სამშაბათი, 23.04.2024, 21:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რჩეული სტატია.გამქრალი ქალწული (საფოსტო მარკა).
14:29
რჩეული სტატია.გამქრალი ქალწული (საფოსტო მარკა).
Stamp of Virgin Islands (Missing Virgin).jpg
გამქრალი ქალწული (ინგლ. Missing Virgin) არის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 1867 წელს გამოშვებული ლეგენდარული საფოსტო მარკა.

აღწერა .

საფოსტო მარკა დაიბეჭდა თეთრ ტონირებულ ქაღალდზე ლითოგირაფიული ტექნოლოგიით ლონდონში Waterlow and Sons Ltd. (ვატერლოუ და ძმები შპს) გამომცემლობაში. დიზაინი და ყალიბი მოამზადა Nissen & Parker Ltd (ნისენ ანდ პარკერ შპს). მარკაზე ჭიაფერი და შავი ფერების გამოყენებით გამოსახული წმინდა ურსულას გამოსახულება. მარკის ნომინალი შეადგენდა 1 შილინგს. ერთ ფურცელზე 4 რიგად განლაგებული იყო 5-5 მარკა, სულ 20 მარკა. მარკები დაკბილულიაპერფორირებული.

ისტორია .

XIX საუკუნის ბოლოს ცნობილმა ინგლისელმა ფილატელისტმა ედუარდ ბეკონმა ლონდონში დაიქირავა რამდენიმე წიგნი, სადაც მან აღმოაჩინა ვირჯინიის კუნძულების პირველი მარკების საცდელი მატრიცებისა და ესსეები და მანამდე უცნობი ვირჯინიის კუნძულების მეორე გამოშვების 1 შილინგიანი მარკა.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების პირველი საფოსტო მარკები გამოვიდა 1866-1867 წლებში. მარკის ნახატზე ცენტრში შავი საღებავით გამოსახული იყო წმინდა ურსულა. განსაკუთრებით საინტერესო იყო, ბეკონისათვის უცნობი მეორე გამოშვების 1 შილინგიანი მარკა, რომელიც უნიკალური იყო თავისი უიშვიათესი ბეჭდვითი ხარვეზის გამო - მარკის შუაგულში წმინდანის ნაცვლად გამოსახული იყო სხივოსანი თეთრი ფიგურა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შეცდომა, დაუდგენელი რჩება.

1981 წელს ლონდონის ფილატელისტურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ”გამქრალი ქალწულის” ბეჭდვითი ხარვეზ განპირობებულია ორი ფურცლის მიწებებით, რის სედეგადაც საღებავი მიიღო მხოლოდ ზედა ფურცელმა.

წმინდა ურსულა
ვირჯინიის კუნძულების პირველი მარკა, 1868
სუფთა. თანამედროვე ფასი £ 100

ტიპოგრაფიული მონაცემების თანახმად, აღნიშნული მარკის ბეჭდვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ იბეჭდებოდა ვარდისფერ-ჭიაფერის საღებავით და შემდეგ შავი საღებავით. ბოლოს ხდებოდა დაკილვა-პერფორაცია. ბუნებრივია, გაუგებარია სად დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი, როგორ გამორჩა ფურცელს შავი საღებავის დადების ეტაპი ან ასეთი ფურცელი რატომ მოხვდა პერფორაციის ეტაპზე.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მარკაზე წმ. ურსულა კი არა იტალიელიფერმწერის გვდო რენის წმ.ქალწული მარიამია გამოსახული , რაც ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან წმ. ურსულა არის ვირჯინიის კუნძულების მფაველი წმინდანი და ამ ტერიტორიის პირველ საფოსტო მარკებზე სწორედ მისი გამოსახულება უნდა ყოფილიყო.

დღეისათვის შემოღჩენილია ”გამქრალი ქალწულის” ოთხი-ხუთი ეგზემპლარი: ერთი მათგანი ბრიტანეთის სამეფო კოლექციის კუთვნილებაშია და ინახება ბუკინგემის სასახლეში, ოთხი მარკა ინახება ბილ ფრეიზერის კოლექციაში (ინგლ. Bill Fraser). არსებობს კიდევ ერთი ეგზემპლარი უცნობ კერძო კოლექციონერის საკუთრებაში «გამქრალი ქალწულის» შემონახული ეგზემპლარებიდან ყველაზე კარგ მდგომარეობაში მყოფი მარკის (IV პოზიცია) სააუქციონო ფასი 2005 წლის მდგომარეობით არის 143 000 აშშ $


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 957 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები