ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » გურამ დოჩანაშვილის ახალმა წიგნმა მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა.
04:39
გურამ დოჩანაშვილის ახალმა წიგნმა მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ლიტერატურის მოყვარულთათვის, კლასიკოსმა მწერალმა – გურამ დოჩანაშვილმა შესანიშნავი საჩუქარი გააკეთა. გუშინ გაიმართა მწერლის ავტობიოგრაფიული რომანის – "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" – პრეზენტაცია, რომლის დროსაც ავტორმა მკითხველს წიგნს თავად წარუდგინა. ახალმა წიგნმა მკითხველების დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს სავარაუდოდ, გაყიდვებზეც დადებითად აისახება.

ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ, თბილისის მერი –  გიგი უგულავა, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  – მამუკა ხაზარაძე, ფილოლოგი და კრიტიკოსი –  კახა ჯამბურია და სხვა სტუმრები.

პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ადგილზევე შეეძლოთ წიგნის შეძენა და შემდეგ გურამ დოჩანაშვილის ავტოგრაფის მიღებაც. გურამ დოჩანაშვილი სოლიდური ასაკის მიუხედავად, კვლავ ნაყოფიერ მწერლად რჩება და ბოლო 10 წლის მანძილზე, სამი წიგნის გამოცემა შეძლო, რაც ახალგაზრდა მწერლებისათვისაც კი, ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენლად რთულია.  

ახალი რომანი მწერლის ბოლო ნაწარმოებია, რომელიც ავტობიოგრაფიული შინაარსისა და გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. ავტორი წიგნზე ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი გაგრძელების  დაწერასაც გეგმავს.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 951 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები