ოთხშაბათი, 24.04.2024, 18:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » სპარსული ლიტერატურა.
14:17
სპარსული ლიტერატურა.

სპარსული ლიტერატურა არის სპარსულ ენაზე დაწერილი ლიტერატურა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სპარსულ ლიტერატურაში შედის იმ სპარსი ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც სხვა ენებზეა დაწერილი, მაგალითად ბერძნულად ან არაბულად.

სპარსულ ენაზე სექმნილი პირველი ტექსტები თარიღდება ძვ. წ. 650 წლით. სპარსული ლიტერატურის ძირითადი ტექსტები უკავშირდება ისლამის შემოსვლას ირანში დაახლოებით 650 წელს. სპარსელები წერდნენ როგორც არაბულად ასევე სპარსულად, თანდათანობით ამ უკანასკნელმა უპირატესობა მოიპოვა ლიტერატურულ წრეებში.

ხელილე ვა დემნე, სპარსული ხელნაწერი, დათარიღებულია 1429 წლით. გამოსახულია ტურა, რომელიც ცდილობს 

ლომს გაექცეს.

კლასიკური სპარსული ლიტერატურა .

ღვთისმოსავის ვარდის ბაღისილუსტრაცია, 1553

პრეისლამური სპარსული ლიტერატურა .

ძველი სპარსული ლიტერატურიდან ძალიან ცოტა ნაშთებია შემორჩენილი. მათგან უმეტესობა არის მეფეების ჩანაწერები, მათ შორის დარიუს I-ისა (ძვ. წ. 522-486) და მისი შვილი ქსერქსეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრიული ნაწერების უმეტესობა ისლამის შემოსვლის შემდეგ განადგურდა, ინდოეთშითავშეფარებულმა სპარსელებმა თან წაიღეს ზოგიერთი ზოროასტრიული წიგნი, მათ შორის ავესტა და მისი ძველი კომენტარები.

შუა საუკუნეებისა.

ხალიფა ომეიიადისა და აბასიდის პერიოდში თანამედროვე სპარსული ენა არაბული ენის ჩრდილში იმყოფებოდა, შემდეგ კი თანდათან ლიტერატურული ენა გახდა ცენტრალური აზიის თითქმის მტელ ტერიტორიაზე.

ენის ამგვარ რენესანსს ხშირად უკავშირებენ ისეთ მწერლებს, როგორებიცაა ფერდოუსიუნსურიდაქიქირუდაკი და მათი თაობა, რადგან ისინი პრეისლამურ ნაციონალიზმს იყენებენ ანტიკური სპარსეთის წეს-ჩვეულებებისა და სპარსული ენის გასაცოცხლებლად.

საკუთრივ ირანის გარდა სპარსულ ენაზე იქმნებოდა ლიტერატურა სელჩუკების, დღევანდელი თურქეთისავღანეთისპაკისტანისადა ინდოეთის ტერიტორიაზე.

პოეზია .

საწყის ეტაპზე სპარსული პოეზია ძირითადად სასახლის კარის პატრონაჟის ქვეშ ვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე. წ.პანეგირიკი, რაც სახოტბო პოეზიას მიეკუთვნება და ხასიათდება ეგზალტირებული სტილით. პანეგირიკის ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული ფორმა იყო "კაზიდე". ასევე პოპულარობით სარგებლობდა ომარ ხაიამის "რაბაიატები".

ამ პერიოდში გავრცელებული იყო სამეფო მეცენატობის ტრადიცია, რომელსაც არც ერთი სამეფო დინასტია არ ღალატობდა. მეცენატობის პერიოდს უკავშირდება ეპიკური პოეზიის გაჩენა, რომელმაც მწვერვალს მიაღწია ფერდოუსის შაჰ ნამეში. ეპიკური პოეზიის მთავარი მიმართულება იყო ირანისა და მისი ისტორიის განდიდება და მკითხველში ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივება. ფერდოუსის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია შემდგომ თაობებზე. XIII საუკუნეში იწყება ლირიკული პოეზიის აღმასვლა. მთავარ სალექსო ფორმად გვევლინება გაზალი. ეს სტილი ხასიათდება ემოციურობით, მდიდარი მეტრიკით და ენის სისადავით. ამ პერიოდის ელიტას წარმოადგენდნენ რუმისაადი და ჰაფეზი.

XV საუკუნის შემდეგ სპარსულ პოეზიაში გაბატონდა ინდური სტილი, რომელსაც ეკუთვნის ამირ ხოსრო დელავის შემოქმედება.

თანამედროვე სპარსული ლიტერატურა .

ირანული სპარსული ლიტერატურა .

XIX საუკუნეში სპარსული ლიტერატურა ძირფესვიან ცხლილებას განიცდის. ეს ცვლილება უკავშირდება რეფორმატორ პრემიერმინისტრს ამირ კაბირს, რომელიც მიხვდა, რომ არსებული სახით ლირიკა ვერ განვითარდებოდა და ამიტომ საჭირო იყო პოეზიაში ახალი ფორმებისა და ცვლილებების შეტანა. პოეზიას იგი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პრობლემებთან პირდაპირ კავშირში განიხილავდა.

ახალი სპარსული ლიტერატურა უკავშირდება ირანულ ფილოსოფიურ წრეებში ჩასახულ საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ მიმდინარეობებს. ყოველივე ამას დაემატა 1906-1911 წლებში ირანში კონსტიტუციური რევოლუცია, რამაც უკვე ცხადად წარმოაჩინა ლიტერატურაში ცვლილებების აუცილებლობა და მისი დაახლოება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. პოეზიაში ჩნდება ახალი თემატიკა, იწყება რიტორიკული, ლექსიკოსემანტიკური და სტრუქტურილი ექსპერიმენტები. იგრძნობა ევროპული ლიტერატურისა და აზროვნების გავლენა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1013 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები