ოთხშაბათი, 24.04.2024, 18:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დიდი ბრიტანეთი.
14:37
დიდი ბრიტანეთი.
სამეფო გერბიდიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სახელმწიფოს სახით დიდი ბრიტანეთი არსებობს XVIII საუკუნის დასაწყისიდან. სამეფო ამჟამად მოიცავს ოთხ ქვეყანას: ინგლისსშოტლანდიას,უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას.

ინგლისი

ინგლისი (ინგლ. England [ˈɪŋɡlənd]) არის გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი,] რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთიდან კელტების და ირლანდიის ზღვები, ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.


ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მრავალ ქვეყანაში გავრცელდაინგლისური ენა და ანგლიკანური ეკლესიაინგლისური კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა[5]XVIII საუკუნეში სწორედ ინგლისში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.


ინგლისის რელიეფი, ძირითადად, შედგება გორაკებისგან რომელიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთისკენ რელიეფი კი უფრო მთიანი ხდება. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად მოიცავს დაჭაობებულ ტერიტორიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის ძირითადად ამომშრალია. ინგლისის ადმინისტრაციული ცენტრილონდონი მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. ეს ქალაქი წარმოადგენს არამარტო ამ რეგიონის არამდე მთელი გაერთიანებული სამეფოს უდიდეს დასახლებას და უდიდეს ურბანულ არეს. ინგლისის მოსახლეობა შეადგენს 51 მილიონ კაცს, (მთელი ქვეყნის 84%). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს.

ისტორია .

ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, ამას ადასტურებს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩატარებული არქოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები 700,000 წლით თარიღდება, ჰომო-ერექტუსის წარმოადგენელთა ჩონჩხები აღმოჩენილი იქნა ნორფოლკის და საფოლკისსიახლოვეს.ადამიანის ფართოდ დასახლება უკვე 35,000 წლიდან იწყება. უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები მნიშვნელოვნად განვითარდნენ, ამას ადასტურებს დაახლოებით ძვ.წ 2500 წლისათვის აგებული სტოუნჰენჯი და ეივბერი. ბრიტანეთის კუნძულზე უკვე მოგვიანებით სხვადასხვა ტომის წარმოამადგენლები სახლობდნენ. მათგან აღსანიშნავია კელტური წარმოშობის, ბრიტები.

ძველი წელთაღრიცხვის 55 წელს ბრიტანეთში იულიუს კეისარი შეიჭრა. ძვ.წ 43 წელს იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის პერიოდში ეს ტერიტორია უშუალოდ შეუერთდა რომის იმპერიას, აქ შეიქმნა ახალი პროვინცია ბრიტანეთი, პროვინციაში უშუალოდ შედიოდა დღევანდელი უელსი და ინგლისი. 211 წელს იმპერატორისეპტიმიუს სევერუსი ინგლისში იმყოფებოდა, სწორედ ამ წელს ის ქალაქ იორკში გარდაიცვალა. ინგლისში ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნიდან იწყებს გავრცელებას. 410წელს რომაელებმა კუნძული დატოვეს.

რომაული ლეგიონების დახმარების გარეშე ბრიტანეთმა დიდხანს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ბარბაროს გერმანელებს, რომლებიც გამოჩნდნენ V-VI საუკუნეებში.საქსებმა და იუტებმა გამარჯვებები მოიპოვეს აქ მცხოვრებ ადგილობრივებზე და მათ, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ინგლისის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები.

 ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ტომებმაც გააფართოვეს თავიანთი გავლენა. აითვისეს რა ინგლისის ძირითადი ტერიტორია, გერმანელებმა დაიწყეს, ბრიტების შევიწროება უელსისა და კორნუელის მიწაზეც. დროთა განმავლობაში, გერმანელი ტომობრივი გაერთიენებებისგან ჩამოყალიბდა ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც მთლიანობაში წარმოდგენდნენ "ანგლო-საქსურ ჰეპტარქიას". VII საუკუნისთვის უკვე ინგლისის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სამეფოები იყო: ნორთომბრია,მესიააღმოსავლეთის ანგების სამეფოესექსიკენტისუსექსი და უესექსის სამეფო. შემდგომ ვიკინგებმა დაიპყრეს ინგლისის აღმოსავლეთი ნაწილი.

ინგლისის პირველი მეფე გახდა უსექსების წარმომადგენელი ალფრედ დიდი. მისი შვილიშვილი ათელსტანი, 927 წელს გაერთიანებული ინგლისის მეფე იყო. ნორმანდიის ჰერცოგი უილიამი1066 წელს ჰასტინგთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინგლისის მეფე გახდა.

უილიამ დამპყრობელმა ინგლისში გადმოიტანა ფრანგული ფეოდალური სისტემა. 1154 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა უილიამ დამპყრობელის შვილიშვილი ჰენრი II, რომლის მამა ჯოფრუა პლანტაგენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საგრაფოს ანჟუს გრაფი იყო. ამ დინასტიას პლანტაგენეტების სახელი ეწოდა. ჰენრის და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა. XIII საუკუნის ბოლოს ინგლისმა საბოლოოდ დაიპყრო და შეიერთა მეზობელი სამთავრო, უელსი[9]XIV საუკუნეში მიმდინარეობდა ომი ინგლსსა და საფრანგეთს შორის, ამ ომმა ას წელს გასტანა. ამ პერიოდში ინგლისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რამაც მრავალი ინგლისელი შეიწირა.

 1453-1487 წლებში ინგლისში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი იორკებსა და ლანკასტერებს შორის, ამ ომს ვარდების ომი ეწოდა. საბოლოოდ გამარჯვება იორკებმა მოიპოვეს. ედუარდ იორკის გარდაცვალების შემდეგ ტახტი გადავიდა მისი ძმის რიჩარდ III-ის ხელში. რიჩარდს აუჯანყდა ლანკასტების შორეული ნათესავი ჰენრი ტიუდორი1485 წელს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ჰენრიმ მოიპოვა.

ინგლისსა და უელსში დაიწყო ახალი დინასტიის ტიუდორების მმართველობა. ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ 1509 წელს, ტახტი დაიკავა ჰენრი VIII-მ. ის თავიდანპიპის მხარდამჭერი იყო. თუმცა 1534 წელს მან პროტესტი გამოთქვა პაპის მიმართ. ინგლისის მმართველმა წრეებმა, მხარი დაუჭირეს ჰენრის დაპირისპრებას რომის პაპთან. ინგლისის პარლამენტმა გამოსცა აქტი, რომლის ძალითაც ჰენრი გახდა ინგლისური ეკლესიის უზენაესი მეთაური. ინგლისის შემდგომმა მმართველმა მერი I-მა სცადა კვლავ აღედგინა ინგლისში კათოლიკობა. ვინაიდან ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტი იყო, მერის კათოლიკური პოლიტიკა გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდა. მას კი „სისხლიანი" მერი უწოდეს. მერის გარდაცვალების შემედგომ ტახტი დაიკავა 

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1336 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/3
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები