ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » უცნაური ძმების, ალბრეხტების მრავალმილიარდიანი ბიზნესი ღარიბებისათვის.
04:57
უცნაური ძმების, ალბრეხტების მრავალმილიარდიანი ბიზნესი ღარიბებისათვის.

გერმანელი მილიარდელი ძმების, კარლ და ტეო 

ალბრეხტების ბიზნესის წარმოების სტილი, მსოფლიოს 

ნებისმიერი ქვეყნის უბრალო ხალხის დიდ სიმპატიებს

 იწვევს. სწორად ამიტომაც, ის კიდევ იმდენ ხანს იქნება 

გაფურჩქვნის პროცესში, რამდენიც იარსებებენ ხელმოკლე, 

ან, უბრალოდ, ეკონომიური ადამიანები.

სუპერმარკეტების ქსელ "Aldi Sud”- ის მფლობელთა ქონება 23,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. უფროსი ძმა – კარლ ალბრეხტი მსოფლიო მილიარდელების სიაში მე-10 ადგილზეა. ქსელი არა მხოლოდ გერმანიაშია გავრცელებული, არამედ მთელს ევროპაში და ამერიკაშიც. შეერთებული შტატების 29 შტატში 1000 მაღაზია ფუნქციონირებს. ყველაფერი კი პატარა სასურსათო მაღაზიიდან დაიწყო, სადაც კარლი უმცროს ძმასთანან ერთად დედას პროდუქტების გაყიდვაში ეხმარებოდა.

უცნაურია, მაგრამ გერმანელ მილიარდელ ძმებზე გაზეთები ძალიან ცოტას წერენ, ისინი მაღალი საზოგადოების შეკრებებზეც არასდროს ჩნდებოდნენ და არც პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ. პრაქტიკულად, არასდროს ხვდებოდნენ ფინანსურ ანალიტიკოსებს და პრესას და ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდნენ. ჟურნალისტებს ალბრეხტების პირადი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ. ცნობილია, რომ მათი მამა მეშახტე იყო. მომავალი მილიარდელების დედა კი ენერგიული ქალბატონი აღმოჩნდა. გადაწყვიტა საკუთარი საქმე დაეწყო და ქალაქგარეთ პროდუქტების პატარა მაღაზია გახსნა. კარლი და ტეო მისი მემკვიდრეები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდნენ.

მომავალი უზარმაზარი კომპანიის ისტორია სწორედ გერმანიის პროვინციულ პატარა ქალაქ რურხში, 1948 წელს იწყება. მაშინ გერმანიის მოსახლეობას იაფი საქონელი ძალიან სჭირდებოდა. 1950 წელს ალბრეხტებს რეგიონში უკვე 13 მაღაზია ჰქონდათ გახსნილი. მოგვიანებით ქსელი სხვა რეგიონებშიც გაავრცელეს. კარლი და ტეო ბიზნესის ალღოთი დაჯილდოებულები აღმოჩნდნენ. ისინი თითქმის არ ხარჯავდნენ ფულს ძვირიან რეკლამაში. პროდუქტს უბრალოდ ფუთავდნენ, პირდაპირ იატაკზე. მათი დევიზი იყო და არის – "ჩვენი რეკლამა დაბალი ფასია."

ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. ძმები ყოველ წელს ახალ და ახალ მაღაზიებს ხსნიდნენ, რომელთა რიცხვმა 1969 წელს 300-ს მიაღწია. ამის შემდეგ გადაწყდა შეექმნათ სხვადასხვა მაღაზიების ქსელი, რომელიც იაფი პროდუქციის ნაირგვარი ასორტიმენტის გაყიდვაზე იქნებოდა ორიენტირებული. საქმე ისე სწრაფად აეწყო, რომ 60-იანი წლების დასაწყისში "ალდიმ" ნაციონალური ბაზრის 47 პროცენტი აითვისა და ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სხვა ქვეყნებში ბაზრების ძიება აიძულა.

პირველი ფილიალი ბელგიაში გაიხსნა და შემდგომ მთელ ევროპას მოედო. ხოლო 1976 წელს, "ალდი" ამერიკაშიც გამოჩნდა. კომპანიისადმი განსაკუთრებული ინტერესი ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ გამოთქვა. დღეს ამ ქვეყნებში, ქსელის გაფართოება განსაკუთრებით მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს.

1971 წლის ნოემბერში, ძმები პირველად მოექცნენ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. მაშინ ტეო ალბრეხტი გამოსასყიდის მიღების მიზნით პირდაპირ საკუთარი მაღაზიიდან გაიტაცეს რეკლინგჰაუზენში. 17 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ის 7 მილიონ მარკად გაათავისუფლეს.  

კომპანია "ალდი" ერთდროულად აღაფრთოვანებს, აკვირვებს და აინტრიგებს ადამიანს. გასაკვირია და პარადოქსულია, რომ ამხელა ქსელის თითოეულ მაღაზიაში მხოლოდ 3-დან 10-მდე პერსონალი მსახურობს, ძირითადად კი 4 ადამიანი: მენეჯერი, მენეჯერის ასისტენტი და ორი მოლარე. თანამშრომელთა სიცმირის კომპენსირებას კომპანია მკაცრი საკადრო დისციპლინით ახდენს. "ალდიში" მუშაობენ ყველაზე სწრაფი და მოხერხებული ადამიანები. გასაყიდი ასორტიმენტი კი 600-ზე მეტი დასახელებისაა და კომპანია შედის მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების ათეულში. "ალდი" ეკონომიურობის კლასიკური მაგალითია. უბრალოება და ეფექტურობა - აი ესაა ქსელის ვაჭრობის მთავარი პრინციპები.

სადაც არ უნდა მოხვდეთ "ალდის” მაღაზიაში, ამერიკასა თუ ავსტრალიაში, ყველგან ერთი სიტუაციაა: ერთი და იგივე ზომის ფართი, მყიდველისათვის მოსახერხებელი სიტუაცია, ინტერიერი უბრალოდ, მოწესრიგებულად და სუფთადაა მოწყობილი. მაღაზია ძველებურად არ ხარჯავს ფულს რეკლამაზე და არ არის დაკავებული ქველმოქმედებით. პროდუქტების შესახებ ინფორმაცია პატარა, უბრალო ფურცლებით ვრცელდება. მოხერხებულმა ძმებმა თავიანთი პატარა მაღაზიები მსხვილი, ნათელი სუპერმარკეტების გვერდით გახსნეს, რათა უფრო მეტმა მყიდველმა შეამჩნიოს, რომ მათთან ორჯერ ნაკლები ფასია.

"ალდი" არასდროს ტეხს ხმაურს ახალ ბაზარზე გამოჩენისას. პირიქით, რაც შეიძლება ჩუმად და უპრეტენზიოდ მოქმედებს. კონკურენტები აზრზეც ვერ მოდიან, ცხვირწინ ისე უმრავლდებათ ასობით ციცქნა, გერმანული მაღაზიები. კომპანია სულ ერთი ტიპის პროდუქციით ვაჭრობს. აქცენტს აკეთებს ყველაზე გაყიდვად პროდუქტებზე, როგორიცაა ფქვილი, სოდა, კონსერვები, მარილი და ასე შემდეგ. ეს მისი პროდუქციის მაღალ რეალიზაციის განაპირობებს. ამ მოთხოვნების ადამიანებს რეკლამის მოსმენაზე მეტად უფრო ის აინტერესებთ, რით გამოკვებონ ოჯახი. ამას, ეშმაკი ძმები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ.

მათი ყოფილი თანამოქალაქეები ძმებ ალბრეხტებზე ამბობენ: ისინი ყოველთვის გადაჭარბებულად შრომისმოყვარეები იყვნენ, მუშაობდნენ დილიდან ღამემდე, დანარჩენი კი არც აინტერესებდათ და ვერც ხედავდნენ. ძმებმა კარგად გათვალეს ერთი რამ: რა სჭირდება უბრალო და ღარიბ ადამიანს და მისცეს მათ ეს. დიდება და ფული კი თავად მოიპოვეს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1065 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები