ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » რომის პაპმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა.
13:42
რომის პაპმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა.
რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა. პაპმა ვირტუალური ურთიერთობისადმი დამოკიდებულება მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით გამოხატა . მიმართვის ტექსტი ვატიკანის ოფიციალურ საიტზე 24 იანვარს გამოქვეყნდა. 
პაპმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ახალი ნაცნობების შეძენის, ცოდნის ურთიერთგაზიარების და კულტურათა შორის დიალოგის საშუალებას იძლევა. 
მისივე თქმით, ადამიანებმა „პარალელურ რეალობაში ჩაფლობის" საფრთხეთავიდან უნდა აიცილონ. რომის პაპმა ყველას მოუწოდა, სოციალურ ქსელებში ისეთი პროფილები არ შექმნან, რომელიც ადამიანის რეალურ დახასიათებას არ შეესადაგება.
ამასთან, რომის პაპს კონკრეტული სოციალური ქსელი არ დაუსახელებია. პაპმა, ზოგადად, ვირტუალური ურთიერთობის ფენომენზე ისაუბრა. 
აღსანიშნავია, რომ ურთიერთობის საერთაშორისო დღის სულისჩამდგმელი სწორედ ვატიკანია. 
ბენედიქტე XVI ელექტრონული ფოსტითაც სარგებლობს. მან უკვე მიმართა ყველა კათოლიკე მღვდელს და მორწმუნეს და აღნიშნა, რომ ინტერნეტი ეკლესიის პოპულარიზაციისთვის უნდა გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით ბენედიქტე XVI-მ კათოლიკე მოძღვრებს მოუწოდა, რომ სახარება ყველა შესაძლო ტექნიკური საშუალებით, მათ შორის ბლოგების საშუალებით ექადაგათ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 959 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები