შაბათი, 20.04.2024, 18:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ლა-მანშის სრუტე.
15:05
ლა-მანშის სრუტე.
ლა-მანშის სრუტე.

ლა-მანშიინგლისის არხი (ფრანგ. La Manche, ინგ. English Channel, გერმ. Ärmelkanal) — სრუტე საფრანგეთსადა დიდ ბრიტანეთს შორის.

პა-დე-კალე ჩრდილოეთის ზღვას აერთებს ატლანტის ოკეანესთან. სრუტის სიგრძეა 57,8 კმ., სიგანე - დასავლეთ ნაწილში 250 კმ., აღმოსავლეთით 32 კმ., სიღრმე მინ. ფერვატრზე 23,5 მ. ლა-მანშის ქვეშ (დუვრსა და კალესშორის) გაყვანილია გვირაბი (მთლიანი სიგრძე 52,5 კმ., მონაკვეთი უშუალოდ სრუტეს ქვეშ 38 კმ.). ძირითადი პორტები: პორტსმუტისაუტჰემპტონიგავრიშერბური.

სრუტის ფორმაცია.

გამყინვარების ბოლო პერიოდის დასრულებამდე, დაახ. 10.000 წლის წინ, ბრიტანეთის კუნძულები ევროპისკონტინენტურ ნაწილს უერთდებოდა. ამ პერიოდში ჩრდილოეთის ზღვა და თითქმის მთელი ბრიტანეთის კუნძულები ყინულით იყო დაფარული. ზღვის დონე დაახ. 120 მეტრით დაბალი იყო და "სრუტე" ვრცელ დაბლობ ტუნდრას წარმოადგენდა. ამ გავაკებაზე წარმოქმნილ ხეობაში გადიოდა მდინარე, რომელშიც იღვრებოდა მდინარეები რაინი და თემზა, და მიედინებოდა ატლანტის ოკეანისკენ დასავლეთით. ყინულის საფარის დნობამ წარმოქმნა ვრცელი მტკნარი წყლის ტბა ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილში. ვინაიდან მდნარ წყალს ჩრდილოეთით გასაქანი არ ჰქონდა (ჩრდილოეთის ზღვის ჩრდილო ნაწილი კვლავაც გაყინული იყო) მან გზა სრუტით გაიკვალა, სადაც ატლანტის ოკეანეს შეუერთდა დოვერისა და კალეს რეგიონში.

დაახ. ძვ.წ. 6500 წელს კატასტროფულმა ეროზიამ წალეკა ცარციანი ნიადაგი, შექმნა რა ლა-მანშის სრუტე, რომელიც მას შემდეგ დღითიდღე ფართოვებოდა ტალღების მიერ ცარცოვანი კლდეების ჩამორეცხვის შედეგად. იგივე მექანიზმი მოქმედებს სრუტის ნაპირებზე მის ორივე მხარეს დღესაც.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1579 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები