პარასკევი, 19.04.2024, 08:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » შოტლანდია.
14:45
შოტლანდია.

ინგლ. / შოტლ.Scotland
გელურ. Alba

შოტლანდია
ქვეყნის დროშაქვეყნის გერბი
დროშაგერბი
ჰიმნი: „Flower of Scotland" (დე ფაქტო)
დევიზი: „In My Defens God Me Defend"
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქიედინბურგი
55°57′N 3°12′W
უდიდესი ქალაქიგლაზგო
ოფიც. ენებიინგლისური
(დე ფაქტო)
რეგიონ. ენები:შოტლანდიურიგელურ-შოტლანდიური

შოტლანდია (შოტლანდიურადAlba) ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა.

 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტ

ერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.

შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წნიმდა ენდრიუს დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქიაედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელებისთითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.

შოტლანდია ბრიტანეთის კუნძულის მესამედზე მეტია და როგორც თავად კუნძულის, ასევე ევროპის ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ფართობი 78,772კმ² -ია და მისი ერთადერთი სახმელეთო მოსაზღვრეინგლისია 96 კილომეტრზე. ატლანტის ოკეანე დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთის ზღვა აღმოსავლეთიდან ეკვრის. კუნძული ირლანდია სულ რაღაც 30 კილომეტრშია შოტლანდიის სამხრეთი სანაპიროებიდან. ნორვეგია კი 305 კილომეტრშია აღმოსავლეთით, ხოლო ფარერების კუნძულები 270 კილომეტრში ჩრდილოეთით. შოტლანდიის უმღლესი მწვერვალია ბენ ნევისი, უდიდესი მდინარე კი თეია, რომელიც 190 კილომეტრის სიგრძეზე მოედინება. .



  • ფართობი - 78,8 ათასი კვ.კმ.
  • მოსახლეობა - 5,1 მლნ, ძირითადად შოტლანდიელები. ენები: ინგლისური,გაელურიშოტლანდიური.
  • მთავარი ქალაქი - ედინბურგი (Edinburgh / Dùn Èideann). სხვა ქალაქებია (ათ.):გლაზგოაბერდინიდანდი.
  • ისტორია - უძველეს ხანაში დასახლებული იყო პიქტებისა და გელების ტომებით. მე-5-6 საუკუნეში აქ დასახლდნენ სკოტები (აქედანაა პროვინციის სახელწოდება). მე-11 ს-ში ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო. ინგლისის ცდები შოტლანდიის დამორჩილებაზე დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. 1603 წელს ინგლისის ტახტზე სტიუარტების შოტლანდიური დინასტია ავიდა, რის შემდეგაც მათ უნია შეკრეს. 1651-1652 იგი მიერთებულ იქნა ინგლისთან (ოფიციალური გაერთიანება 1707 წელს მოხდა). შოტლანდიის პარლამენტი გაუქმდა 1707 წელს, აღდგა - 1999 წელს. 1979 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მონაწილეთა 51,6 %-მა ხმა მისცა ავტონომიას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1124 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები