პარასკევი, 29.03.2024, 13:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ბრიტანეთის იმპერია.
15:25
ბრიტანეთის იმპერია.
ბრიტანეთის იმპერია 1897 წელს (აღნიშნული იასამნისფრად).

ბრიტანეთის იმპერია (ინგლ. British Empire) — დიდი ბრიტანეთი და მისი კოლონიზებული სამფლობელოები; ყველაზე დიდი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში. 1921 წელს მასში დაახლოებით 458 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა (დაახ. მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი) და 33 მილიონ კვ. კმ. ფართობი ეჭირა (დედამიწის მეოთხედი). აყვავების პიკს მიაღწია დედოფალი ვიქტორიის მმართველობის პერიოდში. იმპერიის მაქსიმალური სიძლიერის პერიოდში პოპულარული იყო გამოთქმა: „მზე ბრიტანეთის იმპერიაზე არასდროს ჩადის", რაც ხაზს უსვამდა მთელი დედამიწის ზედაპირზე არნახული სივრცის სამფლობელოებს.

ბრიტანეთის იმპერია იყო შედეგი XV-XVI საუკუნეების ზღვაოსნობის განვითარებით გამოწვეული აღმოჩენების ხანის, რომელმაც ევროპულ კოლონიურ იმპერიებს ჩაუყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიის ტერიტორიების უმეტესი წილი დამოუკიდებელი გახდა. მრავალი მათგანი თანამეგობრობაში გაერთიანდა, რაც დამოუკიდებელი ქვეყნების თავისუფალი ასოციაციაა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1062 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები