შაბათი, 20.04.2024, 08:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ინგლისური ენა2
15:15
ინგლისური ენა2
  1. ამერიკის შეერთებული შტატები (210 მლნ.)
  2. დიდი ბრიტანეთი (55 მლნ.)
  3. კანადა (17,1 მლნ.) - ფრანგულთან ერთად
  4. ავსტრალია (15,7 მლნ.),
  5. ახალი ზელანდია (3,2 მლნ.) - მაორულთან ერთად
  6. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (3,5 მლნ.)- სხვა 11 ენასთან ერთად
  7. ირლანდია (2,6 მლნ.) - ირლანდიურთან ერთად
  8. ინდოეთი (მეორე ენა - 11 მლნ.) - სხვა 15 ენასთან ერთად
  9. ბაჰამის კუნძულები
  10. ბელიზი
  11. ბოტსვანა
  12. გაიანა
  13. გამბია
  14. ზამბია
  15. კენია - სუაჰილისთან ერთად.
  16. კირიბატი
  17. ნიგერია
  18. პაკისტანი
  19. პაპუა-ახალი გვინეა - ტოკ-პისინთან და მოტუსთან ერთად.
  20. სინგაპური - მალაიურთანთამილურთან და ჩინურთან ერთად.
  21. ფილიპინები - ფილიპინურთან ერთად.
  22. ფიჯი - ფიჯისთან და ჰინდისთან ერთად.
  23. სიტყვათა მარაგი .

    ინგლისური ენას გააჩნია ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი, რომელიც თავისი განვითარების განმავლობაში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.
    ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი" („Oxford English Dictionary" 13 ტომი, 1933), „ახალი ინგლისური ლექსიკონი" („A New English Dictionary on Historical Principles" (10 ტომი, 1884-1933; შევსებული გამოცემა), ითვლის 500 000 სიტყვას.
    ენათმეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენა უნდა მოიცავდეს ერთ მილიონზე მეტ სიტყვას. ამას ემატება უამრავი გამოთქმა სხვადასხვა სლენგიდან დადიალექტიდან, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნება-ტერმინები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან არის გამოყენებაში.
    ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი ინგლისური და სკანდინავიური), ხოლო მეორე ნახევარი კი რომანული (ფრანგული დალათინური) სიტყვებისაგან შედგება.
    ბოლო ორი-სამი ასწლეულის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა სიტყვა-ნასესხობები, არამარტო ევროპისა და აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ენებიდან (ლათინურიბერძნულიფრანგულისკანდინავური ენებიარაბული და სპარსული), არამედ ასევე ნაკლებად ცნობილი ენებიდან. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ვოკაბულარის დიდი მოცულობა.
    ძველი ინგლისური ენიდან მომდინარეობს რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი.
    ფრანგული ენიდან შემოსულია ძირითადად ინტელექტუალური, განყენებული ცნებები. მაგალითად რანგისა და სტატუსის გამომხატველი ისეთი სიტყვები როგორიცააdukemarquis და baron ფრანგულიდანაა შემოსული.

    ინგლისური ენის განვითარების პერიოდები .

    ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე და დღემდე განვითარების სამი საფეხური, ან პერიოდი განვლო. ესენია;

    1. ძველინგლისური პერიოდი (იგივე ადრეულ ანგლო-საქსურად წოდებული პერიოდი). იგი მოიცავს დროის მონაკვეთს 449-დან 1066-მდე და შესაძლოა ნაწილობრივ1100-მდეც კი.
    2. საშუალო ინგლისური პერიოდი მოიცავს 1066-1100 წლებიდან 1450 წლამდე და ნაწილობრივ 1500 წლამდე დროსაც კი.
    3. თანამედროვე ინგლისური ენა, ანუ ახალინგლისური პერიოდი მოიცავს დროს 1450 წლიდან, ან ასევე შესაძლებელია 1500 წლიდან დღემდე.

    ამ ბოლო პერიოდს რაც შეეხება, იგი თავის მხრივ კიდევ ორ პერიოდად დაიყოფა – ადრეულ ახალ ინგლისურ (დაახლ. 1500-დან 1660 წლამდე) და ახალ ინგლისურ პერიოდებად (დაახლ. 1660-დან დღემდე.).

    ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1129 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები