ოთხშაბათი, 24.04.2024, 20:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » რუსი ჟურნალისტებისთვის „დომოდედოვოს“ ტერორისტის ვინაობა ცნობილი გახდა.
13:35
რუსი ჟურნალისტებისთვის „დომოდედოვოს“ ტერორისტის ვინაობა ცნობილი გახდა.

რუსულმა მედიამ „დომოდედოვოს" ტერორისტის ვიანობა დაასახელა. სააგენტო LifeNews-ის ვარაუდით, მოსკოვის აეროპორტში თავი 20 წლის ინგუშმა მაგომედ ევლოევმა აიფეთქა.

სააგენტო ტერორისტის ფოტოსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კამიკაძის ვინაობის დადგენაში გამოძიებას დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და ნეშტის DNM-ის ანალიზი დაეხმარა.

ცნობილი ხდება, რომ ევლოევმა მშობლიური ქალაქი გასული წლის აგვისტოში დატოვა. როგორც მისი მშობლები აცხადებენ, ის კრასნოდარის ოლქში სამუშაოდ წავიდა.  მას შემდეგ ის არავის უნახავს.

როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, ამჟამად, ტერორისტის სახლში არავინ ცხოვრობს. ევლოევის მშობლებმა ქალაქი მას შემდეგ დატოვეს რაც გაიგეს, რომ „დომოდედოვოს" ტერატის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სწორედ მათი შვილია.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი, ჟურნალისტების ვარაუდს არ უარყოფს და არც ადასტურებს.  რუსი სამართალდამცავები ტერორისტის სახელს ოფიციალურად არ ახმაურებენ. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყნის უშიშროების ბიუროსთვის თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ტერაქტიდან მეორე დღეს უკვე ცნობილი იყო.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 879 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები