ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დიდი ბრიტანეთი-ინგლისი
14:39
დიდი ბრიტანეთი-ინგლისი

ელისაბედის მეფობის პერიოდში მოხდა ესპანური არმადის დამარცხება. სწორედ ინგლისსა და ესპანეთს შორის მიდიოდა ბრძოლა პირველობისთვი. ამ პერიოდში იწყება ინგლისის როგორც კოლონიური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი. ინგლისის მიერ ამერიკის კონტინენტზე დაარსებული პირველი კოლონია იყო ვირჯინია1603 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტიუტორებს უშუალო მემკვიდრე არ დარჩენიათ. ინგლისის ტახტი დაიკავა ტიუდორების ნათესავმა, შოტლანდიის მეფეჯეიმზ I სტიუარტმა.

ჯეიმზის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი შვილი ჩარლზ II. ურთიერთობა მეფესა და პარლამენტს შორის უკიდურესად დაიძაბა. 1628 წელს პარლამენტმა მიიღო „პეტიცია უფლებათა შესახებ", მეფემ ეს დოკუმენტი დაამტკიცა იმ იმედით, რომ პარლამენტი მას თანხებს გამოუყობდა, მაგრამ ჩარლზის ვარაუდი არ გამართლდა. ამის გამო მეფემ 1629 წელს პარლამენტი დაითხოვა. 16421651 წლებში ქვეყანაში მიმდიანრეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგადაც მეფე ჩამაოგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ჩარლზის სიკვდილით დასჯის შემდეგ ინგლისში რესპუბლიკა დამყარდა. ამ ეგრეთწოდებული ინტერრეგნუმის პერიოდში (1649-1660 წლები) ინგლისში ფაქტობრივად სამხედრო დიქტატურა დამყარდა. ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა ოლივერ კრომველი. კრომველის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნა. 1660 წელს მოხდა სტიუარდების ხელისუფლების რესტავრაცია. XVII საუკუნის 70-იან წლებში ინგლისში ჩამოყალიბდა ვიგების და ტორების პოლიტიკური პარტიები. 1679 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბეას-კორპუს აქტი მიიღო. აქტი ადამანიანის უფლებებს იცავდა, სასამართლოს ენიჭებოდა მოქალაქეთა დაპატიმრების კანონიერების შემოწმება. 1685 წელს ჩარლზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა მისმა ძმა ჯეიმზ II-მ. 1688 წელს ქვეყანაში მოხდა მშვიდობიანი გადატრიალება, ქვეყნის სათავეში მოვიდა უილიამ III.

1689 წელს მიღებული იქნა „ბილი უფლებათა შესახებ", ამ კანონით ინგლისის მეფეს თემთა პალატასთან შეთანხმებით უნდა ემოქმედა. ანას გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტი სტიუარტების შორეულ ნათესავ გერმანელ ჰანოვერთა დინასტიას გადაეცა. სწორედ ამ პერიოდში ინგლისში საბოლოოდ დამკვიდრდა კონსტიტუციური მონარქია.

ქვეყანაში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.

გეოგრაფია.

Blue lake between green hills.
ტბა ვესტვათერი მდებარეობსტბების ოლქში

გეოგრაფიულად ინგლისი მოიცავს დიდი ბრიტანეთის კუნძულის ორ-მესამედს, ეს რეგიონი მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული კუნძულები. ინგლისის საზღვარი გადის ჩრდილოეთით შოტლანდიასთან ხოლო დასავლეთით უელსთან. გაერთიენებული სამეფოს ეს ადმინისტრაციული ერთეული, გაცილებით უფრო ახლოსაა კონტინენტურ ევროპასთან, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დანარჩენი მხარეები. ინგლისის სანაპირო ზოლიდან 34 კილომეტრში მდებარეობს საფრანგეთიამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ინგლისის არხი, რომელიც ქალაქ ფოლკსტონისსიახლოვეს მდებარეობს. ინგლისი გარშემორტყმულია ზღვებით, ესენია დასავლეთიდან ირლანდიის და კელტების ხოლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთის.

ინგლისი მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდინარეთა სისტემა. ინგლისის მნიშვნელოვანი ქალაქები: ლონდონი, ლივერპული და ნიუკასლი გაშენებულები არიან ტემზისმერსის და ტაინის სანაპირო ზოლში. ეს მდინარები გამორჩეულები არიან თავიანთი მრავალფუნქციონირებით, ამ მდინარეებს საპორტო დანიშნულებაც აკისრიათ. გაერთიანებული სამეფოს უგრძესი მდინარეა 324 კილომეტრიანი სევერნი, ამ მდინარეს გააჩნია მრავალი შენაკადი, სევერნია ჩაედინება ინგლისის დასავლეთ არსებულ ბრისტოლის ყურეში. სიგრძით ინგლისში მეორე მდინარეა ტემზა (346 კმ). დიდი ბრიტანეთის უდიდესი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არის საკმაოდ ბევრი ტბა, თუმცა აქ არსებული ტბები არ გამოირჩევიან თავანთი სიდიდით, მათი დიდი ნაწილი მდებარეობს ტბების ოლქის ტერიტორიაზე, ფართობის მხრივ უდიდესია უინდერმერი.

პენინის მთები ცნობილია როგორც "ინგლისის ხერხემალის" სახელით, ეს არის უძველესი მთათა სისტემა ინგლისში, რომლის საბოლოო ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ პალეოზოური ერაში 300 მილიონი წლის წინ დასრულდა. პენინის მთების სიგრძე შეადგენს 400 კილომეტრს, ეს მთები გაიმოირჩევა თავისი დაბალი სიმაღლით, მთათა სისიტემის უმაღლესი წერტილი არის კროს-ფელის, მისი სიმაღლე შეადგენს 893 მეტრს. დერბიშირის და იორკშირის საგრაფოების სიახლოვეს არის კარსტული მღვიმეები. ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში არის სამი ეროვნული პარკი. პენინის მთების სამხრეთით არის დაბლობების ტერიტორია.

ინგლისი მოქცეულია ზომიერ კლიმატურ სარტყელში. სტატისტიკურად აქ ზამთრის ტემპერატურა ყოველწლიურად 0 °C (32 °F) დაბლა არ დადის ხოლო ზაფხულის მაქსილამური ტემპერატურა 32 °C (90 °F) არ აჭარბებს. ამინდი აქ ხშირად ცვალებადია. ჩვეულებისამებრ ინგლისში ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი, ეს თვეები განსაკუთრებით ცივია ინგლისის სანაპირო ზოლში, ხოლო ყველაზე ცხელი თვეა ივლისი. კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანიდან შემოსული ჰაერის მასები.

ადმინისტრაციული დაყოფა .

გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციული ერთეული ინგლისი იყოფა ცხრა რეგიონად, ესენია: დიდი ლონდონისამხრეთ-აღმოსავლეთი ინგლისისამხრეთ-დასავლეთი ინგლისიუესტ-მიდლენდსიჩრდილო-დასავლეთი ინგლისიჩრდილო-აღმოსავლეთი ინგლისიიურკშირი და ჰამბერიისტ-მიდლენდი და დასავლეთი ინგლისი. თითოეულ ამ რეგიონს ინგლისის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფუნქციები აკისრია. XX საუკუნისთვის ინგლისის ტერიტორიაზე არსებობდა 39 საგრაფო, 1965 წელს დაარსდა დიდი ლონდონი. ქვეყანაში არსებობს შვიდი მეტროპოლიური ქალაქი: დიდი ლონდონი (ცენტრი ლონდონი), დიდი მანჩესტერი (მანჩესტერი), მერსისაიდი (ლივერპული), სამხრეთ იორკშირი (დონკასტერი), თაინი და ვეირი (ნიუკასლი), დასავლეთ მიდლენდი (ბირმინგემი), დასავლეთ იორკშირი (ლიდსი). ამგვარ გაერთიენებებში მთავარი ქალაქის გარდა შედის დამატებით მის აგლომერაციაში არსებული დასახლებებიც.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1498 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები