ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ინგლისური ენა.
15:08
ინგლისური ენა.

ინგლისური ენა (ინგლისურად – „English") მიეკუთვნება ანგლო-ფრიზიულ ენათა ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ ინდო-ევროპული ენათა ქვეოჯახის, დასავლეთგერმანიკულ ენათა შტოს წარმოადგენს.

ინგლისური ენა ყველაზე ახლოს დგას ფრიზიულ ენასთან. იგი ასევე მეტ-ნაკლებ სიახლოვეს ავლენს ნიდერლანდურ ენასთან და გერმანული ენის დიალექტებთან. გარკვეული სიახლოვე შეიმჩნევა აგრეთვე სალიტერატურო გერმანულ ენასთან.

V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთგერმანიის ტერიტორიიდან გადმოსახლებულან ანგლებისაქსები და იუტები და დამკვიდრებულან თანამედროვეინგლისის ტერიტორიაზე. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა, იგივე პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ.-ის V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით 5000 წლის წინათ უნდა არსებულიყო.

ინგლისური ენის გავრცელების არეალი.

ინგლისური ენა არის ყველაზე გავრცელებული ენა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ, ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ჩინური ენაა, მაგრამ ჩინურს თავის მშობლიურ ენად მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მიიჩნევენ.
ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი უნდა აღემატებოდეს 380 მილიონ კაცს, რომლისგანაც მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში,ბრიტანეთის კუნძულებზეკანადაშიავსტრალიაშიახალ ზელანდიაშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ კაცზე მეტი ინგლისურ ენას ფლობს როგორც მეორე ენას. ამის საჭიროებას კი ჰქმნის ცალკეული ქვეყნების – ინდოეთისპაკისტანის,ნიგერიისკენიის და სხვა სახელმწიფოების მრავალენოვნება, სადაც ინგლისური ზერეგიონალური, ურთიერთგაგებინების საშუალებას წარმოადგენს. ამ ქვეყნებში ინგლისური ენა არის მეორე ოფიციალური ენა.
მრავალი ქვეყნის სკოლებში, სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე სახელმწიფო ენა არაა, ამ ენას შეისწავლიან როგორც პირველ უცხო ენას, მანამ სანამ მეორე, ან მესამე უცხო ენას დაიწყებდნენ. თანაც მეორე და მესამე ენები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის როგორც პირველ უცხო ენას შეისწავლიან-ხოლმე.
ინგლისური ენა პირველობს ასევე როგორც ძირითადი ოფიციალური, ან სამუშაო ენა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან უბრალოდ საერთაშორისო თემატურ კონფერენციებზე.
ინგლისური ენა სარგებლობს ლათინური ანბანით.

სიტყვათა მარაგი.

ინგლისური ენას გააჩნია ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი, რომელიც თავისი განვითარების განმავლობაში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.
ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი" („Oxford English Dictionary" 13 ტომი, 1933), „ახალი ინგლისური ლექსიკონი" („A New English Dictionary on Historical Principles" (10 ტომი, 1884-1933; შევსებული გამოცემა), ითვლის 500 000 სიტყვას.
ენათმეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენა უნდა მოიცავდეს ერთ მილიონზე მეტ სიტყვას. ამას ემატება უამრავი გამოთქმა სხვადასხვა სლენგიდან დადიალექტიდან, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნება-ტერმინები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან არის გამოყენებაში.
ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი ინგლისური და სკანდინავიური), ხოლო მეორე ნახევარი კი რომანული (ფრანგული დალათინური) სიტყვებისაგან შედგება.
ბოლო ორი-სამი ასწლეულის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა სიტყვა-ნასესხობები, არამარტო ევროპისა და აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ენებიდან (ლათინურიბერძნულიფრანგულისკანდინავური ენებიარაბული და სპარსული), არამედ ასევე ნაკლებად ცნობილი ენებიდან. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ვოკაბულარის დიდი მოცულობა.
ძველი ინგლისური ენიდან მომდინარეობს რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი.
ფრანგული ენიდან შემოსულია ძირითადად ინტელექტუალური, განყენებული ცნებები. მაგალითად რანგისა და სტატუსის გამომხატველი ისეთი სიტყვები როგორიცააdukemarquis და baron ფრანგულიდანაა შემოსული.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1134 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები