პარასკევი, 29.03.2024, 03:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ტომას მაინ რიდი.
14:26
ტომას მაინ რიდი.
Mayne Reid.jpg
ტომას მაინ რიდი.
ტომას მაინ რიდი (დ. 4 აპრილი1818ირლანდია – გ. 22 ოქტომბერი1883ლონდონიდიდი ბრიტანეთი) იყოირლანდიელ-ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი" რიდი ძირითადად სათავდგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო (რიდი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან). განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 18461848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში1850 წელს გამოსცა The Rifle Rangers, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი" და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელი წლები რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს.

ნაწარმოებები .


  • თეთრი თათმანი
  • თეთრი ბელადი
  • ოცეოლა - სემინოლების ბელადი-ნაწარმოები
  • უთავო მხედარი
  • სკალპებზე მონადირენი
  • ოკეანეში დაკარგულები
  • პატარა ზღის მგელი
  • კვარტერონი.
  • ოცეოლა ანუ სემინოლების ბელადი, როგორც მას უწოდებენ, არის ისტორიული და სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომლის ავტორიც არის ტომას მაინ რიდი. რით ააღელვებს მკითხველს მაინ რიდის ეს ნიჭიერად დაწერილი, თუმცა საკმაოდ გულუბრყვილო წიგნი, მკაცრიისტორიული სინამდვილე ოსტატურად რომაა ცაწნული გამოგონილ ამბავთან? რომანს მიმზიდველობას ანიჭებს ის ამბავი, რომ შიგ აღწერილია ინდიელთა განმანთავისუფლებელი ბრძოლა, რომლის მიზნები და იდეებიც ყოველთვის აღგზნებდა „კაპიტან მაინ რიდს".

    პერსონაჟები .

    • ოცეოლა - მთავარი მოქმედი გმირი, ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, სემინოლების ბელადი
    • ჯორჯ რენდოლფი - ოცეოლას ამერიკელი მეგობარი
    • მაიუმი - ოცეოლას და მომავალში ჯორჯის მეუღლე
    • ვირჯინია - ჯორჯის და, მაიუმის მეგობარი
    • არენს რინგლოდი - ბოროტი და საშინელი პიროვნება
    • მონადირე ჰიკმენი - ჯორჯის მოხუცი და ერთგული მეგობარი
    • შავი ჯეკი - ჯორჯის ერთგული მეგობარი და მონა
    • ყვითელი ჯეკი - რენდოლფების ოჯახის მონა, ადამიანი, მულატი, რომელიც ვერ იტანს თეთრკანიანებს და რამდენჯერმე გადაურჩა საზარელ სიკვდილს
    • ჰაჯ-ევა - ინდიელების შეშლილი დედოფალი, რომელიც ხანდახან საღ გონებაზე იყო და ბევრჯერ გადაარჩინა ჯორჯი სიკვდილს

    ამის გარდა, წიგნში რა თქმა უნდა გვხვდებიან სხვადასხვა პერსონაჟები: ჯორჯისა და ვირჯინიას მშობლები, ვირჯინიას მუღლე, ოცეოლასა და მაიუმის დედა და ასევე სხვადასხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟები.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2590 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები