პარასკევი, 19.04.2024, 15:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დიდი ბრიტანეთი (კუნძული)ირლანდია (კუნძული)
15:02
დიდი ბრიტანეთი (კუნძული)ირლანდია (კუნძული)
დიდი ბრიტანეთი (ინგლ. Great Britainგელ. Breatainn MhòrუელსPrydain Fawr) — ბრიტანეთის კუნძულებს შორის უდიდესი, ევროპის უდიდესი კუნძული და მსოფლიოს მერვე კუნძული ფართობის მიხედვით. განლაგებულია კონტინენტური ევროპის ჩრდილო-დასავლეთით. დასავლეთით განლაგებულ ირლანდიასთან ერთად, იგი ქმნისგაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. დიდი ბრიტანეთის გარშემო 1000-ზე მეტი მცირე ზომის კუნძულია.

ირლანდია (ირლანდÉireინგლ. Irelandლათ. Hibernia) - არის მესამე კუნძული ევროპაში ფართობის მხრივ და მეოცე კუნძულიმსოფლიოში.[1] ირლანდიის კუნძული მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და მის გარშემო არის ასობით პატარა კუნძული. ირლანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი ბრიტანეთის კუნძული ხოლო ამ ორ კუნძულს შორის მოქცეულია ირლანდიის ზღვა. კუნძულის ძირითადის ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, თუმცა ჩრდილოეთში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაჩრდილოეთი ირლანდია. აქ შედარებით მცირე სიმაღლის მთებია, ასეთი ტერიტორიები ძირითადად კუნძულის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეულია, სწორედ აქედან იღებს მნიშვნელოვანი მდინარეები სათავეს. კუნძული უძველესი დროიდან მდიდარი იყო მწვანე საფარით, თუმცა დღეისთვის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია. აქ ოცდაექვსი სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვარა სახლობს. მათგან აღსანიშნავია წითელი მელაზღარბი და მაჩვი. აქ აგრეთვე ცხოვრობს თეთრი კურდღელიკეთილშობილი ირემი და ტყის კვერნა. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის სხვა მრავალი სახეობით.

ირლანიის კუნძულზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 6.2 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობა 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 1.8 მილიონი ადამიანი ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებელია. 2008 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლოება შეფასდა 4,422,100 და ჩრდილოეთი ირალანდიის მოსახლეობა შეფასდა 1,775,000. კუნძულზე აღწერა აგრეთვე ჩატარდა 2009 წელს, ამ წელს ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 4,459,300 ადამიანს. ჩრდილოეთ ირლანდიაში აღწერა არ ჩატარებულა.

კუნძულზე ნორმანები შუა საუკუნის ადრეულ წლებში შეიჭრნენ. შუა საუკუნეების შემდგომ პერიოდში უკვე ეს კუნძული შევიდაბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში ვრცელდება პროტესტანტიზმი, იმპერია ირლანდიის კუნძულზე ავრცელებს ამ რელიგიას. კუნძულზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა კათოლიციზმის მიმდევრები. 1900 წლამდე აქ დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისს დაიწყო ირლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთმა ირლანდიამ მიიღო დომინიონის სტატუსი, ჩრდილოეთი კი უშუალოდ შეუერთდა დიდ ბრიტანეთს. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა, ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო დაპირისპირება ბრიტანელებთა, ეს დაპირისპირება მიმდინარეობს 1960-1990 წლებში, დაპირისპირება დასრულდა დიდი პარასკევის შეთანხმებით.

ირლანდიურმა კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაზე, განსაკუთრებულად ცნობილია ირლანდიური ლიტერატურა და მეცნიერება. კუნძულზე მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ირლანდიურ ენაზე, თუმცა აგრეთვე გავრცელებულია ინგლისური ენაც. აქ განვითრებულია სპორტული ცხოვრება, ირლანდიის რეპუბლიკას ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები ჰყავს: რაგბშიფეხბურთსა და გოლფში.

ირლანდიის ზღვის მდებარეობა.

ირლანდიის ზღვა (ირლანდMuir Éireann ან Muir Mhanannგელ. Muir Èireann ან Muir MhanainnუელსMôr Iwerddon) ასევე ცნობილი როგორც, მანის ზღვა ან მანქსის ზღვა, მდებარეობს კუნძულ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ზღვა განეკუთვნება ატლანტის ოკეანის აუზს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1530 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები