ხუთშაბათი, 18.04.2024, 04:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » მარკ ტვენი.
14:23
მარკ ტვენი.
MarkTwain.LOC.jpg
სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი.სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (Samuel Langhorne Clemens); (*30 ნოემბერი1835ფლორიდამისურის შტატი ― გ. 21 აპრილი,1910რედინგიკონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) სახელით - ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.

ბიოგრაფია .

ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" და "ტომ სოიერის თავგადასავალი". თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.

იგი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს "ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა.

ტვენი დიდ ინტერესს გამოხატავდა მეცნიერებისადმი, ხოლო მის პოლიტიკურ შეხედულებებს რაც შეეხება, იგი ეწინააღმდეგებოდა ომს ზოგადად, და განსაკუთრებით აშშ-ს მიერ ფილიპინების ოკუპაციას.

ტვენი კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი თავის პრესბიტერიანულ აღმსარებლობაზე.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1025 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები