პარასკევი, 29.03.2024, 14:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რომაული ლიტერატურა.
13:35
რომაული ლიტერატურა.

რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უზველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.

რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპიქას თავისი დამახასიათებელი ნისნები აქვს.

მხატვრული ლიტერატურა რომში წარმოიშვა შედარებით გვიან. რომი უკვე ჩამოყალიბებული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელიც აკონტროლებდა თითქმის მთელ იტალიას, ხოლო ლიტერატურა კი როგორც ასეთი ჯერ ჩანასახოვან სტადიაზე იყო. ფართოდ გავრცელებული იყო ფოლკლორი, მითები და ლეგენდები, ასევე რიტუალური გიმნები, მაგრამ ლიტერატურა თანამედროვე გაგებით არ არსებობდა.

ლიტერატურის განვითარების ასეთ სურათზე ალბათ იმან იმოქმედა რომ ბერძნულ გავლენამდე რომაელები განიცდიდნენ ეტრუსკული კულტურის გავლენას, ხოლო ამ უკანასკნელებს უმეტესად რელიგიური დანისნულების მწერლობა ჰქონდათ და არა მხატვრული ლიტერატურა. შესაბამისად რომშიც მწერლობა რელიგიას ემსახურებოდა.

რომაული პოეზიის უძველესი ძეგლებიც სწორად რელიგიური გიმნებია. ტიტუს ლივიუსისგან ვიცით თუ რა სახით შემოვიდა ეტრუსკებისგან რელიგიური გიმნების სიმღერის ტრადიცია. ეს ძვ. წ. 364 წელს მოხდა, ეპიდემიის დროს ღმერთების გულის მოსაგებად რომაელებმა ეტრუსკი მომღერლები მოიწვიეს გიმნების შესასრულებლად.

რომაული ფოლკლორი როგორც ავღნისნეთ ძალიან მდიდარია. რომაელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ ქალაქის ისტორიას სავარაუდო დაარსების თარიღიდან ძვ. წ. 753წლიდან საკმაოდ ზუსტად და დაწვრილებით, თუმცა ისინიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ამ დაარსების სესახებ არსებულ გადმოცემებს. ლივიუსი გვამცნობს რომ ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს გა გადაწვეს, ამიტომ მანამდე მომხდარი მოვლენები არა დოკუმენტურად არამედ გადმოცემების სახით უფრო შემორჩა.

პირველ რომაელ მწერალად მიიჩნევენ აპიუს კლავდიუს ბრმას, რომელიც ძვ. წ. IV - III საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან შექმნა სენტენციების კრებული, რომელმაც ძალიან მწირად მოაღწია ჩვენამდე, ჩაატარა ორთოგრაფიის რეფორმა, დაწერა იურიდიული ტრაქტატები და ერთი სამხედრო პოლიტიკური სიტყვა პიროსისწინააღმდეგ.

დიდი საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო რომაული კულტურის ელინიზაცია. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეტრურიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური და კულტურული მნისვნელობა, მათი გავლენა კი ბერძნულმა გავლენამ ჩაანაცვლა. თუ მანამდე განათლებულმა რომაელებმა მსობლიური ლათინურის გარდა იცოდნენეტრუსკული ენა ახლა უკვე ბერძნულს სწავლობდნენ. ამან გამოიწვია რომაელების მიერ ბერძნული ლიტერატურის გაცნობა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო.

რომში ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ლივიუს ანდრონიკუსმა, რომელიც ტყვედ იყო ჩამოყვანილი რომში. იგი ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. მან პირველად თარგმნა ჰომეროსის პოემა ოდისეა ლათინურად. ამის გარდა იგი თეატრისთვის წერდა და თარგმნიდა პიესებს. მიუხედავად იმისა რომ მის ლათინურს საკმაოდ ცუდად აფასებდნენ, მან მოახდინა რომის კულტურაში ნამდვილი რევოლუცია.

პირველი რომაელი პოეტი გახდა გნეუს ნევიუსი. იგი მოღვაწერობდა პირველი პუნიკური ომის შემდეგ. ნევიუსმა გაამდიდრა პოეზია და კომედია რომაული სიუჟეტებით. კომედიებში იგი ღიად დასცინოდა რომის სახელმწიფო მოღვაწეებს, რისთვისაც მოგვიანებით სასტიკად დაისაჯა. მან დაწერა პოემა "პირველი პუნიკური ომის შესახებ" რომელიც ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო.

პოეზიისგან და დრამისგან განსხვავებით პროზა რომში უფრო მოგვიანებით განვითარდა. რომაული პროზის პირველი ცნობილი წარმომადგენელია მარკუს პორციუს კატონი (უფროსი). იგი ძირითადად ისტორიასა და ორატორობაზე წერდა, რაც მოგვიანებით რომაული მხატვრული პროზის ძირითადი ჟანრები გახდა. კატონი ბერძნული გავლების დიდი მოწინააღმდეგე იყო და ცდილობდა თავისი პროზით დაემტკიცებინა რომ ბერძნული გავლენის გარეშეც შეუძლიათ რომაელებს საკუთარი ლიტერატურის შექმნა.

ისტორიოგრაფია რომაელთათვის არ იყო ახალი, მაგრამ კატონამდე რომაელი ისტოტრიკოსები (უმცროსი ანალისტები) წერდნენ ბერძნულად, რადგან რომის ისტორია წარმოადგენდა რომის სიდიადის პროპაგანდის საშუალებას ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ამიტომ განკუთვნილი იყო არა რომაელებისთვის არამედ უმეტესად ბერძნებისთვის.

ციცერონისთვის ცნობილი იყო კატონის 150 სიტყვა. მის ნაწარმოებებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "საწყისები" (Origines), რომისა და იტალიის ისტორიის შესახებ. ჩვენამდე სრულად კატონის ვერცერთმა ნაწარმოებმა ვერ მოაღწია.

მოცემული პერიოდის ყველაზე გამოჩენილი რომაელი კომედიოგრაფი იყო ტიტუს მაკციუს პლავტუსი. მას 130 კომედიას მიაწერდნენ, მაგრამ ძვ. წ. I საუკუნეში რომაელმა მეცნიერმა ვარონმა მხოლოდ 21 კომედია მიიჩნია ნამდვილად პლავტუსის ავტორობით. ამ კომედიებმა დღემდე მოაღწია. მათ შორის ყველაზე პოპულარულებია "განძი", "კურკულიონი", "ტყუპები", "ტრაბახა მეომარი", "მატყუარა მონა", "ტყვეები" და "ამფიტრიონი".

გაიუს იულიუს კეისარი რომაული ლიტერატურის სრულიად განსხვავებულ სტილს გვთავაზობს. მისი ორატორობა სრულიად განსხვავდება ციცერონისეულ გამდიდრებული აზიური სტილისგან. იგი იყო მშრალი ლაკონური ახალატიური სტილის წარმომადგენელი, თუმცა სიმშრალე მის ლიტერატურას სულაც არ ავნებს. კეისარის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია "გალური ომების შესახებ ჩანაწერებმა" და "სამოქალაქო ომის შესახებ ჩანაწერებმა". ამ ნაწარმოებების ენა ლაკონური და მკაფიოა.

ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ორატორები გორტენზიუსიმარკუს ბრუტუსი, მაგრამ მათმა შემოქმედებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.

პროზის ერთერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო მარკუს ტერენციუს ვარონი, რომელიც წერდა ფილოსოფიაზე, ფილოლოგიაზე, სიძველეებზე, ორატორობის თეორიაზე, სამართალზე, ნავიგაციაზე, სასოფლო მეურნეობაზე და ა.შ. კატონის შემდეგ იგი იყო რომაული მეცნიერული პროზის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1011 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები