ოთხშაბათი, 24.04.2024, 16:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რუსული ლიტერატურა.
14:10
რუსული ლიტერატურა.

ძველი რუსული ლიტერატურა შედგება ძველ რუსულ ენაზე დაწერილი იშვიათი ნაწარმოებებისგან, როგორიცაა უცნობი ავტორისსიტყვა იგორის სოფლის შესახებ, ბილინები ანუ ზეპირი ეპოპეები, რომლებშიც ერთმანეთშია შერეული წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები. ძველ რუსულ ლიტერატურაზე იგრძნობა ბიზანტიური ლიტერატურის გავლენა

შუა საუკუნეების რუსული ლიტერატურა დაწერილია სლავურ ენაზე და ძლიერი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. პირველი ნაწარმოები თანამედროვე რუსულ ენაზე, არქიეპისკოპოს ავაკუმის ავტობიოგრაფია, მხოლოდ XVII საუკუნეში ჩნდება.

რუსული ბილინა კეთილი ნიკიტა დრაკონისგან ათავისუფლებს მზეთუნახავს.

ახალი რუსული ლიტერატურა .

ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი.

პეტრე დიდის პერიოდში რუსეთი დასავლეთის მიმართულებით იწყებს სვლას. ხდება რუსული ანბანის რეფორმირება, ენა ადვილდება და სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს წერა-კითხვას. აქედან მოყოლებული ლიტერატურა სალაპარაკო, საერო ენით იქმნება. XVIII საუკუნის. დასაწყისში რუსული ლიტერატურის პირველ ტალღას ქმნიან ისეთი მწერლები, როგორებიცაა: ვასილი ტრედიაკოვსკი და მიხეილ ლომონოსოვი. ამას მოჰყვება პოეზიაში დერჟავინიპროზაში კარამზინი და რადიშჩევითეატრშისუმაროკოვი და ფონვიზინი.

თედორე დოსტოევსკი

XIX საუკუნის დასაწყისში რომანტიზმის გავრცელებას უკავშირდება ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოჩენა ვასილი ჟუკოვსკისალექსანდრე პუშკინისმიხეილ ლერმონტოვისა დაფიოდორ ტიუტჩევის სახით. ეს არის რუსული ლიტერატურის ოქროს პერიოდი. ამ პერიოდში მოღვაწეობენ რუსული ლიტერატურის კლასიკოსები, როგორებიცაა: დოსტოევსკიგოგოლი,გონჩაროვიტოლსტოიტურგენევი. პარალელურად ვითარდება იგავ-არაკის ჟანრი ივანე კრილოვის შემოქმედების სახით. ამავე საუკუნეში მოღვაწეობენ პოეტები: ალექსანდრე ნეკრასოვიევგენი ბარატინსკიალექსეი ტოლსტოიფიოდორ ტიუტჩევიაფანასი ფეტიანტონ ჩეხოვი განავითარებს დრამატურგიასა და მოკლე მოთხრობების ჟანრს.

XX საუკუნის დასაწყისში ფეხს იკიდებს ისეთი მიმდინარეობები, როგორიცაა სიმბოლიზმი,აკმეიზმი და ფუტურიზმი. ამ პერიოდის პოეტთაგან აღსანიშვანია: ანა ახმატოვაანდრეი ბეილიალექსანდრე ბლოკივალერი ბრიუსოვიმარინა ცვეტაევასერგეი ესენინივლადიმირ მაიაკოვსკიბორის პასტერნაკიფიოდორ სოლოგუბიმაქსიმილიან ვოლოშინი.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1220 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები