შაბათი, 20.04.2024, 10:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რომაული ლიტერატურა2
13:38
რომაული ლიტერატურა2

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ პერიოდში განვითარდა რომაული ისტორიოგრაფიაც. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ ტიტუს ლივიუსიგაიუს სალუსტიუს კრისპუსი და კორნელიუს ნეპოსი. მათ ლიტერატურა ახალ დონეზე აიყვანეს, როდესაც მხატვრულ პროზას უკვე ორატორობასთან ჭიდილი შეეძლო.

ტიტუს ლივიუსი
ტიტუს ლივიუსი .

ტიტუს ლივიუსმა ახალი დიდი ნაბიჯი გადადგა რომაულ ისტორიოგრაფიაში. მან დაისახა გრანდიოზული ამოცანა - აღეწერა რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. თანამედროვე მკვლევარები ლივიუსს აბრალებენ ანალიზის არ ქონას და წყაროებისადმი ზედმეტ ნდობას, მაგრამ ლივიუს არც ჰქონდა მიზნად დასახყული მოვლენების გაანალიზება, ხოლო რაც შეეხება წყაროებს იგი თვითონ უსვავს ხაზს რომის დაარსების ლეგენდისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, შემდეგ კი გალების მიერ რომის აღებაზე იგი მიუთითებს რომ მანამდე აღწერილი მოვლენები ნახევრად ლეგენდარულია და გადმოცემებითაა ცნობილი. კრიტიკის მიუხედავად უნდა ვაღიაროთ რომ ლივიუსის ნაშრომი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ დარგში. სამწუხაროდ მისი ისტორიის მხოლოდ 1/4 მოაღწია ჩვენამდე.

ლივიუსის ლიტერატურული ნიჭი კი ყველა შეფასებით უმაღლეს დონეზეა, იგი ცოცხალი ენით აღწერს მოვლენებს, გადმოგვცემს გმირების სიტყვებს და მიისწრაფის წარსულის გმირობები ახალი თაობისთვიოს მაგალითი გახადოს. როგორც ლიტერატურული ეპოსი "რომის ისტორიას" ბადალი არ ჰყავს. ერთერთმა თანამედროვე მკვლევარმა ლივიუსს რომაელი ჰომეროსი უწოდა.

ჰორაციუსი

პოეზია.

რომაული პოეზიის ოქროს ხანა უფრო გვიან დადგა, ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების როლის შემცირებამ და ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებამ ორატორობას მნისვნელობა შეუმცირა, მაგრამ პოეზიის განვითარებას მისცა ბიძგი. ამ დროს მოდაში შემოდის ნაწარმოებების საჯაროთ კითხვა და ლიტერატურული წრეების ჩამოყალიბება. ყველაზე ცნობილია მეცენატის წრე, რომელშიც შედიოდნენ ვერგილიუსი და ჰორაციუსი, რომლებიც რომაული პოეზიის უმნიშვნელოვანესს წარმომადგენლებად ითვლებიან. ვერგილიუსის ყველაზე მნიშვნელოვანი პოემაა "ენეიდა", რომელის ლათინური ეპიკური პოეზიის შედევრს წარმოადგენს.

ოვიდიუსი

ჰორაციუსი წერდა ლირიკულ ლექსებს, ოდებს. მის შემოქმედებაში იგრძნობა ბერძნული პოეზიის დიდი გავლენა. ამავე პერიოდში განვითარდა ელეგია, რომელიც მაშინ არ მიეკუთვნელობა ლირიკურ პოეზიას. ელეგია როგორც წესი სასიყვარულო ჟანრი იყო. ამ ჟანრის ცნობილიწარმომადგენლები არიან ალბიუს ტიბულუსისექსტუს პროპერციუსი დაპუბლიუს ოვიდიუს ნაზონი. სწორეთ ამ პოეტების შემოქმედებაა რომაული პოეზიის ოქროს ხანა.


ლიტერატურის ვერცხლის ხანა .

ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნე რომაულ ლიტერატურასი ვერცხლის ხანადაა ცნობილი. ლიტერატურამ შეწყვიტა აქტიური განვითარება და საცაა დაღმავლობის გზას დაადგება, მიუხედავად იმისა რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი მწერალი და პოეტი მოღვაწეობდა. პირობითად ვერცხლის ხანად აღინიშნება პერიოდი ტიბერიუსის მმართველობიდანტრაიანეს გარდაცვალებამდე.

წინა ეპოქისგან განსხვავებით ამ პერიოდში შეიბოწა სიტყვის თავისუფლება, რაც უარყოფითად აისახა ლიტერატურაზე, მიუხედავად იმისა რომ იმპერატორები ნერონი და დომიციანე ყველანაერად ხელს უწყობდნენ მწერლობას, ლიტერატურამ დაკარგა უწინდებური მაშტაბურობა.

რიტორიკა .

სტყვის თავისუფლების მოსპობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების შებოჭვის შედეგად ორატორულმა ხელოვნებამ დაკარგა თავისი უწინდებური მნიშვნელობა. რომის იმპერიის ეპოქაში მას რიტორიკა ჩაენაცვლა, რომელიც მხოლოდ სასამართლოებში გამოიყენებოდა. რიტორიკას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა, მთავარი აქცენტი კეთდებოდა გარეგნულ ეფექტზე.

პოეზია .

ახალი დროის პოეტები ბაძავდნენ ვერგილიუსს. ისინი მხოლოდ აკომპილირებდნენ ეპიკურ პოეზიას და რიტორიკულ დეკლამაციას. ნერონის დროს განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ეპიკური ჟანრის მიმდევრები: ლუკანი, ვალერიუს ფლაკუსი, სილიუს იტალიკუსი, სტაციუსი. პოეზიის გარდა დეკლამაციამ შეაღწია ტრაგედიასიც, რომელსაც შემატა პათოსი.

I საუკუნის მიწურულს მოღვაწეობდა კიდევ ერთი სატირიკოსი მარკუს ვალერიუს მარციალუსი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ეპიგრამებით.

სენეკას სტილი .

სენეკა

დეკლამაციური ტრაგედიის წარმომადგენელი იყო ლუციუს ანეუს სენეკაც, რომლის ტრაგედიებმაც მოაღწია ჩვენამდე. ტრაგედიების გარდა იგი წერდა ფილოსოფიურ და პოეტურ ნაწარმოებებს. სენეკას დროს არისტოკრატია სრულიად ემორჩილებოდა იმპერატორს და ოპოზიციური აზრი სასტიკად ისჯებოდა, ამიტომ ლიტერატურა არ ისახავდა მიზნად აშკარად გამოეხატა ხალხის დამოკიდებულება არსებული სიტუაციისადმი, არამედ ზოგადად ეთიკურ საკითხებზე იყო მიმართული. შეიქმნა ახალი რიტორიკურ დეკლამაციური სტილი, რომელმაც შეცვალა ძველი ციცერონისეული სტილი.

სენეკას ლიტერატურული მემკვიდრეობა შედგება ფილოსოფიური და პოეტური ნაწაროებებისგან. ფილოსოფიურებს მიეკუთვნება: 1. ეპისტოლეები 2. ტრაქტატები დიალოგები ეთიკაზე ("სიბრაზეზე", "სიცოცხლის ხანმოკლეობაზე", "სიკეთეზე", "ბრძენის სიმტკიცეზე", "ბედნიერ ცხოვრებაზე", "თავისუფალ დროზე", "სულიერ სიმშვიდეზე" და ა.შ.). პოეტურ ნაწარმოებებს კი მიეკუთხვნება სატირიკონი მოკლულ იმპერატორ კლავდიუსზე და 10 ტრაგედია: "გაგიჟებული ჰერკულესი", "ტროელი ქალები", "ფინიკიელი ქალები", "მედეა", "ფედრა", "ოიდიპოსი", "აგამემნონი", "ტიესტი", "ჰერკულესი ეტაზე" და "ოქტავია".

სატირა .

ნერონის პერიოდის ერთერთი ყველაზე მნისვნელოვანი სატირიკოსი არის გაიუს პეტრონიუსი. მის შესახებ არანაერი ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მას მიაწერენ ცნობილ ნაწარმოებს "სატირიკონს" (სატირის წიგნები). სამწუხაროდ ამ ნაწარმოებმა ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოარწია. სატირიკონი დაწერილია პროზით, მაგრამ მასში უხვადაა ჩართული ლექსები. სატირიკონში ნაჩვენებია იმ დროინდელი რომაული ყველა სოციალური ფენის ყოფა ცხოვრება. პერტონიუსის გმირები ასახავენ იმ დროინდელი ხალხის განწყობას, მათ არ აქვთ არაფრის რწმენა და პატივისცემა არ აქვთ ცხოვრების მიზანი და მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობენ.

დომიციანეს სიკვდილის შემდეგ სიტყვის თავისუფლება იმდენად აღარ იბოჭებოდა, რამაც მწერლებს მეტი თავისუფლება მისცა. ამ პერიოდში მოღვაწეობდა დეციმუს იუნიუს იუვენალისი. თავის სატირებში იგი ამხელსს უმეტესად დომიციანეს და ნერონის დროის მმაღალგვაროვანი საზოგადოების უზნეობებს, ტუმცა ამაში ამოიცნობიან მისთვის თანამედროვე მოხელეებიც.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1101 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები