპედიის ავტორებს: ჯერ ერთი – არც ფუტკარაძისთანა ვაიპატრიოტების გამოისობით გაქცეული აფხაზები და ოსები გამოუყვიათ და დაუთვლიათ ცალკე და მეორე : ამ ენციკლოპედიაში ენებია ჩამოთვლილი და ორიგინალში არსად გვხდება ფუტკარაძის მიერ ნახსენები სიტყვა „ ეთნოსები": A. Kibrik 1991; T. Sebeok 1963. The number of individual languages listed for Georgia is 13. Of those, all are living languages. Languages of Georgia
Georgia. 4,473,000. National or official languages: Georgian, Abkhaz. Literacy rate: 99%. Immigrant languages: Armenian (448,000), Chechen, Greek (38,000), Lak (250), Lezgi (3,650), Lishán Didán (120), Pontic (120,000), Russian (372,000), Tatar (3,100), Turkish (3,100), Udi (500), Ukrainian (52,000). Information mainly from E. Haby 1975; A. Kibrik 1991; T. Sebeok 1963. The number of individual languages listed for Georgia is 13. Of those, all are living languages.

შეიძლება ცოტათი ციფრებში კი იყოს შეცდომა, მაგრამ ჩვენ აგერ ბარე 20 წელია ამომრჩეველთა რიცხვი ვერ დაგვიდგენია ზუსტად დღემდე და ამ უცხოელებს მაგ შეცდომაზე ვედავოთ ეხლა. შემდეგ ჩამოთვლილია დანარჩენი ენები განმარტებებით, მაგალითად:

Georgian [kat] 3,900,000 in Georgia (1993 UBS). Population total all countries: 4,255,270. Ethnic population: 3,981,000 (1993 UBS). Also in Armenia, Azerbaijan, Iran, Kazakhstan, Kyrgyzstan, Russian Federation (Asia), Tajikistan, Turkey (Asia), Turkmenistan, Ukraine, United States, Uzbekistan. Alternate names: Common Kartvelian, Gruzinski, Kartuli. Dialects: Imeretian, Racha-Lexchxum (Lechkhum), Gurian, Adzhar (Acharian), Imerxev Kartlian, Kaxetian (Kakhetian), Ingilo, Tush, Xevsur (Kheysur), Moxev (Mokhev), Pshav, Mtiul, Ferejdan, Meskhur-Javakhuri. Imerxev is in Turkey, Ferejdan may no longer be spoken in Iran. Classification: Kartvelian, Georgian Laz [lzz] 2,000 in Georgia (1982). Adjar, Georgia, a few villages. Alternate names: Chan, Chanuri, Chanzan, Laze, Zan. Dialects: Xopa (Hopa), Chxala (Ckhala), Vice-Arxava (Vital-Arkhava), Atina, Samurzakan-Zugdidi, Senaki. Classification: Kartvelian, Zan Mingrelian [xmf] 500,000 (1989 B. Hewitt). Lowland west Georgia. Alternate names: Margaluri, Megrel, Megruli. Dialects: Officially considered a single language with Laz [lzz] called Zan, but linguists recognize they are not inherently mutually intelligible. Classification: Kartvelian, Zan

თანაც გაითვალისწინეს ამ ენციკლოპედიის ავტორებმა ეტყობა , რაიმე არ დაგვაბრლონ ფუტ-ლინგვისტებმა-ო და ეს ჩანაწერებიც დაურთეს ქართველურ ენებს ყველგან:
ქ ა რ თ უ ლი : Classification: Kartvelian, Georgian
მ ე გ რ უ ლი : Classification: Kartvelian, Zan
ლა ზ უ რ ი : ClasClassification: Kartvelian,Zan
ს ვ ა ნ უ რ ი : Classification: Kartvelian, Svan

ფუტკარაძის ციტატა: "ევროპაში 2004 წელს შექმნილი და ინტერნეტში ფართოდ რეკლამირებული რუკის მიხედვით, კავკასიაში მცხოვრები ეთნოსებია: ადიღელები, ქართველები, მეგრელ-სვანები, აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანლები, ბერძნები, ქურთები და სხვ. "

ბატონი ფუტკარაძის წერილში დაწუნებული ყველა ატლასები/რუკები ენებისა გახლავთ პატივცემულო მკითხველო და ისინი ეთნო-ლინგვისტური განაწილების ჩვენებას ისახავენ მიზნად, მოცემულ ტერიტორიაზე გავრცელებული ენებისა, თანაც არა ყველა ენისა , არამედ პირველადი/მშობლიური ენისა. სიტყვა "ეთნოს"-ს ბატონი ფუტკარაძე განიხილავს ამ ტერმინის ყველაზე ფართო მნიშვნელობით. ამიტომ მისთვის ეთნოსი და ერი ტოლფარდი ცნებებია , ხოლო რამდენადაც ის ფიქრობს, რომ „ მსოფლიოში დედაენა ეთნოსის ძირითად განმსაზღვრელად მიიჩნევა " , ბოლოში ღებულობს პოსტულატს: ერთი ეთნოსი-ერთი ერი-ერთი ენა . შესაბამისად Ethno-lingvistic – მისთვის – ეროვნულ- ლინგვისტურს ნიშნავს! ამიტომ ტეხავს ის განგაშს, ამიტომ თარგმნის ის ამ რუკის სათაურს შემდეგნაირად : „ეროვნულ – ლინგვისტური განაწილება სამხრეთ კავკასიაში"!

ამ რუკაზე კი ნაჩვენებია ის ენები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნოსებისა თუ ხალხების მიერ გამოიყენება , როგორც პირველადი / (ისტორიულად პირველს არ ვგულისხმობ) , მშობლიური ენები და არა ზოგადად ენების გავრცელება ( ცოდნა – მოხმარება ): ამ ბოლო მიზანს, 50 ფერიანი ატლასი დასჭირდება და ბოლოს ნატვრის ხესავით აჭრელებული გამოვა. ამიტომ არის რუკაზე მაგ. საზღვარი ქართულსა და სომხურს შორის, ან ქართულსა და აფხაზურს, ქათულსა და ოსურს შორის იქ, სადაც არის.

საინტერესოა, რომ ბატონ ფუტკარაძეს ხმა არ ამოუღია იმ შეცდომებზე , რომელიც ამ ატლასში მართლა გაპარვიათ მის შემდგენლებს : – არსად ჩანს ლაზური ენა – მეგრულ-სვანური – არც ეს ტერმინი გაუპროტესტებია ბატონ ფუტკარაძეს . სინამდვილეში , მეგრელები და სვანები უნდა ვიყოთ „ნაწყენნი" -ერთად მოგვაქციეს, ერთ ფერში ეს ორი სხვადასხვა ენა (ესეც დაყოფაა ?).

- საენათმეცნიერო წრეებში ცნობილია, რომ ბატონმა ფუტკარაძემ არა მარტო მეგრულ-ლაზურ-სვანური " გაადიალექტა" , არამედ „ დილექტთა დიფერენციაციისა და განდასების ახალიორიგინალური" ვარიანტი შექმნა, რომელსაც ბატონ თეიმურაზ გვანცელაძის გარდა არავინ იზიარებს და ვგონებ " მეგრულ-სვანური დიალექტიც" , ამ ახალი განდასების ნაწილია.

ან კიდევ შეიძლება ამ ციტატის ავტორის აზრს გაუწია ხათრი : „ სვანები დიდი ტომია – 200 000 მებრძოლი ჰყავთ. ესაა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, რაც შესაძლოა იყო მთელი მოსახლეობის მესამედი ან მეოთხედი თუ ასე იყო, მაშინ სვანების საერთო რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი ყოფილა,. ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, ცხადია მცირე ტერიტორიაზე ვერ იცხოვრებდა. სად ცხოვრობდნენ სვანები? დიოსკურიის მაღლა მდებარე მთებიდან მოსხებისა და კოლხების მაღლა, ასევე ქვეყნის სიღრმეში – მთიელი ტომების მეზობლად. ჩანს ქალდების, ტიბარენების, მესხების, კოლხების მაღლაც ცხოვრობდნენ სვანები. შემდეგდროინდელ შავშეთ-აჭარა-გურიის მთიანეთში მცხოვრებთაც, ჩანს იმ დროს, სვანების სახელით იცნობდნენ. მაშასადამე, სვანები გაგრძელებით ცხოვრობენ რიონის ხეობიდან ვიდრე დიოსკურიამდე. ცხადია, ნახევარმილიონიანი ხალხი მცირე ტერიტორიაზე ვერ მოთავსდებოდა. ისინი ბუნებრივია დასავლეთ საქართველოშიც ცხოვრობდნენ. …" (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე , ჟურნალი – სვეტიცხოველი, 2010)

"ნაწყენნი" კი არა მადლობლები ვართ მეგრელები ამ ენციკლოპედიის ავტორებისა: ერთფერში მაინც მოგვაყოლეს სვანებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ნაწილში. თორემ მეუფე ანანიას აზრით ბუნდღაც არ ყოფილა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს დღევანდელი ტერიტორიაზე მოსახლე ჩვენი წინაპრებისა, არც ფოთი და ფაზისი ყოფილა იქ, დღეს სადაც არიან და იასონის შთამომავალი არგონავტი ბერძნებიც , რომ მივიღეთ ზარზეიმით ამ ათეული წლების წინ და ლამის ქუთაისამდე ჩავიყვანეთ რიონის გავლით , ისინიც გაგვიცურებია.

ციტატა: „ ჭოროხის შესართავთან, მის მარცხენა მხარეს, ამჟამადაც ერთი დიდი და რამდენიმე მომცრო ზომის ტბა არის. ალბათ აქ მდებარეობდა ძველი ქალაქი ფაზისი „ „ფაზისი არმენიის მდინარედ მიიჩნევა სტრაბონის მიერ (სტრაბ. XI, თავი XIV, 7)…. აშკარაა, რომ ფაზისი არაა სტრაბონისთვის დასავლეთ საქართველოს მდინარე … კოლხეთი მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ მის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს – ტრაპეზუნტიდან ჭოროხის მიმართულებით." (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე , ჟურნალი -სვეტიცხოველი, 2010)

ვერ გავიგე მაინც, რას გვერჩიან მეუფე ანანია და ბატონი ფუტკარაძე? ერთი გაიძახის , აღიარეთ რომ „დიალექტია" თქვენი ენა ,თუ არა და ველური და უმწიგნობრო ტომი ხართო, მეუფემ აგერ ჭოროხს იქით გაგვასახლა მეგრელები, და ფოთიც და რიონიც მიაყოლა ზედ…..

ახლა კი კვლავ "გამყალბებლებს" დავუბრუნდეთ: ბატონი ფუტკარაძის ციტატა : „ ამგვარი არაადექვატური კვალიფიკაციები და გაყალბებული რუკები სათავეს იღებს მეფის რუსეთის დროინდელი ენობრივ- ეთნიკური დივერსიებიდან „- გვაფრთხილებს ის და პროფესორ კირიაკოვს, არა მარტო საქართველოს , სვანების "დაშლაშიც" კი ადანაშაულებს: „ …მაგ. პროფ. იური კირიაკოვის მიერ განხორციელებულ პროქტში " მსოფლიოს ენათა რეეესტრი" ქართველური ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია შემდეგ დამოუკიდებელ ეთნოსებად (EG): მეგრელი, ლაზი,ქართველი, ბალელი / ზემო სვანი/ და ქვემო სვანი „ ზემოთ ხომ ვამბობდი ბატონი ფუტკარაძისთვის ენა -ერი ტოლფარდი მცნებებია მეთქი, იმიტომ აბრალებს ახლა პროფ.კირიაკოვს სვანებიც კი დაშალა ცალკე ერად-ო. „დაშლის" მიზანი რომ ჰქონოდა ავტორს ამ რეესტრში, მეგრელ-სვანზე შეჩერდებოდა და არ მისცემდა ბატონ ფუტკარაძეს ამდენი კრიტიკის საფუძველს. „ენების რეესტრი" რომ გააკეთა იმიტომ გამოყო მან ბალელი /ზემო სვანი/ და ქვემო სვანი, მშვენივრად იცის ეს ბატონმა ფუტკარაძემ, მეც ვიცი: მაგრამ ახლა მაგის ახსნა რომ დავიწყო , პროფ კირიაკოვის მომხრეობაც დამბრალდება და გავჩუმდები ჯობია. ბატონ ფუტკარაძის ციტატა: „ევროპის ისტორიის ახალ რუკებზე არაადეკვატურადაა წარმოდგენილი საქართველოს რეალობა, მაგ. 10 საუკუნის რუკაზე გვერდიგვერდ ჩანს აფხაზეთი და იბერია"

ბატონ ფუტკარაძისა და მისი მომხრეების შეცდომა ის გახლავთ, რომ ისინი შემდეგნაირად ფიქრობენ: აფხაზეთს იმიტომ არ აღიარებენ ცივილიზებული ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომ იციან, 10 საუკუნეში არ არსებობდა აფხაზეთის სამეფო მაგ ადგილასო !!! ამიტომაც შეიქმნა "საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი კომისია"- მეუფე ანანიას ხელმძღვანელობით, რომ გაასწორონ ისეთი ისტორიული რუკები და ნაშრომები , სადაც აფხაზეთის სამეფოა მოხსენიებული ან ოსების სამაჩაბლოში

დასახლების არასწორი თარიღები, თორემ „ვიღაცეები" რუსების გავლენით ამ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ კვლავაც მთელ მსოფლიოში და ვიღუპებით! მე-10 საუკუნის, თუნდაც სწორი რუკის საფუძველზე , გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს საზღვრების გადასინჯვას დაიწყებს, დავიჯერო ? ან იქნებ უფრო იმან აღაშფოთა ბატონი ფუტკარაძე, იბერია რომ არის მაგ რუკაზე გამოსახული, მისი ისტორიული „კვლევების" მიხედვით, არც ეგ უნდა იყოს სწორი მაინცდამაინც.

და ბოლო ბრალდება, რომელსაც ფუტკარაძე კვლავ ლამის მთელ მსოფლიოს უყენებს: „ ყველასთვის ნათელია, რომ თანამედროვე მსოფლიოში რთულია საქართველოს დანაწევრების დაკანონება მხოლოდ შეიარაღებული აგრესიის გზით, ამიტომ არის მცდელობა, „ მეცნიერული" კვალიფიკაციებით და ისტორიული სინამდვილის გაყალბებით მოიძებნოს საფუძველი ქართველთა ნაწილის არაქართველებად გამოცხადების " .

„დედაენაა ეთნოსის ძირითადი განმსაზღვრელი" – წერს ბატონი ფუტკარაძე . საინტერესოა „დიალოგში", რომ ყოფილიყო, რას უპასუხებდა ბატონ კახა გაბუნიას წოვა- თუშების მაგალითს: არ არიან ქართველები იმიტომ, რომ მშობლიური ენა არაქართული აქვთო, თუ ენით არაქართველები არიან, მაგრამ ეროვნებით ქართველებიო?

ენა ეთნოსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია და არა ძირითადი. ამერიკელებისა თუ უამრავი სხვა ხალხის დედაენა ინგლისურია, რა ისინი ყველანი ინგლისელები არიან, ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში უმეტესობის დედაენა თუ სახელმწიფო ენა ესპანური რომაა, ისინიც ესპანელები არიან, ან შვეიცარიაში თუ ოთხი სახელმწიფო ენაა… ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და არ იცის ქართული, ქართველი არ არის ?… ძველია ეგ თეორია ბატონო ტარიელ და ევროპაში მე-16 საუკუნეში იცნობდნენ უკვე დევიზით „ cuius regio, eius lingua" ( ვინც მმართველია, ენაც მისია ) ,მე-18/19 საუკუნეებში მოიკიდა ფეხი ევროპის რიგ სახელმწიფოებში. თავიდან საკმაოდ პროგრესულმა იდეებმა მოგვიანებით „ Sprachnationalism"-ის ფორმები მიიღო და საკმაოდ ბევრი ენები შეიწირა საფრანგეთში, ხოლო ესპანეთში, ფრანკო რომ არ დამარცხებულიყო,ჩვენი მონათესავე ბასკურიც მიჰყვებოდა გაქრობილი ენების კვალს.თუმცა დღევანდელი თურქეთისკენ თუ გაიხედავ, იქაც დაინახავ მაგ ენობრივი ნაციონალიზმის შედეგს, რომლის მსხვერპლნიც არიან ქურთები, ლაზები, იმერხეველები, ჩერქეზებ

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1075 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები