ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ნაპოლეონის ომები.
15:23
ნაპოლეონის ომები.
Austerlitz-baron-Pascal.jpg

ნაპოლეონის ომები - ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდანაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფარო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.

18 ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც - წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების დროს.

ყველაფერმა ამან ნაპოლეონი გახადა ევროპული მატერიკის მონარქი. მის თვალწინ წარმოისახებოდა „მსოფლიო მანარქიის" იდეა, რომელსაც საფრანგეთი მართავდა. ჯერ კიდევ 18 ბრიუმერამდე იტალიური არმიის მთავარსარდალმა, ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ხოლო მისი ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ. პირველ კონსულად დანიშვნის შემდეგ, ის ოცნებობდა რუსეთისიმპერატორთან ერთად ინგლისელების ინდოეთიდან გამოდევნაზე.

ძალაუფლების მიღების შემდეგ (1799), ნაპოლეონმა საფრანგეთი იზოლაციაში მოაქცია, თუმცა მის წინააღმდეგ მოქმედი კოალიცია არც თუ ისეთი მყარი აღმოჩნდა. ფრანგულმა ჯარმა რეინისკენ დაიხია. იტალიაში დაიკარგა წინა გამარჯვებების ყველა სარგებელი. ციზალპიის რესპუბლიკა(?) დაეცა,პარტენოპეის რესპუბლიკაში(?) მოხდა მონარქიული რესტავრაცია. ასევე დაეცა რომის რესპუბლიკა.

მოკავშირეებს შორის გაჩენილმა უთანხმოებებმა რუსეთს კოალიციიდან გასვლა აიძულა. იმპერატორმა პავლე I-მა ასევე დაიწყო საფრანგეთთან დაახლოება, მას შემდეგ რაც იქ „ანარქია შეცვალა საკონსულომ" და პირველმა კონსულმა გაათავისუფლა რუსი მძევლები, რომელთაც ჩააცვა ახალი ტანსაცმელი და მისცა ახალი იარაღი. მას შემდეგ რაც ნაპოლეონმა ხელში ჩაიგდო მმართველობა, მან წერილით მიმართა ინგლისის მეფეს და იმპერატორს ომის შეწყვეტის თხოვნით. მაგრამ მათ ნაპოლეონს მოთხოვეს ბურბონების აღდგენა და საფრანგეთის ძველ საზღვრებში დაბრუნება.

1800 წლის შემოდგომაზე საფრანგეთი კვლავ შეიჭრა იტალიაში. ამასთან არმიის სათავეში, რომელიც იქ სენ-ბერნარიდან შეიჭრა, იდგა თვითონ პირველი კონსული. მარენგოში გამარჯვების შემდეგ(14 ივნისი) ნაპოლეონმაავსტრიას დაზავება აიძულა(ალექსანდრიაში), მეორე ფრანგული არმია შეიჭრა შვაბიაში და ბავარიაში დაგოგენლინდენში გამარჯვების შემდეგ(3 დეკემბერი) თვით ვენასაც ემუქრებოდა. ავსტრალია ვალდებული გახდა 1801წლის 9 თებერვალს დაედო ლიუნევილის ზავი. საფრანგეთის საზღვრებად აღიარებულ იქნა რეინი და ეჩილომბარდიაგადაიქცა იტალიურ რესპუბლიკად. საიმპერატორო ჩინებს, რომლებიც მიწებს კარგავდნენ რეინის მარცხენა სანაპიროზე, უნდა მიეღოთ ჯილდო საეკლესიო ქონების და დაკარგული საიმპერატორო ქალექების სეკულარიზაციისათვის. ლიუნევილის ზავი ნაპოლეონს საშუალებას აძლევდა ემართა იტალიის და გერმანიისძირითადი მიწები.

გერმანიაში 1803 წლის 28 თებერვალს, გერმანელს ეპისკოპოსებთან შევაჭრების შემდეგ, მიღბულ იქნა ე.წ. საიმპერატორო დეპუტაციის(გერ.Reichsdeputationshauptschluss) გადაწყვეტილება, სააბატოებისა და თავისუფალი ქალაქების მიწების მფლობელობის ახლიდან გადანაწილების შესახებ. ამ საქმეში მმართველის როლი თავის თავზე აიღო პირველმა კონსულმა. საფრანგეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებით, ყველაზე მეტი მიწები მიიღო ბავარიამ. გაიზარდა ბადენის მარკგრაფის სამფლობელო, სან-კორფიურსტის მიწების სახით. დანაკარგებისათვის დაჯილდოებულ იქნა ვიურტემბერგიჰესენ-კასელი,ჰესენ-დარმშტადტინასაუჰანოვერი და სხვა სათავადოები. სასულიერო ქონებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი, ძლიერ დანაწევრებული - მაინცის საარქიეპისკოპოსო. 50 საიმპერატორო ქალაქიდან წინანდელი მდგომარეობა შეინარჩუნა მხოლოდ ექვსმა - ჰამბურგიბრემენილიუბეკიფრანკპურტინიურბერგი დააუგსბურგი.

გერმანიისა და რუსეთის გარდა, საფრანგეთთან შერიგდა ესპანეთი და პორტუგალია., ხოლო 1802 წელს ამენის დაზავებით - ინგლისი. ეს საბოლოო ზავი მალე დაირღვა, როდესაც ნაპოლეონმა პროტექტორატის ფორმით დაადასტურა მისი მმართველობა ბატავის რესპუბლიკასა და შვეიცარიაზე: აღდგენილ იქნა შვეიცარიიდან გამოყოფილიკანტონიის დამოუკიდებლობა, რომელიც შევიდა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.

1803 წლის მაისში კონსულმა ფრანგული არმია ვეზერისაკენ დაძრა, რათა დაეპყრო ინგლისის მეფის კუთვნილიჰანოვერიივნისში საფრანგეთი უკვე ფლობდა ამ უკანასკნელს, მისი მშიშარა მთავრობის გამო, რადგან მათ დროზე ადრე გადაწყვიტეს მოლაპარაკებებზე წასვლა, რომლის თანახმად საფრანგეთის არმიას შეეძლო დაეკავებინა მთელი ქვეყანა, ელბამდე, ხოლო ჰანოვერის არმია უნდა დაშლილიყო.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1771 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები