სამშაბათი, 19.03.2024, 14:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 06

გერმანელი მილიარდელი ძმების, კარლ და ტეო 

ალბრეხტების ბიზნესის წარმოების სტილი, მსოფლიოს 

ნებისმიერი ქვეყნის უბრალო ხალხის დიდ სიმპატიებს

 იწვევს. სწორად ამიტომაც, ის კიდევ იმდენ ხანს იქნება 

გაფურჩქვნის პროცესში, რამდენიც იარსებებენ ხელმოკლე, 

ან, უბრალოდ, ეკონომიური ადამიანები.

სუპერმარკეტების ქსელ "Aldi Sud”- ის მფლობელთა ქონება 23,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. უფროსი ძმა – კარლ ალბრეხტი მსოფლიო მილიარდელების სიაში მე-10 ადგილზეა. ქსელი არა მხოლოდ გერმანიაშია გავრცელებული, არამედ მთელს ევროპაში და ამერიკაშიც. შეერთებული შტატების 29 შტატში 1000 მაღაზია ფუნქციონირებს. ყველაფერი კი პატარა სასურსათო მაღაზიიდან დაიწყო, სადაც კარლი უმცროს ძმასთანან ერთად დედას პროდუქტების გაყიდვაში ეხმარებოდა.

უცნაურია, მაგრამ გერმანელ მილიარდელ ძმებზე გაზეთები ძალიან ცოტას წერენ, ისინი მაღალი საზოგადოების შეკრებებზეც არასდროს ჩნდებოდნენ და არც პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ. პრაქტიკულად, არასდროს ხვდებოდნენ ფინანსურ ანალიტიკოსებს და პრესას და ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდნენ. ჟურნალისტებს ალბრეხტების პირადი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ. ცნობილია, რომ მათი მამა მეშახტე იყო. მომავალი მილიარდელების დედა კი ენერგიული ქალბატონი აღმოჩნდა. გადაწყვიტა საკუთარი საქმე დაეწყო და ქალაქგარეთ პროდუქტების პატარა მაღაზია გახსნა. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1060 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

დოქტორი ჯამალ  ბადავი ამბობს:   „სტატუსი, რომელსაც ქალმა ჩვენს ეპოქაში მიაღწია, არ ყოფილა მამაკაცთა მხრიდან ნებაყოფლობით მიცემული ან ბუნებრივი პროგრესის შედეგი. ეს ხანგრძლივი ბრძოლით მიღწეული გამარჯვებაა”.

 

ცნობილია, რომ მამაკაცი პოლიტიკოსებისგან გასხვავებით, ქალები კარგი ინტუიციით გამოირჩევიან და დიპლომატიურ სამსახურშიც ბევრად პროგრესულ პოლიტიკას აწარმოებენ. ქალი მმართველების შემთხვევაშიც ნაკლებად ვხვდებით სახელწიფოებში დიქტატურისა და რეპრესიული რეჟიმის ფაქტებს, თუმცა გამონაკლისები აქაც არიან.

გასულ საუკუნეებში ქალები წარმატებით ართმევდნენ თავს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს. ამას დღესაც, ბევრი ქალი პოლიტიკოსი წარმატებით ახორციელებს.

 

მოგიყვებით რამდენიმე ქალ მმართველზე, რომლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1210 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

68 მილიონი დოლარი! რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ ფასად გაიყიდა, გასული საუკუნის გენიალური იტალიელი მხატვრის – ამადეო მოდოლიანის განსაკუთრებულად საუკეთესო ტილო, სახელწოდებით: "შიშველი ქალი დივანზე".

ბოლო პერიოდში, საკმაოდ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მილიონებს არ ინანებდნენ გენიალური ნახატების შესაძენად. ამის მიზეზი, ხელოვნებათმცოდეებისა და სახელოვნებო ბიზნესში ჩართული ადამიანების აზრით ის იყოს, რომ მილიონერთა ახალ თაობას ხელოვნება ნაკლებად აინტერესებდათ და სულ სხვა ინტერესები ჰქონდათ. თუმცა, ინკოგნიტოდ დარჩენილმა შემძენმა, მოდილიანის აღნიშნულ ნახატში 68 მილიონი მაინც არ დაინანა.

აღსანიშნავია, რომ "შიშველი ქალი დივანზეს", საწყისი სააუქციონო ფასი, 40 მილიონ დოლარს შეადგენდა და მის მყიდველს, გზიდან სამი კონკურენტის, ანუ პოტენციური მყიდველის ჩამოშორება დასჭირდა და სწორედ გაცხარებული ვაჭრობის შედეგად დადგინდა, ნახატის ესოდენ დიდი ფასი.

უკანასკნელ პერიოდში, ამადეო მოდილიანის ნახატებიდან, ყველაზე ძვირად, მხატვრის ცოლის – ჟანა ებიუტერნის პორტრეტი გაიყიდა. ამ ნახატში 2004 წელს, ფრანგმა მილიონერმა, 32 მილიონი დოლარი გადაიხადა და სწორედ ეს ნახატი ითვლებოდა ყველაზე ძვირად გაყიდულ ნახატად მხატვრის შემოქმედებაში. თუმცა, საბოლოოდ, "შიშველი ქალი დივანზე" უფრო მეტად დაფასებული ნახატი აღმოჩნდა.

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 974 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ოდესის "დასავლეთისა და აღმოსავლეთი ხელოვნების მუზუმში" დიდი იტალიელი მხატვრის ტიციან ვეჩელიოს ნახატი ინახება. ფასდაუდებელი ტილო "ჯიროლამო პრიულის პორტრეტი" მუზეუმის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინეს. 

მუზეუმის დირექტორის განცხადებით, შესაძლოა, ტიციანის ეს ნამუშევარი უფრო მეტი ღირებულებისაა, ვიდრე მოპარული კარავაჯო.

ერმიტაჟის სპეციალისტებმა აღმოჩენის წინასწარი ექსპერიზა ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ტილოზე არსებული საღებავები და მისი შექმნის სავარაუდო დრო ემთხვევა ტიციანის მოღვაწეობის პერიოდს. საბოლოოდ ნახატის ავტორი დადგენა რენდგენის ანალიზის საფუძველე მოხდება და თუ დადასტურდა, რომ სურათი ნამდვილად ტიციანს ეკუთვნს, მისი ღირებულების საწყისი ფასი სავარაუდოდ 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ტიციან ვეჩელიო 1477 წელს იტალიაში დაიბადა. იგი ასევე ცნობილია როგორც ტიციან ღვთიური. ტიციანი აღორძინების ეპოქის უდიდეს იტალიელ ფერმწერად ითვლება. მისი სახელი ისეთი უდიდესი ხელოვანების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც არიან მიქელანჯელო, ლეონადო და ვინჩი და რაფაელი.

ტიციანმა შექმნა ნახატები ბიბლიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე, მაგრამ მან სახელი გაითქვა როგორც პორტრეტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1007 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოები მუზეუმების მფლობელობაშია და ისინი თავდაპირველად შეძენის შემდეგ იშვიათად იყიდება. ეს ტილოები, როგორც წესი, მხატვრულად ფასდაუდებელია. თუ რაიმე მიზეზის გამო ისეთი ფერწერული ტილო, როგორიცაა "მონა ლიზა", გასაყიდად გამოტანილ იქნა, ის უეჭველად ყველაზე მაღალ ფასში გაიყიდებოდა, ვინემ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ნახატი.

გინესის რეკორდების წიგნში "მონა ლიზას" უმაღლესი სადაზღვევო ღირებულება აქვს, რომელიც კი მიცემულა რომელიმე ნახატისთვის ხელოვნების ისტორიაში. ის შეფასებულ იქნა 100 მილიონად. 1962 წლის 14 დეკემბერს სანამ მას აშშ-ში საგამოფენო ტურით გაიტანდნენ. ინფლაციის გათვალისწინებით 2004 წელს ეს თანხა 626.821.192,00 დოლარის ექვივალენტური იქნებოდა. ლუვრმა გადაწყვიტა გაყიდვის ნაცვლად თანხა ნახატის დაცვის სისტემაში დაებანდებინა.

აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოთა სია:

ნახატი–ავტორი–ფასი–გაყიდვის წელი–აუქციონი.

1.  ”NO. 5, 1948"  – ჯ. პოლოკი 140 მილიონი დოლარი. 2006. კერძო.

2.  "ქალი III" –  უილემ დე კოონინგი 137.5 მილიონი დოლარი. 2006. კერძო.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1158 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ასტრიდ ლინდგრენი – მწერალი ქალი, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე არაერთ ბავშვს გაულამაზა ცხოვრება, ასტრიდ ლინგდრენი, ადამიანი, რომელმაც კარლსონი, პეპი, ლიონბერგელი ემილი და სხვა დაუვიწყარი გმირები შექმნა... დღეს ამ შესანიშნავი შვედი ქალბატონის დაბადებიდან ზუსტად 103 წელი გახდა.

 

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი 107 წლის, 14 ნოემბერს დაიბადა. ფრუ ლინდგრენს ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნის და ფილმის სცენარი. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: "პეპი გრძელწინდა", "სახურავის ბინადარი კარლსონი" და სხვა საბავშვო წიგნები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სკანდინავიასა და ზოგადად ევროპაში იყო.

 

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1150 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

1782 წლის   27 ოქტომბერს, ანუ, მაშინ, როდესაც იტალიის ქალაქ გენუაში, იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი დაიბადა,იტალიაში კატასტროფული სიდუხჭირე სიფევდა, რამაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა დიდი იტალიელის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე.

ნიკოლო პაგანინი დაიბადა, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა.

მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.

ამის შემდეგ, ნიკოლომ სულ მალე მიაღწია წარმატებას და დღეს მისი შემოქმ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ცოტა ხნის წინ, გამოვიდა Bobby Mc Ferrin – ის უახლესი ალბომი – სახელწოდებით "VOCAbuLarieS". 2009 წელს Bobby-მ და Daniel Levitin- მა შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელმაც ჯილდოც მოიპოვა.

ფილმი ეფუძვნება ლევიტინის ყველაზე წარმატებულ წიგნს – "This Is Your Brain On Music"; ამავე წლის უფრო გვიანდელ პერიოდში კი წიგნიც და ფილმიც წარსდგა მსოფლიო მეცნიერების ფესტივალზე, სადაც ბობიმ ცოცხალი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არის მუსიკა კოდირებული მოძრაობებში. მან ფაქტობრივად აამღერა მთელი დარბაზი საკუთარი მოძრაობების მიხედვით, რაც წიგნის შინაარს მოსდევს – მუსიკა არის რთული პროცესი ტვინში, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული მოძრაობა და ფერებიც კი.

2010 წელს, ერთწლიანი შრომის შედეგად, გამოიცა ზემოთხსენებული ალბომი ორაზროვანი დასახელებით – "VOCAbuLarieS", სადაც ბობიმ გააანალიზა მსოფლიოს მრავალი ენა და გამოიმუშავა ერთიანი, ექსკლუზიური ჟღერადობა. კატეგორიულად განსხვავებული ენების შეერთების შედეგად მიღებული "კაცობრიობის ჟღერადობა". დისკის შეძენა შესაძლებელია amazon.com-ზე 13 დოლარად; ამ ალბომში შესული სიმღერები youtube- ზეც მოიპოვება.


ალბომზე მუშაობაშო მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოდან შეკრებილმა 50 შემსრულებელმა, რომელთაც 1400 მდე ჩანაწერი გააკეთეს ამ ალბომის პოლიფონიის შე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ერთობლივი პროექტის "წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაცია” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაციას გულისხმობს.

"წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაციის” ფარგლებში, 2011 წელს ეროვნული კოლექციების ახალ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენაა დაგეგმილი.

პროექტის მიზანი ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციების სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში გაერთიანებაა, რაც ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობისა და მნიშვნელობის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

"წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაციის” ფარგლებში, მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვან ექსპერტთა ჯგუფი - ჰელე ევანსი, ანიელ კერშაუი და ჯაკ სულთანიანი საქართველოს რამდენჯერმე ეწვევიან.

ექსპერტები დაზიანებულ ექსპონატებს გადაუდებელ ექსპერტიზას ჩაუტარებენ და მონაწილეობას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 988 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა, რომლებიც მთელს კონტინენტზე ძველი და ისტორიული ნივთების მოძიებითა და აღმოჩენით არიან დაკავებულნი, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ძველ გალიურ ქალაქ ნანტში, ცნობილი იტალიელი (ფლორენციელი) მხატვრისა და მეცნიერის –  ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის ფრაგმენტი იპოვეს. სხვათა შორის, მეცნიერების იგივე ჯგუფმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, და ვინჩის კუთვნილი სხვა ნივთებიც ნახეს.

ახლად აღმოჩენილი დოკუმენტი იმ კოლექციის ნაწილია, რომელიც ფრანგულ ქალაქ ნანტს, ცნობილმა მეცენატმა და ხელოვნების მოყვარულმა – პიერ ანტუან ლაბუშერმა უსახსოვრა.

 

ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა წერია აღორძინების ეპოქის მოღვაწის ხელნაწერში. ტექსტი სარკის ანარეკლის მიხედვით არის შექმნილი. თუმცა, აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები ვარაუდებს უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 993 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

მათ, ვისაც აინტერესებთ იაპონიის კულტურა და ხელოვნება, სამურაების ტრადიცია, შეიარაღება, იაპონური თოჯინების შექმნის ტრადიცია და ისტორია, დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოწყობილ სპეციალურად იაპონიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, მართლაც რომ ბევრ რამეს ნახავენ და გაეცნობიან.

 

საქართველოში იაპონიის შესახებ სამწუხაროდ ძირითადად მხოლოდ წიგნებითა და მხატვრული ფილმებით თუ იციან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის იწვევდა ეს ქვეყანა, რადგან, იაპონელები ტრადიციებისადმი პატივისცემითა და ძველი ადათებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, ქართველებს ნამდვილად გვანან. ამას გარდა, იაპონელი სამურაები გახლავთ ერთგვარი სახე და სავიზიტო ბარათი "ამომავალი მზის ქვეყნის", სადაც, სამურაების შთამომავლები დღესაც კი წარმოადგენენ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კასტას, თანამედროვე  იაპონიის ცხოვრებაში.

 

თბილისის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1007 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ლიტერატურის მოყვარულთათვის, კლასიკოსმა მწერალმა – გურამ დოჩანაშვილმა შესანიშნავი საჩუქარი გააკეთა. გუშინ გაიმართა მწერლის ავტობიოგრაფიული რომანის – "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" – პრეზენტაცია, რომლის დროსაც ავტორმა მკითხველს წიგნს თავად წარუდგინა. ახალმა წიგნმა მკითხველების დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს სავარაუდოდ, გაყიდვებზეც დადებითად აისახება.

ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ, თბილისის მერი –  გიგი უგულავა, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  – მამუკა ხაზარაძე, ფილოლოგი და კრიტიკოსი –  კახა ჯამბურია და სხვა სტუმრები.

პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ადგილზევე შეეძლოთ წიგნის შეძენა და შემდეგ გურამ დოჩანაშვილის ავტოგრაფის მიღებაც. გურამ დოჩანაშვილი სოლიდური ასაკის მიუხედავად, კვლავ ნაყოფიერ მწერლად რჩება და ბოლო 10 წლის მანძილზე, სამი წიგნის გამოცემა შეძლო, რაც ახალგაზრდა მწერლებისათვისაც კი, ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენლად რთულია.  

ახალი რომანი მწერლის ბოლო ნაწარმოებია, რომელიც ავტობ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 945 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011



ცნობილი მწერალი, ონორე  ბალზაკი 1799 წლის 20 მაის მოევლინა ქვეყანას. ბალზაკის მამამ, გვარი გადაიკეთა და გვარს დე ნაწილაკი მიუმატა, რაც იმ დროინდელ საფრანგეთში მაღალ წოდებას გამოხატავდა.

ბალზაკს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. დედა წვრილი ბურჟუაზიული ოჯახიდან  გამოსული ქალბატონი, გულგრილი იყო შვილის მიმართ.  ბალზაკი, ბავშვთა სახლს მიაბარეს. სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ბალზაკი სანოტარო კანტორაში იწყებს მუშაობას, მაგრამ მას მალევე ბეზრდება ეს საქმე.

1819 წელს ბალზაკი სხვენში იკეტება და მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს გახდეს ცნობილი მწერალი, თუმცა, მისი შრომა, მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაფასდა. პირველი ლიტერატურული ცდა – ტრაგედია "კრომველი" (1820), სუსტი აღმოჩნდა.  ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც კრიტიკის შემდგომ თვითონვე უარყო.

  ხელმოცარულმა, კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლის და მესტამბის როლში, მაგრამ მისი ცდა  დამთავრდა იმით, რომ უამრავი ვალი დაედო, რამაც შემდეგ მისი ლიტერატურული ჰონორარის უდიდესი ნაწილი წაიღო.

ბალზაკის ოცნება იყო ლიტერატურაში ნაპოლეონი გამხდარიყო, მაგიდაზე იმპერატორის ბიუსტი ჰქონდა დადგმული, რომელიც ერთგვარი თილისმა იყო.  მისი სამუშაო დღე, შუაღამეზე იწყებოდა, თეთრ ხალათში ჩაცმული 16 საათის განმავლობაში მუშაობდა. შესვენება მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც ყავის დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1019 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

მუზეუმ „როკ–ენ–როლის დიდების დარბაზში" გამოფენა გაიმართება, რომელიც მუსიკის განვითარებაში ქალთა როლის თემას მიეძღვნება. ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე იტყობინებიან.

 გამოფენის სახელწოდებაა „Women Who Rock: Vision, Passion, Power." ის მომნახულებლებისათვის 2011 წლის 13 მარტს გაიხსნება და 2012 წლის 26 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ექსპოზიცია განყოფილებებად დაყონ. თითოეული განყოფილება სხვადასხვა დროს და პერიოდს წარმოადგენს. პირველი განყოფილება გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეძღვნება და მოგვითხრობს ისეთი შემსრულებლების შესახებ, როგორებიც იყვნენ: მაჰალია ჯეკსონი და ბილი ჰოლიდეი.

 

60–იანი წლებიდან წარმოდგენილი იქნებიან: ჯენის ჯოპლინი, ტინა ტერნერი, გრეი სლიკი და ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ამ დღეებში, პარლამენტში შექმნილი სპეციალური ბიზნეს-საბჭო მუშაობას შეუდგება და ბიზნესმენების მოსაზრებებს მოისმენს. სპეციალური საბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა და ამ საბჭოში დეპუტატების გარდა ბიზნესის წარმომადგენლებიც შედიან. 

 

რაზე გაამახვილებს ყურადღებას სპეციალური ბიზნეს–საბჭო? ბიზნესის წარმომადგენლები და დეპუტატები წვრილი ბიზნესის ინტერესების დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.   

 

სპეციალური საბჭოს ერთერთი წევრია დეპუტატი გურამ ჩახვაძე. მას მიაჩნია, რომ მსხვილი ბიზნესი მცირე ბიზნესთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან მათ მეტი ადამიანური რესურსი ჰყავთ და იურიდიულად სახელმწიფოსთან ურთიერთობა არ უჭირთ.

 

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 937 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

როგორც თავისი კრებულის ერთერთ ანოტაციაში წერდა, იმ ადგილას დაიბადა, სადაც ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი სახელწოდების მდინარე ჩამოდის: ყვირილა და დუმალა. ლექსებსაც ასეთს წერდა: არც ყვიროდა და არც დუმდა, მაგრამ ყველა ლექსს თავისი ხმა ჰქონდა.

 

 „ლექსში ხმაა მთავარი - სათქმელის შესატყვისი ხმა! თუ სათქმელი ალთასაა და ხმა ბალთას, ლექსი გინდ ყოფილა და გინდ არა!" - ამბობდა და ეს ზუსტად ის იყო, რაც სხვებისგან განასხვავებდა, რაც არასდროს ეშლებოდა.

 

- „არ ვიცი! არ მესმის! - პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ - ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!" - ამბობდნენ მისი ლექსით შოკირებული, დაბნეული და ოდნავ დაბ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1242 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

გრანელის დასაფლავება, რეზო ადამია

გრანელის დასაფლავება, მხატვარი რეზო ადამია

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები