შაბათი, 20.04.2024, 15:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » Petrobras–ი 4 წელიწადში 224 მილიარდ დოლარს მიიზიდავს.
13:39
Petrobras–ი 4 წელიწადში 224 მილიარდ დოლარს მიიზიდავს.

ნავთობის ბრაზილიური სახელმწიფო კომპანია Petrobras–ი ოკეანის ფსკერზე, მარილის ფენის ქვეშ ახალი საბადოების ათვისების მიზნით 40 მილიარდი დოლარის მიზიდვას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა 
დირექტორმა ჟოზე სერჟიუ გაბრიელმა განაცხადა. კრედიტების აღება უახლესი სამი წლის განმავლობაში იგეგმება. 
თუმცა ამ ვალმა კომპანიის საინვესტიციო რეიტინგი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს. 

ობლიგაციების გაყიდვის ხარჯზე Petrobras–მა უკვე მიიზიდა 6 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მსხვილი საკრედიტო ემისიაა. 
ამასთან, კომპანიამ, მის ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO განახორციელა, რომლის შედეგადაც 70 მილიარდი დოლარის მიზიდვა მოხერხდა. 

ატლანტის ოკეანეში, მარილის ფენის ქვეშ არსებული საბადოების ათვისება, შესაძლოა, ბრაზილიისთვის ნამდვილი ეკონომიკური გარღვევა გახდეს, რადგან 2010 წლისთვის ნავთობის მრეწველობის ამჟამინდელ მოცულობას – დღე–ღამეში 2 მილიარდ ბარელს – ოთხ მილიარდამდე გაზრდის. შედეგად კი ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 70 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. 
გამომდინარე იქიდან, რომ Petrobras–ი ნავთობის არა მარტო მოპოვებაზე, არამედ გადამუშავებაზეცაა სპეციალიზებული, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მას 224 მილიარდი დოლარის მიზიდვა მოუწევს.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 914 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები