პარასკევი, 19.04.2024, 08:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » თებერვალში, მოსახლეობას ელექტროენერგიის ოცლარიან ვაუჩერებს დაურიგებენ.
04:55
თებერვალში, მოსახლეობას ელექტროენერგიის ოცლარიან ვაუჩერებს დაურიგებენ.
თებერვალში, მოსახლეობას ელექტროენერგიის ოცლარიან ვაუჩერებს დაურიგებენ. ამ ფაქტს ოპოზიცია და უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა, განსხვავებული შეხედულებები აქვთ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

მმართველი პარტიის წევრები და თავად პრეზიდენტი აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოსახლეობას შეეხიდება და თებერვალში 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერები დარიგდება.

 

ყველამ იცის, რომ მოსახლეობა, ზამთარში ელექტროენერგიის გადასახადს 20 ლარზე გაცილებით მეტს იხდის, მით უფრო, ვინც გაზით არ თბება და ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.  

 

20 ლარიანი ენერგოვაუჩერების დარიგება არასაკმარისად მიაჩნია საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

 

ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, საქართველომ  გონივრული ტარიფები უნდა დააწესოს.

 

„არ შეიძლება მე, როგორც პარლამენტის წევრმა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა პირმა ერთი და იგივე  ტარიფით ვისარგებლოთ. ვისაც უჭირს, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ე.წ. ვაუჩერებია, რომელსაც ურიგებენ, ოღონდ არა ერჯერადად. სურსათის კუპონები და კომუნალურ გადასახადებზე ვაუჩერები, ეს არის სისტემა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს და იმის მიხედვით მცირდება, მოსახლეობის რა ნაწილი გადადის სიღარიბიდან საშუალო ფენაში" – ასეთია გურამ ჩახვაძის პოზიცია.

 

უმრავლესობის წევრები კი აცხადენებენ, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე უფრო მეტის საშუალება არა აქვს და რის საშუალებაც აქვს, იმ რაოდენობის ვაუჩერებს არიგებს.

 

ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, სახელმწიფო გათვლით, ამ ღონისძიებისთვის დაახლეობით 20 მლნ ლარია საჭირო, ეს თანხა, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოფა.


ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების ინიციატივით მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გამოვიდა.

 

ვაუჩერების დარიგება ერთჯერადი ხასიათისაა და მხოლოდ თებერვალში მოხდება. 


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1016 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები