პარასკევი, 19.04.2024, 12:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » 200 მილიონად შეფასებული ნახატი.
04:49
200 მილიონად შეფასებული ნახატი.

ოდესის "დასავლეთისა და აღმოსავლეთი ხელოვნების მუზუმში" დიდი იტალიელი მხატვრის ტიციან ვეჩელიოს ნახატი ინახება. ფასდაუდებელი ტილო "ჯიროლამო პრიულის პორტრეტი" მუზეუმის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინეს. 

მუზეუმის დირექტორის განცხადებით, შესაძლოა, ტიციანის ეს ნამუშევარი უფრო მეტი ღირებულებისაა, ვიდრე მოპარული კარავაჯო.

ერმიტაჟის სპეციალისტებმა აღმოჩენის წინასწარი ექსპერიზა ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ტილოზე არსებული საღებავები და მისი შექმნის სავარაუდო დრო ემთხვევა ტიციანის მოღვაწეობის პერიოდს. საბოლოოდ ნახატის ავტორი დადგენა რენდგენის ანალიზის საფუძველე მოხდება და თუ დადასტურდა, რომ სურათი ნამდვილად ტიციანს ეკუთვნს, მისი ღირებულების საწყისი ფასი სავარაუდოდ 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ტიციან ვეჩელიო 1477 წელს იტალიაში დაიბადა. იგი ასევე ცნობილია როგორც ტიციან ღვთიური. ტიციანი აღორძინების ეპოქის უდიდეს იტალიელ ფერმწერად ითვლება. მისი სახელი ისეთი უდიდესი ხელოვანების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც არიან მიქელანჯელო, ლეონადო და ვინჩი და რაფაელი.

ტიციანმა შექმნა ნახატები ბიბლიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე, მაგრამ მან სახელი გაითქვა როგორც პორტრეტისტმა. ტიციანს ნახატებს უკვეთავდნენ მეფეები, რომის პაპები, კარდინალები და სხვა დიდგვაროვნები.

ტიციანი 30 წლის არც იყო, როდესაც ვენეციის საუკეთესო ფერმწერად აღიარეს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1012 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები