ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » შოტლანდია.
14:48
შოტლანდია.

ისტორია .

შოტლანდიის ისტორია დაახლოებით 10 000 წლის წინ იწყება, ანუ როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ამ ტერიტორიაზე დასახლება უკანასკნელი გამყინვარების დასასრულ. ბრინჯაოს ხანისა და რკინის ხანის ცივილიზაციების არსებობაზე ქვეყანაში უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა მეტყველებს. შოტლანდიის წერილობითი ისტორია კუნძულზე რომაელების შემოსვლით იწყება, როდესაც რომმა ინგლისისა და უელსის ტერიტორია დაიპყრო და ბრიტანია უწოდა. ჩრდილოეთით კი კალედონიად წოდებული მხარე რჩებოდა, რომელიც რომაელებმა ვერ დაიპყრეს. მისი ტერიტორიაპიქტებით იყო დასახლებული, რომლებიც ზღვას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს მნიშველობას ანიჭებდნენ. შოტლანდიის ხელსაყრელ საზღვაო-სავაჭრო ადგილას მდებარეობის გამო, ადგილობრივ ვაჭრებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთ და აღმოსავლეთ ბალტიის ქვეყნებთან. ასევე ირლანდიასთანსაფრანგეთთან და აქედან უკვე მთელ ევროპასთან. 1707 წლის უნიისა და ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შოტლანდია ევროპაში კომერციული, ინტელექტუალური და სამრეწველო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა .

შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები ძირითადად ინგლისთან წარმოებდა 13-14 საუკუნეებში. პირველი ომი 1296 წელს ატყდა ინგლისის მიერ შოტლანდიის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის გამო და 1332 წელს ედინბურგ-ნორთონმფთონის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. მეორე ომი 1332-1337 წლებში წარმოებდა და ბერვიქის შეთანხმებით დაზავდნენ მხარეები.

ხსენებული ომები შოტლანდიელი ხალხისთვის ისტორიულად ყველაზე მძიმე მომენტად მიიჩნევა. ორივე ომის დასრულებისას შოტლანდია თავისუფალ ქვეყნად რჩებოდა. ომში მშვილდ-ისრები აქტიურად გამოიყენებოდა, რაც შუა საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოებისას აუცილებელ იარაღად მიიჩნევა.

ენა .

შოტლანდიის ოფიციალური ენებია: ინგლისური და გელურ-შოტლანდიური ენა. შოტლანდიის დიდი ნაწილი ინგლისურად ლაპარაკობს, შოტლანდიურს კი დასავლეთის კუნძულების მცხოვრებნი იყენებენ. არის მესამე ენაც, ე.წ. ქვემო შოტლანდიური, რომელიც გერმანიკული ჯგუფისაა და ინგლისურთან საკმაოდ ახლოს დგას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 998 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები