პარასკევი, 26.04.2024, 02:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » და ვინჩის უნიკალურ ხელნაწერს ქალაქ ნანტში მიაკვლიეს.
04:41
და ვინჩის უნიკალურ ხელნაწერს ქალაქ ნანტში მიაკვლიეს.

ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა, რომლებიც მთელს კონტინენტზე ძველი და ისტორიული ნივთების მოძიებითა და აღმოჩენით არიან დაკავებულნი, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ძველ გალიურ ქალაქ ნანტში, ცნობილი იტალიელი (ფლორენციელი) მხატვრისა და მეცნიერის –  ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის ფრაგმენტი იპოვეს. სხვათა შორის, მეცნიერების იგივე ჯგუფმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, და ვინჩის კუთვნილი სხვა ნივთებიც ნახეს.

ახლად აღმოჩენილი დოკუმენტი იმ კოლექციის ნაწილია, რომელიც ფრანგულ ქალაქ ნანტს, ცნობილმა მეცენატმა და ხელოვნების მოყვარულმა – პიერ ანტუან ლაბუშერმა უსახსოვრა.

 

ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა წერია აღორძინების ეპოქის მოღვაწის ხელნაწერში. ტექსტი სარკის ანარეკლის მიხედვით არის შექმნილი. თუმცა, აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები ვარაუდებს უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ.

 

"როგორც ჩანს, ტექსტი XVI საუკუნის იტალიური სალიტერატურო ენის გავლენით არის დაწერილი. გაშიფვრა მეცნიერების საქმეა", - განაცხადა ნანტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, ამავე კოლექციაში, რომელშიც ხუთი ათასი უნიკალური დოკუმენტი არის დაცული, ცნობილი კომპოზიტორის – მოცარტის ნოტების ხელნაწერიც აღმოაჩინეს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 999 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები