ოთხშაბათი, 24.04.2024, 13:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » პიპინია ერისთავის და რუსეთის კავალერიის მიერ, პორტარტურიდან, საკუთარი ცხენებისთვის გამოსწრების თარიღი.
12:49
პიპინია ერისთავის და რუსეთის კავალერიის მიერ, პორტარტურიდან, საკუთარი ცხენებისთვის გამოსწრების თარიღი.

ყველას ახსოვს შესანიშნავ ქართულ ფილმში – "გამოფენა", გაბრაზებული შვილი, მოქანდაკე აგული რომ ეუხეშება მამას, რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილ პოლკოვნიკს, პიპინია ერისთავს და ძალიან საწყენ სიტყვებს ეტყვის: 

– "ვიცი ვინც ხარ?! შენ ის პიპინია არ ხარ, პორტარტურიდან შენ ცხენს რომ გამოასწარიო?"
რა თქმა უნდა, შვილმა მამას ასეთი რამ არ უნდა ჰკადროს.

თუმცა, ფილმის ავტორების ჩანაფიქრი იქნებ სპეციალურად ამგვარი იყო – უნდოდათ ეჩვენებინათ როგორ გამოასწრეს ცხენებს მეფის რუსეთის რჩეულმა მეომრებმა. როგორი მარცხი იწვნია ვეშაპივით გაწოლილმა რომანოვების იმპერიამ პაწაწინა იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

იქნებ იმის თქმაც უნდოდათ, რომ მაშინდელი რუსული არმია დიდად ჩამოუვარდობოდა საბჭოთა წითელ არმიას. იქნებ, უბრალოდ ქუთაისური იუმორის გამოვლინება იყო მხოლოდ ფილმის ეს მიზან-სცენა. ან...

ძნელი სათქმელია, თუმცა რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკის მიერ გამოჩენილი დიდი "სტრატეგოსობა", რომ რამდენიმე დღის შრომისა და წვალების წყალობით ძლივს გამოასწორეს საბჭოური არმიის ზურგის მესვეურებმა და უბრალო მოქალაქეებმა, ფაქტია.

ხომ გახსოვთ, ფეხის "წვერით" გადაწყვეტილი პრობლემა, რომელმაც ისე ჩახერგა ხეობა, რომ მტერი კი არა, მოყვარეც ვერ გაივლიდა.

თუმცა, ფილმის ორივე გმირი, როგორც შეეძლოთ ისე ემსახურებოდნენ თავის საქმეს.

მთავარი კი ისაა, როგორც ზემოთ ვთქვით, რომ იაპონელებმა, მართლაც, კუდით ქვა ასროლინეს რუსულ არმიას რუსეთ-იაპონიის ომში.

ეს კი დაიწყო ზუსტად 105 წლის წინ, 8 თებერვალს. ამ დღეს იაპონიის ფლოტმა მოულოდნელად შეუტია პორტ-არტურში მდგარ რუსულ ესკადრას. განადგურდა არაერთი რუსული გემი, ცეცხლი გაუხსნეს ციხესიმაგრეს და მთლიანად იქ მდგომ ნაწილებს.

რუსებს რომ ჰკითხო, რუსული არმია ვერ მიიღებდა დახმარებას, რადგან ოფიციალურად ომი იაპონიამ 10 თებერვალს გამოაცხადაო, ამიტომ იწვნია მარცხიო (?).

რუსებმა წააგეს ყველა ბრძოლაში, ყველა მონაკვეთზე. მალე სახმელეთო ნაწილები დამარცხდნენ მუდენთან, მერე 27 მაისს ფლოტმა კატასტროფა განიცადა ცუსიმის ბრძოლაში. ამ ბრძოლამ დაამტკიცა, რომ იაპონიას, "ომის ადრე გამოცხადების შემთხვევაშიც", გამარჯვების შანსი უფრო დიდი ჰქონდა.

იაპონიის მობილური არმია ყველაფერში სჯობნიდა მოუქნელ, ხის ფეხებზე მდგომ გოლიათს. აქვე დამტკიცდა, რომ რუსეთის იმპერიას არ შეძლო სერიოზული ომის წარმოება.

იაპონიის ეს ნაბიჯი, შეიძლება ვინმემ ვერაგობად ჩათვალოს, მათ მერეც, მეორე მსოფლიო ომის დროსაც, გაიმეორეს მსგავსი "მარგალიტის უბეში",  როდესაც ამერიკული ფლოტი თითქმის გაანადგურეს,და ამით საბედისწერო ნაბიჯი გადადგეს. ნამდვილი, "რკინის ფეხებზე" მდგარი გოლიათი გააღვიძეს.

ასეთი ვერაგობა აზიურ, და არა მარტო აზიურ, მილიტარისტულ სახელმწიფოებს ახასიათებთ. თუმცა, მარტო ასეთი ქმედებები არ არის ვერაგობა.

ვერაგობაა თავისუფლების მოყვარე ერების განადგურება, რომელსაც ახორციელებდა რუსეთის იმპერია დაარსების დღიდან. ვერაგობაა, როცა ათასჯერ ძლიერი ხარ და გემოციდს უწყობ მცირერიცხოვან ხალხებს.

მალე იაპონელების წარმატებები ცოტათი შეფერხდა. პატარა ქვეყანას გაუჭირდა ეკონომიკურად დიდი მასშტაბის ომის წარმოება. ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გართულდა. გაიზარდა ფასები პროდუქტებზე.

მუშები ვერ აუდიოდნენ არმიისათვის საჭირო შეიარაღების დამზადებას.

იაპონიის მთავრობამ 31 მაისს ამერიკის პრეზიდენტს სთხოვა შუამდგომლობა რუსეთ-იაპონიის ომში.

ამერიკელებმა ისარგებლეს შემთხვევით და დათანხმდნენ. საბოლოო ჯამში 1905 წელს დაიდო პორტსმუდის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იაპონიამ მიიღო უფლება თავისი გავლენა გაევრცელებინა კორეაში. მიიღო ლიაოდუნგის ნახევარკუნძული და უფლება აღმოსავლეთის რკინიგზით სარგებლობისა.

იაპონიის პოლიტიკოსთა (მათ შორის მთავრობის წევრთა) და საზოგადოების ნაწილს არ სურდა ზავი და ითხოვდა ომის გაგრძელებას. ამის გამო დემონსტრაციებიც კი ეწყობოდა, რომელიც საშიშ ანტისამთავრობო ფორმას იღებდა. იაპონიის მთავრობას მოუწია ძალის გამოყენებით დაეშალა საპროტესტო დემონსტრაცია.

1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებისას, სად იყო პოლკოვნიკი პიპინია ერისთავი, სად იყო მისი ცხენი ან პოლკი, რომელსაც ის მეთაურობდა, ძნელი დასადგენია, მაგრამ, დამარცხებულთა მხარეს რომ იყვნენ, ფაქტია.

პიპინია ერისთავის გარდა ამ მოვლენების ცენტრში სხვა ქართველებიც იყვნენ. ისინი იაპონიას ეხმარებოდნენ, რათა გაეთავისუფლებინათ სამშობლო რუსეთის იმპერიის ბატონობისგან. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა და სხვა დროს ვისაუბროთ.

საწყენია მხოლოდ, ცოტა სერიოზული მოწინააღმდეგე რომ ჰყოლოდა რუსეთის იმპერიას მაშინ...


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1022 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები