ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)
15:32
ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)
Queen Victoria 1887.jpg

ვიქტორიას მამა, კენტის ჰერცოგი მოკვდა, როდესაც ქალიშვილი 8 თვის იყო. დედა ვიქტორიას მკაცრად ზრდიდა და არ ანებივრებდა. მომავალმა დედოფალმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი აღმზრდელი ლორდი ვილიამ მელბურნი იყო, რომელიც უკვე ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი. იგი უკითხავდა იქტორიას ლექციებს სახელმწიფო სამართალზე, ისტორიაზე, და აცნობდა მას კონსტიტუციური მმართველობის პრაქტიკას. ვიქტორიამ თავისუფლად იცოდა გერმანულიფრანგული დაიტალიური ენები. განათლება მას კარგად გამოადგა.მმართველობის პირველივე საათებში, იგი, მიუხედავად ახალგაზრდობისა, იმდენად დარწმუნებულად მოქმედებდა, თითქოს დიდხანს იჯდა ტახტზე. თუმცა დასაწყისშიდედოფალს ძალიან უყვარდა გართობა, იგი ხშირად აწყობდა მეჯლისებს და მიღებებს.

დედოფლის ხასიათი მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიცვალა. მისი მეუღლე პრინცი ალბერტი მეთოდური და პუნქტუალური ადამიანი იყო. მისი გავლენის ქვეშ ვიქტორია თავნება გოგოსგან გადაიქცა პასუხისმგებელ მონარქად. ვიქტორია ყველაფერში ითვალისწინებდა მის რჩევებს და მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა იგი. თუმცა ინგლისელებს ალბერტი ნაკლებად უყვარდათ, მხოლოდ მისმა უეცარმა გარდაცვალებამ შეცვალა ხალხის დამოკიდებულება პრინცისადმი. ვიქტორიასთვის მეუღლის გარდაცვალება ისეთი დარტყმა იყო, რომლისგანაც იგი გონზე ვეღარასოდეს მოვიდა.

პირველ ხანებში იგი გამოიკეტა და უარს ამბობდა საჯარო ცერემონიებში მონაწილეობის მიღებაზე. ალბერტის გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორიასთვის მთავარი მიზანი, მისი ხსოვნის უკვდავ ყოფა გახდა. მის საპატივცემლოდ აშენდა ცნობილი ალბერტ ჰოლი. ვიქტორია თითქმის 40 წლის მანძილზე შავებს ატარებდა და ჩიოდა, რომ აკლია მისი რჩევები.

ახალი მრჩეველი დედოფალმა მხოლოდ 1874 წელს იშოვა, ტორის ლიდერის ბენჯამინ დიზრაელის სახით. დიზრაელი ენერგიულად შეუდგა მონარქიის განმტკიცებას, მან დაარწმუნა ვიქტორია, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ხალხთან. 1876 წელს მან დედოფალს მიანიჭა ინდოეთის იმპერატორის ტიტული. დიზრაელის შემდეგ1880 წელს მოსული მინისტრი ვილიამ გლადსონი დედოფალს არ მოსწონდა და მუდამ უთანხმოება ჰქონდა მის მინისტრებთან.

წერენ, რომ ვიქტორია დაბალი იყო. იგი არ იყო ლამაზი, მაგრამ მომხიბვლელი იყო. მიუხედავად იმისა რომ იგი პატარა და პუტკუნა იყო, მაინც დიდებულად გამოიყურებოდა. მან სიბერეშიც შეინარჩუნა ლამაზი ხმა და სიცილი. სიცოცხლის ბოლომდე მას კარგი ჯანმრთელობა და შრომის უნარიანობა ჰქონდა. მისი პუნქტუალურობა მანიაკალური იყო, მას უყვარდა, როდესაც მისი დღეები მეთოდურად და მონოტონურად შევსებული იყო. დილაობით დედოფალი პარკში სეირნობდა, შემდეგ ბრუნდებოდა და საბუთებს ეცნობოდა. მის მიერ უამრავი დოკუმენტი იყო ხელმოსაწერი. იგი ყველა საქმეს უღრმავდებოდა და მის გარეშე არ ხდებოდა არავითარი გადაწყვეტილების მიღება.

ვიქტორია 64 წელი მეფობდა. მის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიალურ განვითარებაში, ვაჭრობაში, ფინანსებში, საზღვაო ტრანსპორტი და იმპერიის გაფართოებაში. იგი გაზდა სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. თანამედროვეებიც და შთამომავლებიც ამ წარმატებებს ვიქტორიას სახელს უკავშირებდნენ.

ვიქტორია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ინგლისელებისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი ერი აცნობიერებდა, რომ ემშვიდობება ეპოქას.

ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი1925) —გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (კონსევატიული პარტია) 1979-90 წლებში, „რკინის ლედი".

დაამთვარა ოქსფორდის უნივერსიტეტი 1950 წელს. პირველი ქალი-თავმჯდომარე გახდა უნივერსიტეტის კონსერვატიული პარტიის ასოციაციის. 1951 წელს ცოლად მიჰყვება მეწარმე დენის ტეტჩერს. 1954 წელს ადვოკატის მოწმობას იღებს. 1959 წელს აირჩა თემთა პალატის დეპუტატად. 1961-64 წელს მსახურობს საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნად. 1970-74 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჰიტის კაბინეტში. 1975 წლიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერი.

1979 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა არჩეული კურსის გადაუხრელად გატარების გამო „რკინის ლედი" შეარქვეს. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი1990 წელს დატოვა პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება". 1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 978 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები