პარასკევი, 19.04.2024, 03:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ინგლისის რევოლუცია.
15:21
ინგლისის რევოლუცია.
ტერიტორიები რომლებსაც პარლამენტი აკონტროლებდა (მწვანე), ტერიტორიები რომლებსაც მეფე აკონტროლებდა 
.წითელი)
ინგლისის რევოლუცია 1640 წლის 3 ნოემბერს ”ხანგრძლივი პარლამენტის” მოწვევით დაიწყო. 1642 წლის იანვარში ლონდონიდანჩრდილოეთში მეფის წასვლით რევოლუციის მშვიდობიანი პერიოდი დასრულდა. გარდაუალი გახდა სამოქალაქო ომი. ინგლისის მოსახლეობა ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილად გაითიშა. მეფის ბანაკის ძირითადი ძალა ძველი თავადაზნაურობა იყო. პარლამენტის ბანაკს ბურჟუაზია და ახალი თავადაზნაურობა, გლეხობა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა შეადგენდა. გამოიკვეთა რეალური დაპირისპირებაც. ანგლიკანური სამღვდელოება და ირლანდიელი კათოლიკეები მეფეს ემხრობოდნენ, პურიტანები კი პარლამენტს . ამიტომ ინგლისის რევოლუციას ხშირად ”პურიტანულ რევოლუციასაც ” უწოდებენ. პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება ტერიტორიულ დაყოფაშიც აისახა. ინგლისის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ნაკლებად დასახლებული , ჩამორჩენილი ნაწილი მეფის დასაყრდენად იქცა, მჭიდროდ დასახლებული, განვითარებული სამხრეთ აღმოსავლეთი ინგლისი, ლონდონი და ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი კი პურიტანებს ემხრობოდა. ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა პარლამენტის მხარეს იდგა .

ინგლისის რევოლციის პერიოდიზაცია.

ინგლისის რევოლუციის პერიოდის განსაზღვრა, ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. საკამათოა არა მარტო რევოლუციის დაწყების თარიღი, არამედ მისი დასრულების დროც. ზოგიერთი მკვლევარი ინგლისის რევოლუციას იწყებს 1603 წელს, როდესაც გარდაიცვალა ინგლისის დედოფალიელისაბედ II და ტეხტზე ავიდა მარიამ სტიუარტის ვაჟი ჯეიმზ I. ინგლისის ტახტზე ახალი დინასტიის ასვლას სერიოზული ცვლილებები მოჰყვა ინგლისის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ეს, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატა რომ სტიუარტებმა უგულვებელყვეს ინგლისის ტრადიციები. ყოველივე ამან გამოიწვია ინგლისის რევოლუციის ზღვრამდე მისვლას. ამიტომ ისტორიკოსებმა სტიუარტების მმართველობის დასაწყისს "ინგლისის რევოლუციის პროლოგი" უწოდა.

ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს რომ ინგლისის რევოლუცია დაიწყო 1640 წელს ხანგრძლივი პარლამენტის მოწვევით, რომლის ირგვლივ მოხდა რევოლუციური ძალების კონსოლიდაცია.

სხვები მიიჩნევენ რომ ინგლისის რევოლუცი დაიწყო 1642 წელს, როდესაც ნოტინჰემში მეფემ აღმართა შტანდარტი და ომი გამოუცხადა პარლამენტს. დაპირისპირება აბსოლიტიზმსა და პარლამენტს შორის სამხედრო კონფრონტაციით, დაპირისპირებით, დასრულდა.

რევოლუციის დამთავრების თარიღის ირგვლივ ასევე გამოითქვა სხვადასხვა შეხედულებები. ერთნი ინგლისის რევოლუციას ასრულებენ ოლივერ კრომველისგარდაცვალებით 1658 წლის 3 სექტემბერს. მეორენი ამტკიცებენ, რომ ინგლისის რევოლუცია დასრულდა 1660 წელს, როდესაც მოხდა სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია. ინგლისში უმეფობის ხანა ინტერრეგნუმი დასრულდა.

მესამენი ინგლისის რევოლუციის დამთავრებას შესაძლებლად მიიჩნევენ 1688 წელს, როდესაც ინგლისში დაემხოლო სტიუარტების დინასტია და ინგლისის ტახტზე ავიდაუილიამ ორანელი. ამ გადატრიალებამ საფუძველი ჩაუყარა ინგლისში დემოკრატიის დამკვიდრებას და მის შემდგომ გაფართოვებას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1693 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები