ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ბრიტანული და ქართული სამეფო გვირგვინები.
12:35
ბრიტანული და ქართული სამეფო გვირგვინები.

დიდი ბრიტანეთი უმდიდრესი ქვეყანაა. მის ყოფილ იმპერიაში მზე არ ჩადიოდა, იმიტომ, რომ თითქმის ყველა კონტინენტზე ჰქონდა უზარმაზარი კოლონიები. ამ კოლონიებიდან უდიდესი სიმდიდრე მოედინებოდა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საუნჯე თითქმის არასდროს ყოფილა მეზობლების თუ ბოროტმოქმედებების მიერ გაძარცული. მცდელობები რა თქმა უნდა იყო.

 

ამიტომ, დიდი ბრიტანეთის მეფეების მიერ დაგროვებული ქონება, დღეს ტურისტების თვალს ახარებს და სპეციალისტების ყურადღებას იპყრობს. ის დღევანდელი ბრიტანელების სიღარიბის ფონზე არ არის შექმნილი.

 

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსიგნიებს შორის ითვლება წმინდა ედუარდის გვირგვინი. ის დაამზადეს მეფე ჩარლზ II-სათვის 1661 წელს.

 

წმინდა ედუარდის გვირგვინი გამოიყენება იშვიათად, ახალი მეფის კურთხევის დროს (ძალიან მძიმეა). მასში გამოყენებულია წმიდა ედუარდ აღმსარებლის გვირგვინის ოქრო. ინახაბა ვესთმისთერის სააბატოში, სადაც ტურისტებს შეუძლიათ იხილონ.

 

წმინდა ედუარდის გვირგვინი, როგორც ვთქვით, ოქროსია. მოჭედილია 444 ძვირფასი თვლით. წონა 2.155 გრამი.

 

ძალიან ძვირფასია საიმპერიო გვირგვინი, რომელიც დამზადდა დედოფალ ვიქტორიას კურთხევის დღისათვის.

 

საიმპერიო გვირგვინი შემკობილია 2868 ბრილიანტით, 277 მარგალიტით, 17 საფირონით, 11 ზურმუხტით და 5 ლალის თვლით. მასზე არის არაერთი ისტორიული ქვა. მათ შორის აღნიშნავენ «კულინანის” ბრილიანტს. ეს ბრილიანტი ახლა 317 კარატს იწონის.

 

კულინანის ალმასი XX საუკუნის დასაწყისში უპოვნიათ აფრიკაში. მისი წონა იყო 3106 კარატი. 1905 წელს აჩუქეს მეფე ედუარდ VII-ს დაბადების დღეზე. ალმასი დაუჭრიათ ცხრა ნაწილად. ამ 9 ნაწილს შორის უდიდესი, "აფრიკის პირველი ვარსკვლავი", 530 კარატია. მეორე ნაწილი, როგორც ვთვით, საიმპერიო გვირგვინშია ჩასმული.

 

ამავე საიმპერიო გვირგვინზეა 104 კარატიანი საფირონი, რომელსაც "სტიუარტების საფირონს" უწოდებენ. ის 1214 წელს უნდა იყოს დამზადებული.

 

ამავე გვირგვინზეა "შავი პრინცის ლალის" თვალი. ის ისტორიაში მოიხსენიება 1367 წლიდან. სინამდვილეში უფრო ძველი უნდა იყოს. გვირგვინის 4 დიდი მარგალიტიდან ერთი ელისაბედ I-ის საყურე იყო. გვირგვინის თავზე ჯვარში ჩასმული საფირონი ედუარდ აღმსარებლის დროინდელია (მეფობდა 1042-1066 წლებში).

 

როდესაც შოტლანდიის პარლამენტი გაიხსნა, დედოფალ ელისაბედ II-ს ეს გვირგვინი გვერდით ედო, თუმცა არ დაუხურავს. შესაძლოა საიმპერიო გვირგვინი არ დაირქვა თავზე შოტლანდიელთა პატივსაცემად. 

 

დედა დედოფლის გვირგვინი დამზადებულია 1937-იან წელს. გეორგ VI-ს მეფედ კურთხევისათვის. გეორგ VI დღევანდელი მონარქის, ელისაბედ II-ის მამა გახლდათ.

 

დედა დედოფლის გვირგვინში ცნობილი კოჰინორის ბრილიანტია ჩასმული. ბრილიანტის წონაა 107 კარატი. გადმოცემით ის 3000 წლისაა.

 

არსებობს ე. წ. ინდოეთის გვირგვინი. ის დაამზადეს 1911 წელს გეორგ V-ისათვის. სიმბოლურად აღნიშნავს ინდოეთის იმპერატორის გვირგვინს. ინდოეთის გვირგვინზე 6 000 ძვირფასი ქვაა. ეს ძვირფასი ქვები ინდოეთშია მოპოვებული. აღნიშნული გვირგვინი ფაქტიურად არც გამოიყენება მას მერე.

 

აღსანიშნავია დედოფალ ვიქტორიას პატარა გვირგვინი, დამზადებული 1870 წელს. გვირგვინი ოქროსა და ვერცხლის ნარევებისგან არის დამზადებული. მისი წონაა 113 გრამი და მასზე დაბნეულია 1300 ბრილიანტი.

 

არსებობს გეორგ IV გვირგვინი, რომელზეც 1333 ბრილიანტია. სულ 325 კარატია ამ ბრილიანტების წონა.

 

დღევანდელი დედოფალი ამ გვირგვინს პარლამენტის საზეიმო გახსნის დროს იდგამს.

 

საქართველოს ძლიერების ჟამს სამეფო გვირგვინებიც განსაკუთრებული ჰქონდადავით აღმაშენებელი ატარებდაიმპერატორის გვირგვინსეს ჩანს ცნობილი გელათისა და სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრისფრესკებიდან.

 

არსებობდა სხვა გვირგვინებიცქართული სამეფო გვირგვინებიგაერთიანებული ხანისათუ მერედაქუცმაცებულობის დროსდაიკარგა.

 

გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის მეფეების დამტკიცებისას, რუსეთის იმპერატორებს უნდა გამოეგზავნათ მათთვის სამეფო ინსიგნიები და მეფედ დამტკიცების სიგელი, ერეკლე II-ისათვის იმპერატრიცა ეკატრეინე II-მ ლუი-დავიდ დუვალიეს დაამზადებინა სამეფო გვირგვინი, კვერთხი და ხმალი. რომლებიც აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას გაიტაცეს.

 

ერეკლე მეორის გასვენებისათვის იმ გვირგვინისა და კვერთხის მსგავსი ხის გვირგვინი და კვერთხი დაამზადეს და ასე იყო წარმოდგენილი. პატარა კახი ძალიან ხელმომჭირნე იყო სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც.

 

მეფე გიორგი XII-ს სამეფო ინსიგნიებისათვის იმპერატორმა პავლე I-მა 3272 გრამი ოქრო გამოაყოფინა. დამამზადებლებს, პიერ ეტიენ ტერემენს და ნათანელ გოტლობ ლიხტს გადაუხადეს 2175 მანეთი. ასე შეიქმნა ივერიულად (ქართულად) წოდებული სამეფო გვირგვინი, რომელიც ქართული ტრადიციების გათვალისწინებით და ევროპული კანონებით იყო დამზადებული.

 

ივერიული გვირგვინი გამოსახულია დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს გერბზე, თუმცა გამოსახულებაზე ძვირფასი თვლების ფერი ჩამქვრალია, იმიტომ, რომ საქართველო რესპუბლიკაა.

 

1801 წელს ეს გვირგვინი წაიღეს პეტერბურგში და ის გახდა იმპერატორის, როგორც "საქართველოს მეფის" საკუთრება.

 

გიორგი XII-სთვის დამზადებულ ინსიგნიებს ამშვენებდა 1318 ბრილიანტი და 248 ლალი. მათ შორის, კვერთხს 182 ბრილიანტი და 58 ლალი, გვირგვინს 82 ბრილიანტი და 43 ლალი, ხმალს 1054 ბრილიანტი და 248 ლალი.

 

ინსიგნიებზე დატანილი III ხარისხის 11 ბრილიანტიდან თითო იწონიდა 0.5 კარატს, ყოველი II ხარისხის 302 ბრილიანტის წონა იყო 0.15 კარატი, I ხარისხის ბრილიანტებიდან თითოს წონა იყო 0.05 კარატი. წითელი იაგუნდები სამი ხარისხის იყო, 1 ხარისხის 0.2 კარატი, II ხარისხის 0.8, III ხარისხისა კი 1.75 კარატი.

 

დანარჩენი თვლები მხოლოდ გვირგვინზე იყო, 3 და 6 კარატიანი ზურმუხტები III ხარისხისა, 4 ცალი 10 კარატიანი, თუმცა IV ხარისხისა. გვირგვინზე იყო 7 შვიდკარატიანი ლალი. გვირგვინს ამშვენებდა ორი გიგანტური ძოწი 18.5 კარატის წონისა. ასევე იყო ამეთვისტოს II და III ხარისხის თვლები და 64 ალმასი 0.9 კარატისა.

 

ეს ბრიტანულ და რუსეთის იმპერიის გვირგვინებს ჩამოუვარდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კარგი იყო.

 

ივერიული გვირგვინი და სხვა ძვირფასეულობა ინახებოდა მოსკოვში. ქართველი საზოგადოების მოთხოვნით, 1923 წელს, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოს დევნილმა მთავრობამ ტყუილად წაიღო საგანძური ქვეყნიდან, რუსებმა გადმოგვცეს ქართული საგანძური, მათ შორის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები, დროშა და სხვა.

 

1930 წლამდე გიორგი XII-ის გვირგვინი ინახებოდა დღევანდელ სახელმწიფო მუზეუმში. შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა მისი "რეალიზება"... ფოტო სურათები შემორჩენილია.

ჩვენი ინფორმაციით, სპეციალურად ანა და დავით ბაგრატიონების ქორწინებისათვის დამზადდა ოქროს საქორწინო გვირგვინები, რომელთა ხილვა ყველას შეუძლია მათი ქორწინების ამსახველ ფოტოსურათებზე.

 

დღეისათვის, ჩვენი ინფორმაციით, უკვე კარგა ხანია დამზადებულია სამეფო გვირგვინი (თითქოს მეფე, ან თუნდაც სამეფო პიროვნება გვყავდეს).

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის სხვადასხვა მცირე ხატებიდან უნდა იყოს აწყობილი.

დასჭირდება თუ არა საქართველოს სამეფო გვირგვინი, ეს ხალხის გადასაწყვეტი უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ. 

 

ფაქტია, რომ სამეფო პიროვნება არ გვყავს. ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II სპეციალურად სამეფოდაა გაზრდილი, ჩვენთან კი ეს ტრადიცია არც ერთ ოჯახში არ ყოფილა ორ საუკუნეზე მეტია.

 

ელისაბედ II ერუდირებული, ინტელექტუალური, მორალური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფოსათვის მოღვაწე პიროვნებაა...

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1031 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები