ხუთშაბათი, 18.04.2024, 05:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » საციგაო ტრასა, რომელზეც ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, გაუმართავი იყო.
12:02
საციგაო ტრასა, რომელზეც ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, გაუმართავი იყო.

უისტლერის საციგაო ტრასა, რომელზეც დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, გაუმართავი იყო .

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთი კანადური ტელევიზიის CBC-ის ეთერში დღეს სიუჯეტი გავიდა, რომელშიც ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვისა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ არის მოთხრობილი.

ადგილორივ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო. ტელეკომპანია CBC-ის გადაცემაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო.

ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯონ ფურლოგი თამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები ავითარებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, თამაშების ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.

კანადური ტელევიზიის მასალების დეტალებით დაინტერესდა ქართული მხარეც. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე დიდ ინტერესს იჩენს აღნიშნული საკითხის მიმართ და ადასტურებს, რომ შენიშვნები ტრასის გაუმართაობასთან დაკავშირებით მართლაც ბევრი იყო ამ ტრაგედიამდე, თუმცა, არ მოხდა მათი გათვალისწინება, რამაც საბოლოოდ სპორტსმენის დაღუპვა გამოიწვია.
ქართველი მოციგავე, რომელიც 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას დაიღუპა. მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და რკინის ჯებირებს შეეჯახა.

12 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან ერთი წელი სრულდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 906 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები