ოთხშაბათი, 24.04.2024, 02:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რიჩარდ I (ინგლისი).ჯონი (ინგლისი)ჰენრი III (ინგლისი)უილიამ IV
15:30
რიჩარდ I (ინგლისი).ჯონი (ინგლისი)ჰენრი III (ინგლისი)უილიამ IV
.
რიჩარდ ლომგული.
რიჩარდ I, XII ს-ის მინიატურა.
რიჩარდ I პლანტაგენეტი (ინგლ.: Richard I Plantagenêt), ცნობილი როგორც რიჩარდ ლომგული (ფრანგ.: Richard Ie Cœur de Lion, ინგლ.:Richard I the Lionheart) (* 8 სექტემბერი1157ოქსფორდი; † 6 აპრილი1199შინოსაფრანგეთი) - იყო ინგლისის მეფე 11891199 წლებში. იგიჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო და უკვე 1172 წელს პუატიეში აკვიტანიის ჰერცოგად ეკურთხა.
იოანე უმიწაწყლო (ინგლ.: John Lackland, ფრანგ.: Jean Sans Terre) (დ. 24 დეკემბერი1167ბომონის ციხე-სიმაგრეოქსფორდი — გ. 19 ოქტომბერი1216ნიუარკის ციხე-სიმაგრენოტინგემშირი) იყო ინგლისის პლანტაგენეტთა დინასტიის მეფე 1199-1216 წლებში. იგი ჰენრი II-ის უმცროსი ვაჟი იყო და ძმის რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე.
ჰენრი III პლანტაგენეტი (ინგლ.: Henry III Plantagenêt) (* 1 ოქტომბერი 1207უინჩესტერი: † 16 ნოემბერი 1272უესტმინსტერი) - იყოინგლისის მეფე 1216-1272 წლებში. მიუხედავად ხანგრძლივი მეფობისა ჰენრი III ინგლისის მონარქთაგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი და უფერული ფიგურაა.
King William IV by William Salter.jpg

ბავშვობიდან უილიამს ნავიგაცია იზიდავდა, ამიტომ მშობლებმა იგი საზღვაო განხრით გაუშვეს. მსახურობა უილიამმა 14 წლის ასაკში დაიწყო როგორც მიჩმანმა გემზე „პრინცი ჯორჯი", ბევრ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სიმამაცე გამოიჩინა. 1785 წელს ლეინტენანტი გახდა, 1786-ში კაპიტანი, ხოლო 1790 წელს კონტრ-ადმირალი. ამით დასრულდა მისი კარიერა ფლოტში. 1789 წელს, როგორც კლარნესის ჰერცოგმა, მან ადგილი დაიკავა ლორდთა პალატაში, მაგრამ მანერებით და ხასიათით იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მეზღვაურად დარჩა.

მეფე ჯორჯი შეშფოთებული იყო შვილის მანერებით და რაღაც პერიოდი გაგზავნილი ყავდა ჰანოვერში. თუმცა ამ გადასახლებამ არ გამოასწორა მისი მანერები, მისი თავისუფალი ქცევა და იმის თქვა რასაც ფიქრობდა შოკის მომღვრელი იყო გერმანელი დიდებულებისთვის. პრინცი არც კი ცდილობდა მხარი აება ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ბორდელში მან ვენერიული დაავადება აიკიდა.

ინგლისში 1790 წელს დაბრუნების შემდეგ იგი დაუახლოვდა მსახიობს დოროთი ჯოანს, რომელიც მრავალი წლის მანძილზ მისი უკანონო ცოლი იყო. 1797 წელს მან მამისგან მიიღო მამული ბუშიპარკსი და ენთუზიაზმით შეუდგა ფერმერობას. ამ დროისთვის დოროთის მისგან ორი შვილი ეყოლა. 1807 წელს მათ უკვე 10 შვილი ყავდათ. მიუხედავად ამისა, როდესაც დინასიის ინტერესებიდან გამომდინარე უილიამი უნდა დაქორწინებულიყო, დოროთიმ მას თავი დაანება და ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა.

მალე უილიამმა ცოლად 24 წლის ადელაიდა საქსენ-მეინენეინელი მოიყვანა. იგი გამგები და კეთილი ქალი იყო, არ ეჭვიანობდა ქმრის პირველ ოჯახთან, წესრიგში მოიყვანა მისი საქმეები, თავს აკავებინებდა ალკოჰოლის უზომოდ გამოყენებისგან და საერთოდ ცდილობდა მეტი კეთილშობილება შემატებინა მისთვის. იმის გამოკლებით, რომ მათ არ ჰყავდათ შვილები, მათი ქორწინება ბედნიერი იყო.

1827 წელს მისმა ძმამ, ჯორჯ IV-მ უილიამს ლორდ-ადმირალის წოდება უბოძა. მაგრამ ამ პოსტზე უილიამმა იჩხუბა პრემიერ-მინისტრთან არტურ ველინგტონთან და მოუწია გადადგომა.

გამეფების შემდეგ, მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი ისეთივე უშუალო დარჩა, მიღებებზე ლამაზ ქალებს აქცევდა ყურადღებას, დილაობით ბრაიტონის სანაპიროზე სეირნობდა და გამვლელებს ესაუბრებოდა, ეტლიდან თავს ყოფდა გადასაფურთხებლად. თუმცა უილიამი გამეფდა საკმაოდ რთულ დროს. მთელს ქვეყანაში დაიწყო არჩევნების სისტემის რეფორმის მოთხოვნები, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნე არ შეცვლილა. ამის შედეგად თემთა პალატის დიდი ნაწილი ირჩეოდა მიყრუებულ ადგილებში, როდესაც დიდ ინდუსტრიულ ცენტრებს არ ყავდათ თავისი წარმომადგენლები პარლამენტში. მეფემ მხარი ვიგებს დაუჭირა, რომლებიც რეფორმის მომხრე იყვნენ. 1832 წლის რეფორმის შედეგად 56 „მიყრუებულ ადგილს" აღარ ყავდა დეპუტატი, ხოლო განთავისუფლებული 143 ადგილი ახალმა ოლქებმა დაიკავეს. ეს იყო უილიამის მეფობის უმნიშვნელოვანესი მომენტი.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1977 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები