ოთხშაბათი, 24.04.2024, 05:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » ბალზაკის ოცნება იყო, ლიტერატურაში ნაპოლეონი გამხდარიყო.
04:37
ბალზაკის ოცნება იყო, ლიტერატურაში ნაპოლეონი გამხდარიყო.


ცნობილი მწერალი, ონორე  ბალზაკი 1799 წლის 20 მაის მოევლინა ქვეყანას. ბალზაკის მამამ, გვარი გადაიკეთა და გვარს დე ნაწილაკი მიუმატა, რაც იმ დროინდელ საფრანგეთში მაღალ წოდებას გამოხატავდა.

ბალზაკს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. დედა წვრილი ბურჟუაზიული ოჯახიდან  გამოსული ქალბატონი, გულგრილი იყო შვილის მიმართ.  ბალზაკი, ბავშვთა სახლს მიაბარეს. სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ბალზაკი სანოტარო კანტორაში იწყებს მუშაობას, მაგრამ მას მალევე ბეზრდება ეს საქმე.

1819 წელს ბალზაკი სხვენში იკეტება და მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს გახდეს ცნობილი მწერალი, თუმცა, მისი შრომა, მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაფასდა. პირველი ლიტერატურული ცდა – ტრაგედია "კრომველი" (1820), სუსტი აღმოჩნდა.  ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც კრიტიკის შემდგომ თვითონვე უარყო.

  ხელმოცარულმა, კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლის და მესტამბის როლში, მაგრამ მისი ცდა  დამთავრდა იმით, რომ უამრავი ვალი დაედო, რამაც შემდეგ მისი ლიტერატურული ჰონორარის უდიდესი ნაწილი წაიღო.

ბალზაკის ოცნება იყო ლიტერატურაში ნაპოლეონი გამხდარიყო, მაგიდაზე იმპერატორის ბიუსტი ჰქონდა დადგმული, რომელიც ერთგვარი თილისმა იყო.  მისი სამუშაო დღე, შუაღამეზე იწყებოდა, თეთრ ხალათში ჩაცმული 16 საათის განმავლობაში მუშაობდა. შესვენება მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც ყავის დალევა მოუნდებოდა. როგორც თავად ამბობდა, ვერ იმუშავებდა თუ უმრავი რაოდენობით არ მიიღებდა ამ სასმელს. 

დრო მისთვის კაპიტალი იყო რომლის გაფლანგვაც არ შეიძლო, მწერალი დღეში 16 საათს მუშაობდა.  როდესაც რომანზე არ მუშაობდა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა. ან ბევრს ჭამდა, ან მორიგ საყვარელთან ერთად ატარებდა ღამეს. ბალზაკზე არ შეიძლება ითქვას, რომ ლამაზი მამაკცი იყო. ცოტა ჩასუქებული და დაბალი ტანის, ხშირად ფრჩხილებში ჭუჭყი ჰქონდა, მიუხედავად ამისა საკმარისი იყო,  დაეწყო  ქალთან საუბარი,  ქალი მის ტყვეობაში ექცეოდა.

მწერალი  ტრაბახობდა, სხვენზე როცა დაიწყო  მოღვაწეობა, ქალთან სექსუალური კავშირი არ ჰქონდა. პირველი ქალი, რომელმაც 23 წლის ასაკში სექსს აზიარა, იყო 45 წლის  ლორი დე ბერნი, რომელსაც იმ პერიოდში უკვე შვილიშვილები ჰყავდა. მადამ დე ბერნი იყო ტიპიური "ბალზაკისეული” ქალბატონი. ხანში შესული და მარტოხელა. მათი ურთიერთობა 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ლორი დე ბერნი, ბალზაკს სხვა ქალებთან ურთიერთობის ნებასაც რთავდა.

1825 წელს ბალზაკი ეცნობა 40 წლის ჰერცოგინია დ’აბრანტს, რომელიც იმ მომენტისთვის პრინც მატერნიკის საყვარელი იყო. მეორეს მხრივ ბალზაკი მისი სიმდიდრითაც იყო მოხიბლული.

შაყვარელი, მას ხშირად ვალებს უსტუმრებდა.

მიუხედავად იმისა რომ, ბალზაკმა კარგად იცოდა ქალებთან ურთიერთობა, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მას წარუმატებლობა არ ჰქონდა. ბალზაკმა ძნელად გადაიტანა უარი მარკიზა დე კასტრისაგან. ეს იყო პირველი ქალბატონი, რომელმაც სიძულვილი გამოხატა ბალზაკის მიმართ. ბალზაკმა შური მაინც იძია და ერთერთ რომანში, ჩვეული სარკაზმით დასცინა მარკიზას.

33 წლის ასაკში ბალზაკს დიდი ვალები დაედო, მიუხედავად იმისა რომ განუწყვეტლივ მუშაობდა,  ეს არ იყო საკმარისი ვალების გადასახდელად. მას ძლიერი მფარველი სჭირდებოდა. მალე გამოჩნდა ასეთი ქალბატონიც. ბალზაკმა მოულოდნელად დამაინტრიგებელი წერილი მიიღო უკრაინიდან, ეველინა განსკისგან, რომელიც გახლდათ ბარონის მეუღლე. წყვილი ერთწლიანი მიმოწერის შემდეგ, ფარულად შვეიცარიაში შეხვდა ერთმანეთს. შეხვედრისას გაირკვა, რომ ორივე მათგანს ერთმანეთი სხვაგვარად წარმოედგინა, თუმცა ამან რომანის დაწყებას ხელი არ შეუშალა. ეველინა ბალზაკს ჰპირდებოდა, რომ ცოლად გაყვებოდა, როდესაც მისი მოხუცებული მეუღლე გარდაიცვლებოდა.

პარალელურად, ბალზაკი სხვა ქალებთან რომანებსაც არ ერიდებოდა. მაგალითად, ის ხვდებოდა 24 წლის ულამაზეს მარია-ლუიზს, რომელთანაც შვილი შეეძინა, თუმცა ქალმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ბავშვი ქმრისგან ჰყავდა. ბალზაკი რატომღაც სხვისი ცოლების მოხიბვლით იყო დაკავებული, ჰერცოგ ვისკონტის მეუღლესთან, ფრენცი ლოუველთან ხუთწლიანი რომანი ჰქონდა. ქალი თავისი სექსუალურობით მთელ საფრანგეთში იყო განთქმული, ის არც ბალზაკის ვალების გადახდაზე ამბობდა უარს. ფრენცი ბალზაკისგან დაფეხმძიმდა. 1941 წელს ფრენცის მეუღლე გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ის ბალზაკისგან შვილს ელოდებოდა, მაინც უარი განუცხადა ცოლად გაყოლაზე. ჩვილი მკვდარი დაიბადა.

ბალზაკი არც მეძავებთან ურთიერთობას ერიდებოდა. ხშირად აწყობდა ორგიებს.  უკანასკნელი რომანი  ლუიზიო ბრონოლთან ჰქონდა. ამ პერიოდში, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ქალს შეეცოდა მწერალი და ცოლად გაყოლას დასთანხმდა. როგორც შემდეგ ბალზაკი აღნიშნავდა, უფრო ადვილია საყვარელის ყოლა, ვიდრე მეუღლის.

როგორც ამბობენ, სიკდილის წინ, ბალზაკმა ექიმი ბიანჩო მოითხოვა, რომელიც მის მიერ შეთხზული "ადამიანური კომედიის” ერთერთი პერსონაჟი იყო. ბალზაკის სიკვდილის მიზეზი დიდი რაოდენობით ყავის მიღება გახდა. "ადამიანური კომედიის” შემქმნელი,  1950 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროს, მისი მეუღლე, გვერდით ოთახში, სხვა კაცთან ნებივრობდა. ალბათ, ეს იყო უდიდესი "ადამიანური კომედია”.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1024 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები