პარასკევი, 26.04.2024, 01:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ელისაბედ I (ინგლისი)
15:39
ელისაბედ I (ინგლისი)

პარლამენტი აგრძელებდა ზეწოლას დედოფალზე რათა მას ამოერჩია ქმარი.თუმცა ელისაბედი სულაც არ აპირებდა ძალაუფლების გაყოფას მამაკაცთან,მაგრამ 1559 წელს მას არ შეეძლო მტკიცე უარი ეთქვა პარლამენტისთვის–და მხოლოდ ორაზროვანი პასუხით შემოიფარგლა

ომის წარმოების პირველი გამოცდილება .

შოტლადიის მეფე ჯეიმს V დამარია დე გიზი

1559 წლის მაისში მეზობელ შოტლანიაში იფეთქა აჯანყებამ -ფრანგი რეგენტის მარია დე გიზის წინააღმდეგ (დედა მარია სტიუარტისა) შოტლანდიელი პროტესტანტების მხარდაჭერას ურჩევდა ელისაბედს სესილი,მაგრამ მან უარი თქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე,რადგან მის მიერ სამხედრო ჩარევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა შეიარაღებული კონფლიქტი საფრანგეთთან.უკვე მმართველობის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა დედოფლის მიერ შემუშავებული ზოგადად ფრთხილი საგარეო პოლიტიკა.

როგორც შედეგებმა გვაჩვენა ელისაბედი მოიქცა სწორად-შოტლანდიის საზღვრის გავლით მან გაგზავნა დიდძალი ინგლისური ოქრო და არა არმია პროტესტანტების დასახმარებლად რასაც არანაირი დაპირისპირება არ მოჰყოლია ინგლისსა და საფრანგეთს შორის რადგან ოქრო გადატანილ იქნა ფარულად.

1560 წელს ფარულმა საბჭომ ელისაბედი აიძულა დაეწყო ინტერვენცია...შოტლანდიელმა პროტესტანტებმა ინგლისური არმიის მხარდაჭერით გაანადგურეს მარია დე გიზის მომხრეები და 1560 წლის 6 ივლისს ედინბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას რომელმაც გააფორმა გამარჯვება.

ამ დროისთვის მარია დე გიზიც გარდაიცვალა და ძალაუფლება რეგენტული წესით გადავიდა შოტლანდიელ ლორდ-პროტესტანტთა საბჭოს ხელში.მარია სტიუარტს (იმ მომენტისთვის მეუღლე ფილიპII ისა) მოსთხოვეს უარი ეთქვა სამუდამოდ მის გერბში ინგლისის გერბის ატრიბუტიკის გამოყენებაზე და საერთოდ უარი უნდა ეთქვა ინგლისის გერბის ტახტზე პრეტენზიის გამოთქმაზე.თავის მხრივ მარიამ არ გაუკეთა რატიფიცირება ედინბურგის შეთანხმებას და ამ მომენტიდან იწყება მრავალწლიანი მტრობა ორ ყველაზე გამოჩენილ დედოფალს შორის იმ დროისთვის.

მარისა სტიუარტს არ ჰქონდა არანაირი სანსი გამხდარიყო საფრანგეთის დედოფალი,1560 წლის 5 დეკენბერს მისი ახალგაზრდა მეუღლე გარდაიცვალა და 1561 წელს ის დაბრუნდა ედინგბურგში,რათა მიეღო შოტლანდიის გვირგვინი.

რატომ აცხადებდა პრეტენზიას მარია სტიუარტი ინგლისის ტახტზე?

მარია სტიუარტი

ელისაბედს და მარიას ძალიან ხშირად უპირისპირებდნენ ერთმანეთს: ფრიდრიხ შილერის ზედაპირული ხედვით მარია იყო უდანაშაულო მსხვერპლი ხოლო ელისაბედი-სისხლიანი დესპოტი.რეალობა კი არც ისეთი ცალმრხრივი იყო. ელისაბედი იყო ინგლისის ლეგიტიმური დედოფალი,თავის მხრივ მარია სტიუარტი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და ცხოვრების უკანასკნელ სჯეროდა ამის.რატომ?

მარია სტიუარტი იყო ჰენრი VIII-ის ძმის შვილი-შვილი და ამის საფუძველზე თვლიდა ის ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ თავს ელისაბედის საპირისპიროდ,რომელიც იყო ჰენრის და ანა ბოლეინის ქალიშვილი. გარემოცვა ამაყ შოტლანდიელ პრინცესას რომ მას უფრო მეტი უფლება ქონდა პრეტენზიის გამოთქმის ინგლისის ტახტზე ვიდრე „ბასტარდ" ელისაბედს.თავის მხრივ ჰენრი VIII-ის ანდერძის მიხედვით მარია სტიუარდი არ იყო შეასაძლო ტახტის მემკვიდრედ დასახელებული სხვა მხრივ უამრავი კათოლიკი ინგლისში მარიას საქმეების გათვალისწინებით მას თვლიდნენ თუ კანონიერს არა უფრო სასურველ დედოფალს მაინც-ერეტიკოს ელისაბედთან შედარებით.

ზღვათა მპყრობელი .

ვირჯინიის დროშა

მეფე ჰენრი VII ძირითადად შექმნა ინგლისის სამეფო ფლოტი,ჰენრი VIII ხელს უწყობდა საზღვაო ვაჭრობის განვითარებას,მარია ტიუდორმა გააგზავნა ექსპედიცია ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიმავალი სამხრეთ-დასავლეთ გზების ღმოსაჩენად.თუმცა არ შეიძლება იმის თქმაც რომ ელისაბედის წინამორბედებმა აქციეს ინგლისი საზღვაო ძლევამოსილ სახელმწიფოდ.

ზუსტად ელისაბედის დროს დაიწყეს ძმებმა უილიამ და ჯონ ჰოუკინსებმა სავაჭრო-მეკობრული რეიდები.1560 წლის ბოლოს კი გაბრწყინდა ფრენსის დრეიკის ვარსკვლავიც.

სწორედ მაშინ გამოიკვეთა მომავალი კონფლიქტები ესპანეთთან:ინგლისელი მეზღვაურები რეგულარულად ძარცვავდნენ ესპანურ გემებს და თარეშობდნენ ესპანურ კოლონიეების სანაპიროებზე. 1570 იან წლებში გაჩაღდა ესპანეთსა და ინგლისს შორის უცნაური არც ერთი მხრიდან გამოუცხადებელი საზღვაო ომი,ოფიციალური მადრიდი და ლონდონი საჭიროდ თვლიდნენ თვალები დაეხუჭათ ზემოთ ნახსენებ გამოუცხადებელ ომზე და მხოლოდ ფორმალურ პროტესტს სჯერდებოდნენ.

ასე თუ ისე უკვე ფაქტი იყო რომ ინგლისმა ჩამოართვა ესპანეთს მთავარი საზღვაო სახელმწიფოს «ტიტული»,რაზეც მეტველებს არა მარტო მეკობრეთა თარეში არამედ დრეიკის მოგზაურობა ამერიკის მატერიკის გარშემო და 1587 წელს პირველი ინგლისური დასახლების დაარსება ჩრდ.ამერიკაში რასაც 1587 წლის 18 აგვისტოს მოჰყვა პირველი ინგლისური კოლონიის დაარსება სახელადვირჯინია.

ელისაბედი პირადად აფინანსებდა ყველა ამ ღონისძიებას.ისტორიულ ლიტერატურაში ხშირად ელისაბედს ადანაშაულებენ მეკობრეთა დახმარებაში,თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იმ პერიოდში მსგავსი ქმედება რორმალური იყო და არა გამონაკლისი.პოლიტიკაში ბატონობდა პრინციპი «ვინ ძლიერია ის მართალია».

ხელოვნების კულტი.

ელისაბედის მმართველობის დროს გაიფურჩქნა დარამატული ხელოვნება,რასაც თავად დედოფალი უწყობდა ხელს,რომელიც თავადვე მეურვეობდა თეატრს.დედოფაი თავადაც ღებულობდა მონაწილეობას სამოყვარულო სპექტაკლებში. ელისაბედ I პატრონაჟით შეიქნმნა სამეფო დასი.

ცხოვრების უკანასკნელი დღეები და სიკვდილი .

ელისაბედის ცხოვრების უკანასკნელ დღეებში,მისი უახლოესი მეგობრების სიკვდილმა მის ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა რამაც დააჩქარა დედოფლის გარდაცვალება. 1603 წლის თებერვალში ის ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, მელანჰოლიაში. 1603 წლის 24 მარტს ის გარდაიცვალა რიჩმონდის სასახლეში და დაკრძალესვესტმინსტერის სააბატოში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1290 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები