პარასკევი, 29.03.2024, 14:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » დენიელ ჰამილტონი: "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხეა"
12:01
დენიელ ჰამილტონი: "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხეა"

saakashviliiiii.jpg
ბრიტანელი ჟურნალისტის დენიელ ჰამილტონის შეფასებით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხეა".

ბრიტანული გამოცემისConservativehome-ის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს და მასთან ჩაწერილ ინტერვიუს ანალიტიკურ მასალას უძღვნის.  

"მისი მხარდამჭერებისთვის ის "მიშაა", თანამედროვეობის მეფე დავით მეოთხე, რომელმაც შიდა და გარე მტერი დაამარცხა და ამავე დროს საქართველო რეალური დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და საერთაშორისო პატივისცემის გზაზე დააყენა. მისი მტრებისთვის ის ცხელთავა ავტოკრატია, რომლის პროვოკაციულმა ენამ და სულელურმა სიჯიუტემ არა მხოლოდ ქართული დემოკრატია დააყენა საფრთხის ქვეშ, არამედ ქვეყნის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადარჩენასაც შეუქმნა საშიშროება", - წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, "უყვარს თუ სძულს ვინმეს სააკაშვილი, მან თავისი ქვეყანა კავკასიის პატარა, უცნობი სახელმწიფოდან ისეთად აქცია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ლიდერების ყურადღებას იპყრობს და ხანდახან აღფრთოვანებასაც იწვევს". 

ამასთან, სტატიის ავტორი პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მის კაბინეტსაც აღწერს და იხსენებს, რომ "მის კედლებზე უამრავი ლიდერის სურათია გამოფენილი, მათ შორის ჯორჯ ბუშის, ნიკოლა სარკოზის, მისი უდიდებულესობა დედოფალის და ბარაქ ობამასი, თუმცა აქ მხოლოდ მსოფლიოს ერთი ლიდერის სურათს ვერ ნახავთ და ეს ვლადიმერ პუტინია".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 896 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები