პარასკევი, 29.03.2024, 01:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » მირზა გელოვანი – “მოხუცი მიამბობდა”.
04:23
მირზა გელოვანი – “მოხუცი მიამბობდა”.

მირზა გელოვანი – Mirza Gelovani (1917 – 1944)

"მოხუცი მიამბობდა”

მიამბობდა მოხუცი, ოხვრითა და ხველებით,
ჩიფჩიფებდა სიბერე, როგორც ღამე ველებში.
გარედ ქარი ხაოდა გამოუცნობ ბგერებით,
ტყის ხმაური ისმოდა ბუების სიმღერებში,
ეხლაც მათმა ძახილმა გორებს გადაუარა:

"თევდორეე… თევდორე… იპოვნეო თუ _ არა??!!”
და მოხუცმა მიამბო… ო, ბევრი რამ ძალიან,
ქაჯების მონატაცმა გოგომ, ოქროს თმიანმა,
სატრფოს დაშორებულმა, შხამი როგორ დალია,
როგორ გადაარჩინა ანგელოზმა ფრთიანმა.
ხმამ ქარის მონატაცმა თავზე გადაგვიარა:
"თევდორეე… თევდორე… იპოვნეო თუ არა???!!!”

კვლავ ვუსმენდი გულდაგულ, გარედ ღამე ზმუოდა,
ბაყაყების ყიყინი მოისმოდა შორიდან,
ციმციმებდა ვარსკვლავი, თითქოს რამეს სტყუოდა,
მთვარე იმზირებოდა აყუდებულ გორიდან,
მოხუცს ძილმა მოსტაცა, მოურჩენი იარა,
ბუები კვლავ სტიროდენ: "იპოვნეო თუ არა?..”

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1093 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები