ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » ,,სუსტი სქესის’’ ძლიერი მმართველები.
04:54
,,სუსტი სქესის’’ ძლიერი მმართველები.

დოქტორი ჯამალ  ბადავი ამბობს:   „სტატუსი, რომელსაც ქალმა ჩვენს ეპოქაში მიაღწია, არ ყოფილა მამაკაცთა მხრიდან ნებაყოფლობით მიცემული ან ბუნებრივი პროგრესის შედეგი. ეს ხანგრძლივი ბრძოლით მიღწეული გამარჯვებაა”.

 

ცნობილია, რომ მამაკაცი პოლიტიკოსებისგან გასხვავებით, ქალები კარგი ინტუიციით გამოირჩევიან და დიპლომატიურ სამსახურშიც ბევრად პროგრესულ პოლიტიკას აწარმოებენ. ქალი მმართველების შემთხვევაშიც ნაკლებად ვხვდებით სახელწიფოებში დიქტატურისა და რეპრესიული რეჟიმის ფაქტებს, თუმცა გამონაკლისები აქაც არიან.

გასულ საუკუნეებში ქალები წარმატებით ართმევდნენ თავს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს. ამას დღესაც, ბევრი ქალი პოლიტიკოსი წარმატებით ახორციელებს.

 

მოგიყვებით რამდენიმე ქალ მმართველზე, რომლებმაც საკუთარ ხალხსა და მსოფლიოს, თავი წარმატებული პოლიტიკური მოღვაწეობით დაამახსოვრეს.

 

ევას შემდეგ ისტორიაში ქრონოლოგიურად არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე ცნობილი ქალი. იგი ნეფერტიტმდე 90 წლით,ხოლო კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა ეგვიპტეს. ისტორიაში ჰატშეფსუტი შევიდა, როგორც უზურპატორი.

 

ჰატშეფსუტი XVIII დინასტიის რიგით მე-5 ფარაონი იყო და სხვა ეგვიპტელ ქალ მმართველებზე გაცილებით დიდხანს, 21 წელს მართავდა ქვეყანას. მის ხანას ეგვიპტოლოგები ძალიან წარმატებულ და მშვიდობიან პერიოდად ახასიათებენ.

 

ჰატშეფსუტი იყო პირველი, ვინც ეგვიპტის საუკუნოვანი, ათასწლოვანი ტრადიციები დაარღვია. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჰატშეფსუტი თავად იღებდა. იგი მართავდა სახელმწიფოს. ის იყო ქალი რომელმაც მამაკაცთა მართველობის იმპერიაში შეძლო და გახდა ძლიერი მართველი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელმაც მრავალი ბრძოლა გადაიტანა, რათა დაემტკიცებინა, რომ მასაც არანაკლებ შეეძლო სახელმწიფოს მართველობა. ქალი, რომელმაც ეგვიპტეს მოუტანა მშვიდობა და აღმშენებლობა.

 

საქართველოში ქალ მონარქთან პირველყოვლისა თამარ მეფე ასოცირდება.

 

თამარ მეფე ერთერთი ძველი მონარქია მსოფლიო ისტორიაში და პირველი ქალი მეფე ბაგრატიონთა დინასტიიდან.

 

თამარი უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. ის ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი".

 

1179 წელს მეფე გიორგიმ (თამარის მამა) თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა. 

 

ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად, თუმცა დიდგვაროვანთა წინააღმდეგ ბრძოლას თამარი წარმატებით და დიპლომატიურად ახორციელებდა.

 

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა. თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი გაეგრძელებინა, როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ, ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებში იმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. პირველი ქალი მონარქი 1213 წელს მძიმე სენის შედეგად გარდაიცვალა.

 

ქალი მონარქებითა და მმართველებით ევროპაში ყველაზე განთქმული დიდი ბრიტანეთია. დიდი ბრიტანეთს 64 წელი მართავდა დედოფალი ვიქტორია.

 

მის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიალურ განვითარებაში, ვაჭრობაში, ფინანსებში, საზღვაო ტრანსპორტი და იმპერიის გაფართოებაში. დედოფალი ვიქტორია გახდა  სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. დედოფალზე მძიმედ იმოქმედა  მეუღლის გარდაცვალებამ.  ცნობილია, რომ ის მეუღლის გარდაცვალების გამო 40 წლის მანძილზე შავებს ატარებდა. დედოფალი კი  82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ინგლისელებისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი ერი აცნობიერებდა, რომ ემშვიდობება ეპოქას.

 

გამონაკლისი ქალი მმართველების კუთხით არც არგენტინა ყოფილა.

მარია ესტელა მარტინეს დე პერონი არგენტინის და დასავლეთ ნახევარსფეროში პირველი ქალი პრეზიდენტია.

 

პანამის ღამის კლუბის მოცეკვავე გოგონამ, ნიჭისა და მიზანდასახულობის წყალობით პოლიტიკური კარიერა გაიკეთა და პრეზიდენტიც გახდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მისი მუეღლე ხუან პერონი  ცნობილი დიქტატორი იყო,  პერონი გამოირჩეოდა ლიბერალიზმითა და განსაკუთრებული  ჰუმანურობით.  თუმცა პერონის სისუსტედ სიმკაცრის დეფიციტს ასახელებდნენ. ამის გამო აღმოჩნდნენ ქვეყანაში ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს გადატრიალება უზრუნველყვეს, ქალბატონი პრეზიდენტი კი დააპატიმრეს. მოგვიანებით პრეზიდენტს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. იმიჯშელახულმა მმართველმა ქალმა კი ამის გამო პოლიტიკური მოღვაწეობა მთლიანად შეწყვიტა.

 

ლიდია გეილერ ტეხადა იმ ლიდერების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც

ხელისუფლების სათავეში მოსვლა რევოლუციიის გზით შეძლეს. ტეხადას წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური ფრთა ერთად იბრძოდა, რის გამოც ,,სუსტი სქესის’’ ძლიერ პოლიტიკოსს ემიგრაციაში წასვლა მოუხდა.

 

15 წლის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა სამშობლოში და 1979 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დეპუტატთა პალატამ დროებით პრეზიდენტად აირჩია.

 

მმართველობის პერიოდში  პოლიტიკური ძალების ქმედებისათვის გამუდმებით გამკლავება ქალი პრეზიდენტისთვის რთული იყო.  მას არ  სურდა ომი და სისხლი თავის ქვეყანაში, რის გამოც  1980 წლის ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ  თანამდებობა თავის ნებით დატოვა. ტეხადამ, მარია ესტელა  პერონის მსგავსად პოლიტიკური აქტივობა მთლიანად შეწყვიტა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

 

ქალი მმართველების პრეცენდენტები ისლამურ სახელმწიფოებშიც გვხვდება, თუმცა საზოგადოების მხრიდან გავლენა ლიდერებზე ნეგატიურად აისახებოდა, რის გამოც ძლიერ მმართველებსაც კი თანამდებობიდან წასვლა უწევდათ. ისლამური სახელმწიფოსთვის ბევრად ღირებული ,,ქალის ინსტიტუტი’’ და მასთან დაკავშირებული ტრადიციები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ძლიერი ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობები. ამის გამო ბენაზირ ბჰუტოს ქვეყნის მმართველობა მხოლოდ სამი წელი  დასცალდა. ის იყო პირველი ქალი მმართველი ისლამური სამყაროს ისტორიაში. 1993 წელს მიღწეული გამარჯვების შედეგად ბჰუტომ ლიბერალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მისთვის ყველაზე ღირებული ადამიანის უფლებები აღმოჩნდა, რასაც ერის დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ამის გამო, მისი მმართველობა მხოლოდ სამ წელს ითვლის.  ამის მიუხედავად, ბენაზირ ბჰუტოს საზოგადოება დღემდე არ უკარგავს იმ წარმატებებსა და მიღწევებს, რასაც მან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მიაღწია.

 

არონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი ერთადერთი ქალია მმართველ ქალბატონებს შორის, რომელსაც განსაკუთრებული პრინციპულობის გამო ,,რკინის ლედი’’ შეარქვეს.  

1979 წელს ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა,  რეფორმებს არჩეული კურსის გადაუხრელად ატარებდა. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.  ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო.  

 

ისტორიაში ძნელად მოიძებნება ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც, ბარონესა ტეტჩერის მსგავსად, არა მხოლოდ თეორიულად იყო საკუთარი პრინციპების ერთგული, არამედ პრაქტიკაში ახორციელებდა მათ და თითქმის ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებას აღწევდა.

 

ტეტჩერი, რომლის მმართველობის დროსაც ბრიტანეთში კონსერვატორებმა საყოველთაო არჩევნებში სამჯერ გაიმარჯვეს, ქვეყანას 1979 წლის 4 მაისიდან - 1990 წლის 28 ნოემბრამდე მართავდა. 2000 წელი ბარონესასთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მან მეუღლე დენისი დაკარგა და მიკროინსულტების სერია გადაიტანა, რამაც მას საჯარო გამოსვლებზე უარი ათქმევინა.

 

ქალი მმართველების სიმრავლე იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრების გამოცდილება გააჩნიათ.

 

ქალ ლიდერების არსებობით გამონაკლისი არც გერმანია ყოფილა.

 

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი სახელმწიფოს მეთაური საბინა ბერგმან-პოლი იყო, რომელსაც - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისათვის უმძიმეს პოლიტიკურ პერიოდში 1990 წლის დასაწყისში მოუწია მმართველობა. მის პერიოდს უკავშირდება ორი გერმანიის გაერთიანება.

 

გერმანიას ამჟამადაც მმართველი ქალი ჰყავს. ანგელა მერკელი, თუმცა ის მოქმედი მმართველია და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას საზოგადოება და დრო შეაფასებს.

 განსაკუთრებული პრინციპულობით გამოირჩეოდა ნიკარგუას პირველი ქალი პრეზიდენტი ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო,რომელიც ჟურნალისტი და გაზეთის რედაქტორი გახლდათ. ჩამოროს მეუღლე მსხვერპლი გახდა პოლიტიკური რეჟიმისა და ,, ლიდერმა’’ ქალმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა არსებულ რეჟიმს დაპირისპირებოდა.

 

1979 წლის 18 ივლისს ანასტასიო სომოსა დებაილეს დიქტატურა დაემხო. ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო შეიყვანეს ეროვნული აღორძინების მთავრობის ხელმძღვანელ საბჭოში, თუმცა იგი მალევე დატოვა იმ მოტივით, რომ მთავრობა დაშორდა იმ თავდაპირველ პრინციპებს, რომლის შესახებაც მოილაპარაკეს კოსტა-რიკის ქალაქ პუნტარენასში და რომელიც ითვლისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებას. მთავრობის დატოვების შემდეგ სათავეში ჩაუდგა გაზეთ „პრენსა”-ს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისაგან. მისი პოპულარობა დიდწილად განსაზღვრა "პრენსას" რედაქტორობამ და სანდინისტას რეჟიმის სუსტმა საერთაშორისო მხარდაჭერამ მაშინ როცა, სამოქლაქო ომით გადაღლილიყო ნიკარაგუის მოსახლეობა. ჩამოროს აღიქვამდნენ ერის დედას, გმირს, წამებულს, მაშინ, როცა ორტეგა უბრალო მაჩოსთან ასოცირდებოდა.

 

1990 წელს დანიშნულ არჩევნებში გასამარჯვებლად 14 ძირითადი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა კოალიციაში "ეროვნული ოპოზიციური გაერთიანება", რომელმაც თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიოლეტა ჩამორო წამოაყენა. დასაწყისისთვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩამორო დაძლევდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორტეგას საპრეზიდენტო კამპანიას, თუმცა ბოლო დღეებში აშკარა გახდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი უძლური აღმოჩნდა ოპოზიციის რჩეულთან. ჩამორომ 1990 წლის 25 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 54,7 % მოქმედი პრეზიდნეტის დანიელ ორტეგას წინააღმდეგ.

 

ჩამოროს საპრეზიდენტო პოლიტიკა ცნობილი იყო მშვიდობით, რომელიც მოუტანა ომით დანგრეულ ნიკარაგუას. თუმცა, მისი პრეზიდენტობა მხოლოდ მშვიდობაზე ზრუნვით არ შემოფარგლულა. ჩამოროს მშვიდობის დამამკვიდრებელი რეფორმები მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვნად. ნიკარაგუის სამოქალაქო ომმა გაანადგურა ეკონომიკა და ჩამორომ წარმატებით შეძლო სტაბილური ეკონომიკის შექმნა.

არსებობენ ისეთი  ქალი მმართველებიც,  რომლებმაც  საკუთარ დაბადებისდღეზე საჩუქრად პრეზიდენტობა მიიღეს.

 

ლაურა ჩინჩილია  კოსტა-რიკის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე გახდა ქვეყნის პირველი პირი,  2010 წლის 7 თებერვალს.

 

ბუნებრივია ერთ სტატიაში, ყველა იმ მმართველის შესახებ ვერ მოვყვებით, რომლებმაც ,,სუსტი სქესის’’ სტატუსის მიღმა ძლიერი პოლიტიკოსის სახე დაანახა საზოგადოებას. მსოფლიო მიისწრაფვის გენდერული თანასწორობის ბალანსის დაცვაზე. ეს კი გაცილებით უწყობს ,,სუსტი სქესის’’ წარმომადგენლებს გახდნენ ძლიერი სქესის ღირსეული კონკურენტები. პოლიტიკაში ხომ მთავარი გონება, ხასიათი, ძლიერება, სიმტკიცე და წინდახედული მოქმედებაა საჭირო, რაც ქალსა და მამაკაცს თანაბრად აქვს, მცირე ინდივიდების გამოკლებით. 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1217 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები