პარასკევი, 19.04.2024, 18:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან.
12:37
საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან.

საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან

 

„სად არის ამ თვითმფრინავში შხაპი?"

 

ბრიტანული ავიაკომპანია „ვირჯინ ატლანტიკის"  სტიუარდესებმა გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი კლიენტების ახირებები, უცნაური შეკითხვები და თხოვნები გაიხსენეს.

 

გამოკითხვაში მონაწილეობაზე სამი ათასზე მეტი ბორტგამცილებელი დათანხმდა. როგორც გაირკვა, თვითმფრინავის მგზავრთა ყველაზე ხშირი თხოვნა ორი სახისაა: „უკაცრავად, ფანჯარას ვერ გააღებთ?" და „თუ შეგიძლიათ, მიჩვენეთ, სად არის საშხაპე?"

 

არის უნიკალური შემთხვევებიც. მაგალითად, ერთერთმა მგზავრმა სტიუარდესას სთხოვა, შესულიყო პილოტთან და მისთვის თვითმფრინავის ძრავების ხმაურის შემცირება ეთხოვა, რადგან „ისინი ძალიან ხმამაღლა გუგუნებენ". სხვა შემთხვევაში სტიუარდესას პილოტთან დააბარეს თხოვნა, რომ  „შეეწყვიტა ტურბულენტურობა".

 

ერთხელ ამ ავიაკომპანიის სტიუარდესებს სთხოვეს, ჩაი მოეტანათ და „გაეკეთებინათ მასაჟი თოჯინა „ბარბისთვის",  ხოლო მეორე შემთხვევაში დაინტერესდნენ, თვითმფრინავის რომელ ნაწილში მდებარეობდა „მაკდონალდსი".

 

ერთერთმა მგზავრმა სტიუარდესას სთხოვა, ბავშვები „საბავშვო განყოფილებაში" გადაეყვანა, მეორემ კი სტიუარდესას თავისი შუშის თვალის მოძებნაში დახმარება სთხოვა, რომელიც სალონში დაკარგა.

 

 ნუ იფიქრებთ, რომ ყველა უცნაურ თხოვნას სტიუარდესები ხუმრობად აღიქვამენ. მათ იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ასეთ უცნაურ თხოვნებზე ხმამაღლა გაიცინონ. ერთხელ ქალმა, რომელიც ბიზნეს-კლასით მგზავრობდა, სტიუარდესა გამოიძახა და მას ვარცხნილობის გასწორება მოსთხოვა. სტიუარდესამაც საჭირო ხელსაწყოები კოლეგებს გამოართვა და კლიენტის ვარცხნილობის გასწორებას მისივე მეთვალყურეობის ქვეშ შეუდგა.

 

ძალიან ხშირად, მგზავრები თვითმფრინავში იმაზე მეტ კომფორტს ითხოვენ, ვიდრე ამის შესაძლებლობას ყველაზე რეიტინგული ავიაკომპანია იძლევა. „ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ კლიენტების მოთხოვნებს ჩიხში შევუყვანივართ", - ამბობს ავიაკომპანია „ვირჯინ ატლანტიკის" კლიენტთა მომსახურების განყოფილების წარმომადგენელი.

 

შვიდი წლის „სამხედრო მფრინავი"

 

შვიდი წლის ლონდონელმა ბიჭუნამ eBay-ს ონლაინ-აუქციონზე კინაღამ ბრიტანული რეაქტიული გამანადგურებელი, Harrier შეიძინა.  ტელეარხ „ფოქსის" ცნობით, ბავშვი კომპიტერში შემთხვევით გადააწყდა განცხადებას გამანადგურებლის გასაყიდად გამოტანის შესახებ(მისი ფასი 69 999 ფუნტი სტერლინგი, ანუ 113 ათასი დოლარი იყო), გამანადგურებლის ფოტომ მოხიბლა და ბრძანება „ყიდვა" გააქტიურა.

მალე ბავშვის მოქმედების შესახებ მამამისმა შეიტყო. იგი სასწრაფოდ დაუკავშირდა აუქციონის მესვეურებს, აუხსნა, რომ მისი 7 წლის ბიჭუნა გამანადგურებლის ყიდვას ვერ შეძლებდა და ოპერაციის გაუქმება მოითხოვა.

 

„ფოქსის" ჟურნალისტი ორგანიზაცია Jet Art Aviation-ს დაუკავშირდა, რომელიც თანამედროვე თვითმფრინავებსა და მათ სთადარიგო ნაწილებს ონლაინ-აუქციონების დახმარებით ჰყიდის, სადაც დაადასტურეს, რომ მსგავსი შემთხვევა ნამდვილად მოხდა და ბავშვის მამაც ნამდვილად დაუკავშირდათ.

 

5 თებერვლის მონაცემებით, ავიაგამანადგურებლის გაყიდვის შესახებ განცხადება  ონლაინ-აუქციონიდან მოხსნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ან უკვე გაიყიდა, ან კიდევ, ამ კომიკური შემთხვევის შემდეგ, მისი ამ ფორმით გაყიდვა გადაიფიქრეს.

 

Harrier ტიპის ავიაგამანადგურებლები ინგლისში 60-იან წლებში შეიმუშავეს. ამ გამანადგურებლების მთავარ ღირსებად ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების უნარი უნდა ჩაითვალოს.

 

საფოსტო ყუთით... ლეკვი

 

მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში მცხოვრები სტეისი ჩემპიონი სასწრაფო საფოსტო გზავნილით ლეკვის გაგზავნას ცდილობდა. როგორც ადგილობრივი ტელეარხი იტყობინება, 3 თებერვალს ლეკვი ქალმა ყუთში  საჭმლისა და  წყლის გარეშე ჩასვა და ფოსტის თანამშრომლებს დაუმალა, რომ გზავნილის ყუთში ცოცხალი არსება იმყოფებოდა.

 

თვითონ ჩემპიონმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ სხვა ქალაქში მცხოვრები ნათესავებისთვის სიურპრიზის მოწყობას გეგმავდა და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენება სურდა, ამიტომაც არ გაამხილა, რომ ყუთში ლეკვი იყო ჩასმული.

 

ლეკვი შემთხვევით აღმოაჩინეს ფოსტის თანამშრომლებმა. როცა ყუთს ფუთავდნენ, ლეკვმა ფაფხური დაიწყო და ყუთი შესაფუთი მაგიდიდან იატაკზე დავარდა.

 

განყოფილებაში სასწრაფოდ მივიდნენ შინაურ ცხოველთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ლეკვი გადაიბარეს. სწორედ მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ლეკვი მანამ, სანამ მის წასაყვანად სტეისი ჩემპიონი მივა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა დამცველებმა სტეისი ჩემპიონი არაშესაფერის პატრონად მიიჩნიეს, არათუ ძაღლს არ დაუბრუნებენ, არამედ შესაძლოა, ორგანიზაციამ სასამართლოშიც კი უჩივლოს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

 

ჯეფერსონელი ათმეტრიანი თოვლის ბაბუა

 

მართალია, საახალწოლო განწყობილება უკვე მინავლებულია და ნაძვის ხეებიც დიდი ხანია, დაშალეს, მაგრამ ჯეფერსონის ოლქში შარშან, შობის დღესასწაულებზე დაწყებული გიგანტური თოვლის ბაბუას დადგმა მხოლოდ ამ რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

 

როგორც „ასოშიეტედ პრესი" იუწყება, საკუთარ სახლთან ახლოს გიგანტური თოვლის ბაბუა ბერნ სკოვილმა დადგა. მას ოჯახის წევრები და მეგობრები ეხმარებოდნენ, რომლებიც თოვლს როგორც ხელით, ასევე სპეციალური ტექნიკით აგროვებდნენ.

 

საბოლოოდ, გიგანტური თოვლის ბაბუა დიდი მრგვალი „ღილებით" დაამშვენეს, რომლებიც მანქანების საბურავებიდან გამოჭრეს, თოვლის ბაბუას ქუდად კი ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელოვნური, გასაბერი აუზი გამოიყენეს.

 

სკოვილის თქმით, მისი ნამუშევარი განსაკუთრებული აღტაცება ბავშვებში გამოიწვია, რომლებიც სხვადასხვა უბნიდან ყოველდღე იკრიბებიან გიგანტურ თოვლის ბაბუასთან სათამაშოდ და სურათების გადასაღებად.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 992 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები