ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » თბილისში ეკლესიების ძარცვა გახშირდა.
13:09
თბილისში ეკლესიების ძარცვა გახშირდა.

ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ–ერთია და სხვაგვარად მას უფლის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სწორედ ამ დღეს აღინიშნება მდინარე იორდანეში მაცხოვრის ნათლობა იოანე ნათლისმცემლის მიერ.

საეკლესიო დღესასწაულის დადგომის წინ, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად გეგმავს მისთვის მნიშვნელოვანი დღის შეხვედრას: ზოგი ეკლესიაში წასვლაზე, სანთლის ანთებაზე და ლოცვის აღვლენაზე ფიქრობს, ზოგი – ამ დღის ოჯახთან ან ახლობლებთან ერთად გატარებაზე, ზოგი კი ამ თარიღს რაიმე ქველმოქმედებას ამთხვევს.

 არიან ისეთებიც, რომლებიც გარეგნულად ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც მორწმუნეები: ეკლესიაში მიდიან. მაგრამ მათ საქციელს არა რწმენა, არამედ სიხარბე და, გარკვეულწილად, მკრეხელობაც განაპირობებს. ძნელია, სხვაგვარად შეაფასო იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც დღესასწაულის ღამეს ეკლესიას ძარცვავენ.

ამ სტატიის დაწერა ნათლისღების ღამეს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კინოთეატრ „საქართველოს" გვერდით მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა განაპირობა: ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ეკლესიაში საკურთხევლის მხრიდან, სარკმელიდან შეაღწია, შესაწირი ყუთი დაამტვრია და იქ თავმოყრილი თანხა წაიღო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კიდევ რა გააყოლა ხელს მძარცველმა. სრული სურათი სადღესასწაულო წირვის შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ტაძრის წინამძღვარი სხვა პირებთან ერთად მცირე ინვენტარიზაციას ჩაატარებს. შესაძლოა, ეკლესიიდან მცირე ზომის ძვირფასი ხატებიც იყოს წაღებული.

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ეზოში დილიდან მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები და იმის დადგენას ცდილობენ, მძარცველი მარტო მოქმედებდა თუ  თანამზრახველებთან ერთად. ეკლესია კინოთეატრის გვერდით, გორაკზეა აშენებული და გზიდან მხოლოდ მისი წინა ნაწილი ჩანს. საკურთხევლის მხარე შედარებით უკაცრიელი და ძნელად შესამჩნევია.

კრიმინალისტებს, უშუალოდ ტაძრის შიგნით, კვალისა და ანაბეჭდების მოძიების საშუალება ჯერჯერობით არ აქვთ, რადგან წინამძღვარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძარცვის მიუხედავად, სადღესასწაულო წირვა მაინც აღევლინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მრევლი ტაძარში შევიდა. კრიმინალისტები ტაძარში მხოლოდ წირვის დასრულების შემდეგ შევლენ და შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ, თუმცა, კვალი და ანაბეჭდები, ალბათ, იმ დროისთვის უკვე წაშლილი იქნება.

ამის მიუხედავად, მრევლი იმედოვნებს, რომ პოლიცია მძარცველის ვინაობის დადგენას და მის დაკავებას შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რა თანხა იყო თავმოყრილი შესაწირ ყუთში, რადგან მას  სასულიერო პირები თვეში ერთხელ ხსნიან. თუმცა, სტიქაროსნები ამბობენ, რომ როგორც წესი, ამ ხნის მანძილზე თითო ყუთში დაახლოებით 15–20 ლარი გროვდება. ეკლესიაში შესაწირი ყუთი სულ სამი იყო.

სხვათაშორის, ეს თბილისში ეკლესიის ძარცვის ან ძარცვის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო დროს მსგავსი ფაქტები გახშირდა. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, ბოლო ერთი წლის მანძილზე მსგავსი ფაქტი ექვსჯერ მოხდა.

დაახლოებით ორი  თვის წინ, თბილისში, მუხიანის დასახლებაში მდებარე, წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია გაძარცვეს. მძარცველები მაშინაც ღამის საათებში შევიდნენ ტაძარში და რამდენიმე ძვირფას, მცირე ზომის ხატთან ერთად შესაწირი ყუთიც წაიღეს.

ნოემბერში კი, ვორონცოვის მოედანთან, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მრევლს, სანაპიროს მხარეს მდებარე ეკლესიის ხის კარები ბლაგვი საგნით ნაწვალები დახვდა. როგორც ჩანს, მძარცველი სწორედ ამ კარის გატეხვით ცდილობდა ეკლესიაში შეღწევას. სავარაუდოდ, მან კარგად იცოდა, რომ სწორედ ეკლესიის ამ ფლიგელში იყო განთავსებული რამდენიმე ძვირფასი ხატი, რომელთა წაღება, მათი მცირე ზომის გამო, მძარცველისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ ეკლესიის წინამძღვარმა, მამა მაქსიმემ გადაწყვეტილება მიიღო, ეკლესიისთვის დაცვა დაექირავებინა. ღამღამობით მორიგეობის სურვილი მრევლმაც გამოთქვა.

უკეთესი მდგომარეობა არც რეგიონებშია. გასულ წელს ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ეკლესია ასევე ღამით გაქურდეს. ეკლესიიდან არც მეტი, არც ნაკლები – ოლარი, საცეცხლური, რამდენიმე ხატი და შესაწირი ყუთი წაიღეს. მძარცველები მესამე დღეს დააკავეს. 


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 955 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები