შაბათი, 20.04.2024, 14:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » მსოფლიოში პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა.
13:36
მსოფლიოში პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა.


მსოფლიო ბაზარზე პროდუქტების ფასებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. სპეციალური ანგარიში ამ თემაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტომ მოამზადა.

დეკემბერთან შედარებით კალათა, რომელშიც 55 სახეობის საკვები პროდუქტი შედის, სამნახევარი პროცენტით გაძვირდა. ექსპერტების განცხადებით, ფასების ზრდის ტენდენცია უკვე 7 თვეა გრძელდება. ძვირდება თითქმის ყველა სახის საკვები პროდუქტი, ხორც-პროდუქტებისა და ბრინჯის გარდა. მოიმატა ხორბლის ფასმაც.

გაეროს ექსპერტები განმარტავენ, რომ ხორბალი ავსტრალიაში მომხდარი წყალდიდობის გამო ძვირდება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამას რუსეთის ტყის ხანძრებიც ემატება, რომელთა მიზეზით ქვეყანამ მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა.

რეკორდულად გაძვირდა შაქარიც. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში ქარიშხალმა იასიმ პლანტაციები დააზიანა, ბირჟებზე შაქრის ფასმა რეკორდულად აიწია და ერთ ტონაზე 836 დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს საკვებ პროდუქციაზე ფასების დარეგულირებისთვს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საკვების გაძვირებას შიშის ფაქტორის სახით მსოფლიოში არეულობის ტალღა მოჰყვა. ანტისამთავრობო გამოსვლები ამ ფონზე ტუნისსა და ალჟირში დაიწყო და ეგვიპტესა და იორდანიაში გაგრძელდა.



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 874 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები